Another Brick in the Wall“ (ქართ. მორიგი აგური კედელში) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Wall. იგი იყოფა სამ ნაწილად, რომლებიც ალბომში, სხვადასხვა ადგილზე ჟღერს. სამივე ნაწილის ავტორია როჯერ უოტერსი. ნაწილი II არის სკოლებში არსებული სასტიკი სისტემისა და ზოგადად, პანსიონატი სკოლების წინააღმდეგ საპროტესტო სიმღერა.[1] ცნობილია, რომ ამ სიმღერას მღეროდნენ აფრიკაში, აპარტეიდის რეჟიმის საპროტესტო აქციების დროს.[2] „Another Brick in the Wall Part 2“ ასევე გამოიცა სინგლის სახით და იქცა ჯგუფის ერთადერთ #1 ჰიტ სინგლად ბრიტანეთში, აშშ-ში, დასავლეთ გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. აშშ-ში, სიმღერებთან „Run Like Hell“ და „Don't Leave Me Now“ ერთად, „Another Brick in the Wall Part 2“ მოხვდა დისკო ჩარტის 57-ე პოზიციაზე.[3] იგი იყო ჯგუფის პირველი ბრიტანული სინგლი, გამოცემული 1968 წლის Point Me at the Sky-ს შემდეგ. იგი ასევე იყო 1970-იანი წლების უკანასკნელი #1 სინგლი. „Another Brick in the Wall Part 2“ გახდა „გრემის“ ნომინანტი „როკ დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო შესრულების“ კატეგორიაში (ჯილდო ბობ სეგერის სიმღერამ „Against the Wind“ მიიღო). გარდა ამისა, „Another Brick in the Wall Part 2“ მოხვდა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ სიის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა“ #375 ადგილზე. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა სინგლის 4 მილიონზე მეტი ასლი.

„Another Brick in the Wall“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი 1979
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 8:26 (სამივე ნაწილი)
3:15 (ნაწილი1: სინგლის ვერსია)
4:00 (ნაწილი 2)
1:11 (ნაწილი 3)
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest (ბრიტანეთი)
Columbia (აშშ)
Capitol (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი
The Wallსიმღერები

როგორც სინგლი, ასევე ალბომი The Wall სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, 1980 წელს აკრძალული იქნა, როდესაც რასობრივი უთანასწორობის გამო სკოლების ბოიკოტის ფარგლებში არსებული მოძრაობის მონაწილეებმა სიმღერა საკუთარ ჰიმნად აქციეს.[4]

კომპოზიციური წყობა

რედაქტირება

ეს ნაწილი საკმაოდ მშვიდია თავისი ჟღერადობით და თან ახლავს ინსტრუმენტული იმპროვიზაცია, გიტარის თანხლებით. უოტერსის ვოკალი ნაზია, რაც განსხვავდება შემდეგი ნაწილების აგრესიული ტონისგან (თუმცა ერთ-ერთ მომენტში როჯერი ხმამაღლა გაჰყვირის სტრიქონს).

The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით.

ამ სიმღერაში „The Thin Ice“-ს, რომელშიც განიხილება კედელში აგურების დამატების მთავარი მიზეზები, მოჰყვება ალბომის გმირის მამის ისტორია.

როჯერ უოტერსი: „სინამდვილეში, უბრალოდ ასეა - როდესაც რამე ცუდი ხდება, ადამიანი სულ უფრო მეტი იზოლირებაში ექცევა, სიმბოლურად ცდილობს თავის დაცვას და საკუთარ კედელში კიდევ ერთ აგურს ამატებს“.

სიმღერის სამუშაო სათაური იყო „Brick 1: Reminiscing“. მისი დემოვერსია შეტანილია ალბომის The Wall Immersion-გამოცემაში.

