The Dark Side of the Moon Liveბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის 2006—2008 წლების მსოფლიო ტურნე. დაიწყო 2006 წლის 2 ივნისს, რიოს ფესტივალზე Rock in Rio გამოსვლით.

The Dark Side of the Moon Live

მანი კურის (საფრანგეთი) კონცერტის პოსტერი
ტურნე, გამართული როჯერ უოტერსის მიერ
დაწყების თარიღი 2 ივნისი, 2006
დასრულების თარიღი 6 ივნისი, 2008
კონცერტების რაოდენობა 119
როჯერ უოტერსის კონცერტების ქრონოლოგია
In the Flesh
(1999–2002)
The Dark Side of the Moon Live
(2006–2008)
The Wall Live
(2010–2013)

კონცერტის Live 8 შემდეგ როჯერ უოტერსი ხშირად ახსენებდა, რომ იქნებოდა საინტერესო ალბომის The Dark Side of the Moon მთლიანად შესრულება. 2006 წლის 2 ივნისს დაიწყო ტურნე, რომელიც შვიდ ეტაპად ჩატარდა და დასრულდა 2008 წლის 6 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში, ეკონომიკური ფორუმისადმი მიძღვნილი შოუთი.

ამ ტურნეში უოტერსთან თანამშრომლობდა სცენის დიზაინერი მარკ ფიშერი, რომელმაც სახელი გაითქვა პინკ ფლოიდის შოუებზე მუშაობით. 2007 წლიდან კონცერტებზე ჩნდებოდა მის მიერ შემუშავებული ვირტუალური პრიზმა, ცისარტყელით და სწორი სხივით, რომელიც გამოსახულია ალბომის The Dark Side of the Moon გარეკანზე.

ტურნეში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მფრინავ გოჭს, რომელიც პინკ ფლოიდის კონცერტების ელემენტიც იყო. ყოველი კონცერტის დროს მასზე დაწერილი იყო სხვადასხვა საპროტესტო ლოზუნგი თუ სახუმარო ფრაზა.

პერსონალი

რედაქტირება

ტურნეში მონაწილეობდა მუსიკოსების თითქმის იგივე შემადგენლობა, რაც წინა, 1999-2002 წლების ტურნეში In the Flesh. ამასთან, ბენდს დაემატა დეივ კილმინსტერი, რომელიც, ჯონ კერინთან ერთად ასრულებდა დევიდ გილმორის ვოკალურ პარტიებს. თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო ენდრიუ ლატიმერის, ჯგუფ Camel-ის ვოკალისტისა და მულტიინსტრუმენტალისტის მიწვევა, მაგრამ მოსმენისას გამოჩნდა, რომ მისი ვოკალი არ ერგებოდა დევიდ გილმორის სიმღერის სტილს.

პერსონალი 2006-2007

რედაქტირება

ამ მუსიკოსების უმრავლესობა წარსულში უკვე გამოსულა უოტერსთან ერთად, საკონცერტო ტურნეებზე.

პერსონალი 2008

რედაქტირება

2008 წლის ბენდის შემადგენლობაში მცირე ცვლილებას ჰქონდა ადგილი. ჯგუფი დატოვებს ენდი ფერუეზერ-ლოუმ და კეტი კისუნმა. მათ მაგივრად ბენდს შეუერთდნენ: ჩესტერ კემენი (რომელიც უკვე მონაწილეობდა უოტერსის 2002 წლის ტურნეში) და სილვია მეისონ-ჯეიმზი (რომელიც ჯგუფის Pet Shop Boys კონცერტებზე ბეკ-ვოკალს ასრულებდა).

სეტლისტი

რედაქტირება

2006 წლის 8 ივნისის შემდეგ სიმღერების სია და თანმიმდევრობა არ შეცვლილა. პირველ კონცერტებზე სრულდებოდა The Gunner's Dream. 2006 წლის 29 ივნისს კორკში (ირლანდია) გამართულ კონცერტზე ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო ორი სიმღერა, Leaving Beirut და Sheep შესრულდა კონცერტის მეორე განყოფილებაში, ალბომის The Dark Side of the Moon წარდგენამდე.

განყოფილება 1
 
ბენდი ასრულებს კომპოზიციას Set the Controls for the Heart of the Sun
  1. In the Flesh
  2. Mother
  3. Set the Controls for the Heart of the Sun
  4. Shine On You Crazy Diamond (Parts II - V) (შემოკლებული)
  5. Have a Cigar
  6. Wish You Were Here
  7. Southampton Dock
  8. The Fletcher Memorial Home
  9. Perfect Sense, Pt. 1
  10. Leaving Beirut
  11. Sheep
განყოფილება 2 - (The Dark Side of the Moon)
  1. Speak to Me / Breathe
  2. On the Run
  3. Time / Breathe (Reprise)
  4. The Great Gig in the Sky
  5. Money
  6. Us and Them
  7. Any Colour You Like
  8. Brain Damage
  9. Eclipse
ბისზე
  1. The Happiest Days of Our Lives
  2. Another Brick in the Wall (Part II)
  3. Vera
  4. Bring the Boys Back Home
  5. Comfortably Numb

ფონოგრამები

რედაქტირება

ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია უოტერსის ვოკალთან დაკავშირებულმა ფაქტებმა. რამდენიმე კონცერტზე შესამჩნევი იყო, რომ სიმღერებში Have a Cigar, Sheep და The Fletcher Memorial Home იგი იყენებს ფონოგრამას.

სერვისზე YouTube[1] განთავსებულია რამდენიმე ვიდეორგოლი ფესტივალიდან Rock in Rio, სადაც უოტერსი გამოდიოდა თავისი პროგრამით 2006 წლის ტურნეს დასაწყისში. სიმღერის The Gunner's Dream შესრულებისას მოშორებით ისმის როჯერის ჩაწერილი ვოკალი და უფრო გამოკვეთილად - მოჩურჩულე ხმა. იგივე ჩანს სიმღერის Have a Cigar შესრულებისას.

ბენდის ყოფილი წევრის, ნორბერტ სტეჩელის თქმით, 2002 წლის ტურნეში ასევე გამოიყენებოდა სპეციალურად ჩაწერილი ვოკალები. ვიდეოფილმში In the Flesh: Live და ამავე სახელწოდების ალბომის მოსმენისას, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მართლაც ასე არის.

DVD-ის გამოცემა

რედაქტირება

დაგეგმილი იყო ტურნეს ვიდეოს ოფიციალურად გამოცემა, მაგრამ დღეისთვის მის შესახებ არაფერია ცნობილი.

ტურნეს სურათები

რედაქტირება