The Happiest Days of Our Lives

პინკ ფლოიდის სიმღერა

The Happiest Days of Our Lives“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეათე სიმღერა ალბომის The Wall (1979) პირველ დისკზე.[1][2]

„The Happiest Days of Our Lives“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ინგლისი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი, 1979
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 1:46
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ინგლისი), Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი
The Wallსიმღერები
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

კომპოზიცია

რედაქტირება

სიმღერა გრძელდება 1 წუთს და 46 წამს. თავდაპირველად, 24 წამის განმავლობაში ჟღერს ვერტმფრენის ხმა, რომელსაც მოჰყვება მასწავლებლის ყვირილი - „You! Yes, You! Stand still, laddie!“. შემდეგ ხმოვანი ეფექტები წყდება და იწყება მუსიკალური ნაწილი. სიმღერის მსვლელობისას წამყვანი ინსტრუმენტია ელექტრონული გიტარა შეფერხების ეფექტით. სიმღერის „Another Brick in the Wall, Part II“ დაწყების წინ მკვეთრად ჟღერს დასარტყმელი საკრავები და დამატებითი ვოკალები. ვინაიდან ეს ორი სიმღერა ერთმანეთს უერთდება, მსმენელს უჩნდება შეგრძნება, თითქოს ეს ერთიანი კომპოზიციაა (თუმცა მეორეს თვლა დაახლოებით 1/4-ია).

ალბომზე „The Happiest Days of Our Lives“ სიმღერას „Another Brick in the Wall, Part II“ უერთდება ხმაურიანი კივილით, რომელიც როჯერ უოტერსის მიერ იქნა ჩაწერილი. იგივე კივილი გამოიყენება სიმღერაში „Run Like Hell“. ამ გადასვლის გამო რადიოსადგურები საკუთარ ეთერში ორივე კომპოზიციას ხშირად ერთად უშვებენ.

ისევე, როგორც ალბომის The Wall სხვა კომპოზიციები, The Happiest Days of Our Lives მსმენელს უამბობს პერსონაჟ პინკის ცხოვრების შესახებ. იგი სწავლობს სკოლაში, რომელსაც მართავენ მკაცრი და ხშირად მოძალადე მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებს აბუჩად იგდებენ.

როჯერ უოტერსის თქმით ტექსტი ასახავს სკოლის პერიოდის მის პირად გამოცდილებას. მან ამის შესახებ ისაუბრა ტომი ვენსთან BBC Radio One-ზე ინტერვიუს დროს:

 
ტომი ვენსი: „The Happiest Days of Our Lives' არის, ჰმ, როგორც მე ვხედავ, როგორც მოვისმინე, ვიღაცის სასკოლო კარიერის სრული განაჩენი...“
როჯერ უოტერსი: “ჰმ. ჩემი სასკოლო ცხოვრება თითქმის ასეთი იყო. ოჰ, რა საშინელი იყო, ნამდვილად საზარელი. როგორ ვერ ვიტან, როდესაც ხალხი წუწუნებს და ითხოვს კლასიკური სკოლების დაბრუნებას. იმიტომ, რომ ბიჭების კლასიკურ სკოლაში დავდიოდი და თუმცა...ეს განაჩენი ყველა მასწავლებელს არ ეხება, მაგრამ *ცუდები* ნამდვილად ითვლებიან - და ასეთი ხალხი ნამდვილად იყო ჩემს სკოლაში, საოცრად ცუდი, რომელიც იმდენად ცუდად ექცეოდა ბავშვებს, უბრალოდ მუდმივად ამცირებდა და ამცირებდა. არასოდეს ახალისებდნენ მათ, არასოდეს ცდილობდნენ რამე საკითხის მიმართ ინტერესი გამოეწვიათ, ბავშვები უბრალოდ უნდა ყოფილიყვნენ დამჯერები და დადუმებულები, ისინი უნდა ჩაესვათ სწორ ფორმაში, რათა შემდგომში უნივერსიტეტში გადასულიყვნენ და „წარმატებულები ყოფილიყვნენ“.““

[3]

ფილმის ვერსია

რედაქტირება

ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, რომელიც ალბომს ეფუძნება, სიმღერის დასაწყისში ჩანს მატარებელი, რომელიც გვირაბს უახლოვდება და არა ვერტმფრენი. მხატვარ ჯერალდ სკარფის თქმით, სიმღერის ბოლოს უნდა გამოჩენილიყო მასწავლებლის ამსახველი მარიონეტი და ალან პარკერმა, ფილმის რეჟისორმა სცადა ამ სცენის გადაღება. ვინაიდან ჩანაფიქრი საბოლოოდ არ მოიწონეს, სცენაში ჩნდება ალექს მაკ-ევოი (მასწავლებელი). სიმღერის ერთ მონაკვეთზე ისმის ისტერიული სიცილი.

პინკი და მისი ორი მეგობარი მატარებელს ელოდებიან. ამასობაში პინკი რელსებზე აწყობს ტყვიებს. მას შემდეგ, რაც მატარებელი მათ გადაუვლის, ტყვიები ფეთქდება, მაგრამ გვირაბის კედელთან მდგარი პინკი მატარებლის მაგივრად ხედავს მეორე მსოფლიო ომის პერიოდის, საქონლის გადასაყვან რკინიგზის ვაგონებს, რომლებშიც სხედან ბავშვები სახეების გარეშე. შემდეგ ნაჩვენებია სკოლის სცენები. მასწავლებელი პინკის პირად წიგნაკს იღებს, კითხულობს ნაწყვეტს სიმღერიდან „Money“, მთელი კლასის წინაშე პინკს დასცინის და მას ხელზე სახაზავს ურტყამს. შემდეგ ნაჩვენებია მასწავლებელი, რომელიც საღამოს სუფრასთან ზის და ცოლის მითითებით, ხორცისკენ ხელს იშვერს.

საკონცერტო ვერსიები

რედაქტირება

სიმღერა სრულდებოდა როგორც ჯგუფის 1980-1981 წლების The Wall-ის, ასევე როჯერ უოტერსის ტურნეებში The Pros and Cons Of Hitch Hiking, Radio K.A.O.S., In the Flesh, The Dark side of the Moon Live, The Wall Live (2010-2013) და Us + Them (2016–2017).

პერსონალი

რედაქტირება
  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. ვენსი, ტომი. (1979) The Wall — Song By Song — 1979. BBC Radio One. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი 2010.
  4. ფიტჩი, ვერნონ და მეიონი, რიჩარდ, Comfortably Numb — A History of The Wall 1978–1981 (2006)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 ფიტჩი, ვერნონ და მეიონი, რიჩარდ, Comfortably Numb — A History of The Wall 1978–1981 (2006), გვ. 74