ფილმის ვერსია

რედაქტირება

ფილმში პინკი (მთავარი გმირი) თავის დედასთან ერთად სათამაშო მოედანზე აღმოჩნდება. იგი თამაშობს სხვა ბავშვებთან, შემდეგ კი მიდის მამაკაცთან (რომელიც მას მოეწონება, რადგანაც ყველა ადამიანში ეძებს მამას) და სთხოვს ყურადღების მიქცევას. მამაკაცი ტოვებს მას, თავის შვილებთან ერთად. გულგატეხილი და ჩაფიქრებული პინკი საქანელაზე ჯდება.

„Another Brick in the Wall“
 
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
B-მხარე One of My Turns
გამოსვლის თარიღი 1979
ჩაიწერა აპრილი - ნოემბერი, 1979
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:00
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი), Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ)
პროდიუსერი როჯერ უოტერსი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Have a Cigar“
(1975)
Another Brick in the Wall
(1979)
„Run Like Hell“
(1980)
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია
აუდიომაგალითი
Another Brick in the Wall (Part 2) - ნაწყვეტი

კომპოზიცია

რედაქტირება

ალბომის ვერსიაში „Another Brick in the Wall, Part II“ უერთდება წინა კომპოზიციას „The Happiest Days of Our Lives“, როჯერ უოტერსის ნაცნობი კივილის თანხლებით. სიმღერა გამოირჩევა დასარტყამი ინსტრუმენტების რითმით, ბას- და ელექტრონული გიტარების ცნობილი პარტიებით. სიმღერაში ასევე ჟღერს ბავშვთა გუნდის ხმები, ხოლო დასასრულს - მასწავლებლის ხმა, რომელიც მოსწავლეს დასცინის და უთითებს, რომ „ხორცი უნდა მიირთვას, სხვა შემთხვევაში კი პუდინგს ვერ დაიმსახურებს“.

დეივიდ გილმორი: „ამ სიმღერის დისკოს სტილში ჩაწერა ჩემი კი არა, ბობის იდეა იყო მან მითხრა: რომელიმე კლუბში შედი და ნახე, რა ემართება დისკოს, ამიტომაც თავს ძალა დავატანე და წავედი კლუბში, და როდესაც მოვისმინე განმგმირავი დასარტყმელი საკრავები, მათი ოთხი დარტყმა ერთ ტაქტში, მე ვიფიქრე – ო, ღმერთო! და როდესაც დავბრუნდით, ვეცადეთ სიმღერის Another Brick In The Wall ერთ-ერთი ნაწილის მსგავს რიტმზე დადება, რათა მიმზიდველი ყოფილიყო. იგივე ჩაუტარდა სიმღერას Run Like Hell...ვერ ვიტყვი, რომ საბოლოოდ ეს Pink Floyd-ის დაწერილ სიმღერას ჰგავდა.“

ბობ ეზრინი: „მე იმხანს დავასრულე სესიური ჩანაწერი ნიუ იორკში, ნაილ როჯერსი და ბერნარდ ედვარდსი კი მეზობელ სტუდიაში იყვნენ. მათი დასარტყმელი საკრავები მოვისმინე და ვიფიქრე – ო, როკ-ენ-როლთან ერთად ეს კარგი იქნება? რამდენიმე თვეში მე დავბრუნდი ბრიტანეთში და მოვისმინე „Another Brick In The Wall“ და ეს რიტმი ასევე ჟღერდა ჩემს თავში...ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ჩანაწერს გავუკეთე, იყო ჩემი მოთხოვნა – მსურდა, რომ ერთ სტროფზე მეტი ყოფილიყო და ასევე გრძელი გუნდის მისამღერი, ისეთი, როგორიც უოტერსმა ჩაიფიქრა. დისკოს სტილში დაკვრის შემდეგ მე ვთქვი – ბიჭებო, ეს ჰიტია! მაგრამ სიმღერა სულ წუთი და 20 წამი გრძელდება, ასე არ გამოვა. ჩვენ გვინდა ორი სტროფი და ორი გუნდური მისამღერი. მათ კი მითხრეს – ვერაფერსაც ვერ მიიღებ, ჩვენ სინგლებს არ ვწერთ, დაახვიე აქედან. მეც მივუგე – კეთილი, ეგრე იყოს და ისინი წავიდნენ რაღაც საქმეებზე და რადგან ჩვენი სისტემა ორი აპარატისგან შედგებოდა, სანამ ისინი არ იყვნენ სტუდიაში, ჩვენ დავაკოპირეთ პირველი სტროფი, ავიღეთ მისამღერი, დასარტყმელი საკრავების ერთი პარტია, ჩავსვით იგი ორ ნაწილს შორის და გავწელეთ მისამღერი. ამის შემდეგ მეორე სტროფის საკითხი დადგა, ტექსტი მასში იგივე უნდა ყოფილიყო, როგორიც პირველში? და სწორედ იმიტომ, რომ მე ჩავწერე School’s Out, ალბომი, რომელშიც იყო სიმღერა ბავშვებზე, საბოლოოდ, ეს სიმღერაც ხომ ბავშვებზეა – მეც ავდექი და, სანამ ამერიკაში ვიყავი, გავუშვი ნიკ გრიფითსი სკოლაში, რომელიც სტუდიასთან ახლოს იყო (ისლიგნტონში). მე ვუთხარი – მინდა კოკნის ტიპის აქცენტი, მინდა დიდებული შესრულება, განაწყვე ისინი ამაზე – და მე ისინი ჩავსვი სიმღერაში. შემდეგ როჯერს დავუძახე სტუდიაში და როდესაც მეორე სტროფში ბავშვების გუნდმა გაიჟღერა, მისი სახე გაიბადრა და მე მივხვდი, რომ ახლა მან იცოდა, რომ ეს მნიშვნელოვანი ალბომია.“.

ნიკ მეისონი: „არ მახსოვს, რომ ვინმეს ეწუწუნა. დისკოს ტრეკს აქვს სტანდარტული ტემპი და ამ სტანდარტს მივყვებოდით. სიმღერა ნამდვილი დისკოს სტილშია ჩაწერილი – დასარტყმელი საკრავები და ბასი ჩაიწერა და ერთმანეთზე დაიდო, დანარჩენი კი შემდგომში დაედო.“

ჯგუფის მიერ ჩაწერილი დემო ვერსია შეტანილია ალბომის Immersion გამოცემაში. ამ ვარიანტში განსხვავებაა მხოლოდ პირველ სტრიქონში - ჟღერს „We don't need your education“.

მეორე ნაწილისთვის პროდიუსერმა ბობ ეზრინმა ინჟინერ ნიკ გრიფითსს დაავალა ბავშვთა გუნდის ხმების ჩაწერა.

როჯერ უოტერსი: „ჩემ მიერ ჩაწერილ დემო-კასეტაზე ვმღეროდი მხოლოდ მე აკუსტიკური გიტარით“.

გრიფითსი ეწვია სტუდიასთან ახლოს მდებარე ისლინგტონის მწვანე სკოლას, სადაც გაესაუბრა მუსიკის მასწავლებელ ალან რენშოუს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ამისათვის 1000 £ გადაუხადეს, 2004 წელს დადგინდა, რომ თითოეულ სტუდენტს უნდა მიეღო დაახლოებით 200 £.

მასწავლების მხრიდან უხეში დამოკიდებულების გამო ალბომის გმირი პინკი ოცნებობს იმაზე, თუ რა მოხდება, თუკი სკოლის ყველა მოსწავლე აუჯანყდება მასწავლებლებს.

როჯერ უოტერსი: „როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, არასოდეს მიფიქრია რამე მიზეზებზე, არ მქონია ფილოსოფიური დისკუსიები ადამიანის ბუნებაზე, რას წარმოადგენს ადამიანი და რატომ...სისტემა ისეთია, რომ ინდივიდუალურობა ქრება, როდესაც 5 წლის ასაკიდან საკუთარი სურვილით გადაგამუშავებენ.“

ფილმის ვერსია

რედაქტირება

სიმღერის The Happiest Days of Our Lives პინკი წარმოიდგენს, რომ სკოლა გადამამუშავებელი ქარხნის მსგავსი რამ არის - ხორცის სატკეპნი მანქანით, სადაც მოსწავლეებს ყრიან და ჭიებად აქცევენ. დეივიდ გილმორის სოლოს მოჰყვება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ანადგურებენ მოსწავლეები სკოლას. როგორც კი სიმღერა წყდება, პინკი კვლავ კლასს და გაკვეთილს უბრუნდება.

მუსიკალური ვიდეო

რედაქტირება

ფილმამდე, სარეკლამო მიზნით ასევე გამოვიდა პრომო-ვიდეო, რომლის რეჟისორია ალან პარკერი. ამ პრომო-ფილმში გამოყენებულია ჯერალდ სკარფის ორიგინალური ანიმაციური რგოლი და განსხვავებული, უფრო თანამედროვე სკოლის კადრები, ასევე მასწავლებლის გასაბერი მარიონეტი, რომელიც ჩნდებოდა ჯგუფის კონცერტების მსვლელობისას.

საკონცერტო ვერსიები

რედაქტირება

ჯგუფი სიმღერას, მთლიან ალბომთან ერთად, ასრულებდა 1980-1981 წლების კონცერტებზე. ბავშვთა გუნდის ხმები აქ წარმოდგენილი იყო ფონოგრამის სახით. იგივე სიმღერა პინკ ფლოიდმა შეიტანა 1987-1989 წლების საკონცერტო პროგრამაში.

სიმღერა აგრეთვე სრულდებოდა 1994 წლის საკონცერტო ტურნეს The Division Bell ფარგლებში. ამ დროს სცენის წინ განლაგებული პროჟექტორები ასახავდნენ ტექსტს Hey! Teacher! უკანა ფონზე ჩნდებოდა წარწერა E=mc2 ან Enigma. გუნდის როლებს ითავსებდნენ ვოკალისტი ქალები.

როჯერ უოტერსი სიმღერას თავდაპირველად ასრულებდა 1984, 1985 და 1987 წლის ტურნეების ფარგლებში.

უოტერსის 1990 წლის შოუს The Wall Live In Berlin დროს სიმღერა შეასრულა სინდი ლოპერმა, რიკ დიფონზოსა, სნოუი უაიტის (გიტარა) და თომას დოლბის (სინთეზატორი) სოლოების თანხლებით. საკონცერტო ვერსია გამოიცა სინგლის სახით.

სიმღერა აგრეთვე სრულდებოდა როჯერ უოტერსის 1999-2002 წლების ტურნეში In The Flesh. იგი 2006-2008 წლებშიც სრულდებოდა, ტურნეს The Dark Side Of The Moon Live‏‎ ფარგლებში, სადაც როჯერ პირველად გამოიყენა ახალი მიდგომა - ყოველ ქვეყანასა თუ ქალაქში სიმღერის შესრულების დროს სცენაზე გამოჰყავდა ადგილობრივი ბავშვები, როგორც წესი - ბავშვთა სახლიდან ან სკოლიდან. იგივე ხდებოდა 2010-2013 წლების ტურნეს The Wall Live დროს - ბავშვები გამორბოდნენ სცენაზე, რიტმს აყოლილები ცეკვავდნენ და ხელებს იქნევდნენ მასწავლებლის მარიონეტის მისამართით.

2016 წელს სიმღერა მოხვდა ამერიკული კონცერტების სერიის პროგრამაშიც.

2010 წელს, ფონდის Hoping მიერ ორგანიზებულ დახურულ საქველმოქმედო საღამოზე როჯერმა და დეივიდ გილმორმა სიმღერა ერთად შეასრულეს - გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რომელიც საქველმოქმედო მიზნით გამოიყენეს. დეივიდი სიმღერას საკუთარ სოლო-კონცერტებზე არ ასრულებდა.

2010 წლის 22 ივლისს ლონდონის მეტროში ადგილოვრივმა პოლიციელებმა შემთხვევით მოკლეს ჟან შარლ დე მენეზესი, ბრაზილიელი, რომელიც შეცდომით ამოიცნეს, როგორც 2005 წელს ლონდონში აფეთქებების თანაორგანიზატორი და მონაწილე. 2011 წლის კონცერტებზე როჯერმა „Another Brick In The Wall, Part 2“-ს ბოლოს დაამატა ერთგვარი იმპროვიზაცია ტექსტით მენეზესის შესახებ - „The Ballad Of Jean Charles de Menezes“:

All in all it's just another brick in the wall
All in all you're just another brick in the wall
Just another blunder
Just another lousy call
Just another clap of thunder
And apologies ring hollow
From the guilty in Whitehall
And there's no hint of sorrow
Just the whitewash on the wall
Just one man dead
And nothing is gained
Nothing at all
And Jean Charles de Menezes remains
Just another brick in the wall

სინგლის გამოცემა

რედაქტირება

ლეიბლის თხოვნით, ჯგუფი დათანხმდა სიმღერის სინგლის სახით გამოშვებაზე (რითაც 1969 წლიდან გამეფებული პოლიტიკა დაარღვია) და, შედეგად, წარმატებული ბრიტანული ჰიტი მიიღო.

სინგლი მოხვდა ბრიტანეთის, ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, ახალი ზელანდიის, შვეიცარიისა და აშშ-ის ჩარტების პირველ პოზიციებზე.

თავად სინგლში შეტანილი ვერსია ჩვეულებრივზე უფრო მოკლეა - მისი შესავალი იწყება პირდაპირ რიტმით.

2011 წელს შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა ყუთი The Wall Singles Collection, რომელშიც შეტანილია სამი სინგლი ალბომიდან - გრამფირფიტების ფორმატში, თავდაპირველი გამოცემების დიზაინის გამოყენებით.

სინგლი აგრეთვე გამოიცემოდა სხვა წლებში. 1988 წლის პრომოდისკი გამოიცა ალბომის Delicate Sound of Thunder მხარდასაჭერად. მასში შეტანილია სამი კომპოზიცია ცოცხალი ჩანაწერების სახით. 1995 წლის პრომოსინგლი გამოიცა, როგორც ალბომის Pulse მხარდამჭერი, მხოლოდ ბრაზილიაში. მასში შეტანილია საკონცერტო ვერსია აღნიშნული ალბომიდან. 2005 წელს მხოლოდ აშშ-ში გამოიცა ალბომის Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81 პრომოსინგლი. ორივე მხარეზე შეტანილია საკონცერტო ვერსია აღნიშნული ალბომიდან.

1990 წელს გამოვიდა პრომოსინგლი როჯერ უოტერსის საკონცერტო ალბომიდან The Wall – Live in Berlin. მასში შეტანილია სიმღერები ამ ალბომიდან და ნომრის „Run Like Hell“ დამატებითი მიქსი - Run Like Hell (Potzdamer Mix).

  • სინგლის ვერსიის ხანგრძლივობაა 3 წუთი და 11 წამი.
  • 1981 წლის კომპილაციაში A Collection of Great Dance Songs წარმოდგენილია ვერსია, რომლის ხანგრძლივობაა 3 წუთი და 11 წამი.
  • ვერსიებში ალბომებიდან Delicate Sound of Thunder და P*U*L*S*E ჟღერს როგორც გილმორის მთავარი სოლო, ასევე დამატებითი სოლოები, შესრულებული ტიმ რენუიკის მიერ. ამას თან ახლავს ბას-გიტარისტ გაი პრეტის პარტიაც. ალბომზე Delicate Sound of Thunder ბავშვების გუნდის ხმები ჟღერს ფონოგრამიდან, ხოლო ალბომზე P*U*L*S*E ამის გარდა, დამატებითი ვოკალისტების ხმებიც გაისმის.
  • ალბომში Is there anybody out there? The Wall Live 1980-1981 (რომელშიც შეტანილია ერლს კორტის 1980-1981 წლების კონცერტების ჩანაწერები) ჟღერს სნოუი უაიტის და რიჩარდ რაიტის ვრცელი სოლოები.
  • 1990 წელს ალბომამდე The Wall Live in Berlin გამოვიდა პრომო-დისკი (Mercury CSK 2126) ამ სიმღერის ვერსიით, რომელიც მხოლოდ როჯერ უოტერსის და ბავშვების ვოკალს შეიცავს. იგი ჩაიწერა უოტერსის მხარდამჭერ ბენდთან Bleeding Heart Band ერთად.
  • ფილმში The Wall Live in Berlin ამ სიმღერას ასრულებს სინდი ლოუპერი. რიკ დიფონზო უკრავს ორიგინალურ სოლოს, სნოუი უაიტი - დამატებით სოლოს, პიტერ ვუდი - ორგანის სოლოს, ხოლო თომას დოლბი - სინთეზატორზე.
  • კომპილაციაში Echoes: The Best of Pink Floyd ერთად შეტანილია The Happiest Days of Our Lives და სიმღერის ეს ნაწილი.

ალბომის პინკი ყველასგან იზოლირებას განიზრახავს, გაუსვამს რა ხაზს იმას, რომ ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა, მხოლოდ აგურები იყო. კედელი დასრულებულია და მხოლოდ ერთი აგური აკლია.

როჯერ უოტერსი:

Don't Leave Me Now-ს დასასრულს იგი დარჩენილია ოთახში, ტელევიზორით, რომელსაც სიმბოლურად ამსხვრევს. მერე კი იგი, იმ ძალადობის შემდეგ, უკეთ არის, ამიტომ მღერის "თქვენ იყავით მხოლოდ აგურები კედელში". არავინ სურს, ამიტომ თავს დაარწმუნებს, რომ იზოლირება უნდა. სულ ეს არის.

სიმღერის სამუშაო სახელწოდება იყო „Brick 3: Drugs“.

საკონცერტო ვერსიები

რედაქტირება

კონცერტებზე ამ ნომრის შემდეგ სრულდებოდა კიდევ ერთი, „The Last Few Bricks“, იმპროვიზაციის სახით, რომელშიც გამოყენებული იყო თემები ალბომის პირველი ნახევრიდან - რათა ტექნიკურ პერსონალს მოესწრო კედლის აშენება. ვრცელ იმპროვიზაციაში შედიოდა მოტივები შემდეგი სიმღერებიდან - „The Happiest Days Of Our Lives“, „Don't Leave Me Now“, „Young Lust“, „Empty Spaces“/„What Shall We Do Now?“. ეს იმპროვიზაცია არ არის შეტანილი ალბომში და წარმოდგენილი იყო მხოლოდ ჯგუფის და როჯერ უოტერსის კონცერტებზე (აგრეთვე The Wall-ის 2010-2013 წლის ტურნეში).

ფილმის ვერსია

რედაქტირება

ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ სიმღერას ახლავს ფილმის პირველი ნახევრის ნაწყვეტები, თუმცა აგრეთვე ჩანს სცენები №-დან, რომელიც არ შეიტანეს ამ ფილმში. პინკი აგრეთვე ამსხვრევს თავის ტელევიზორებს. არსებობს ვერსია, რომ სიდ ბარეტის სახლში 1970-იანებში იდგა ხუთი ტელევიზორი, საიდანაც სამი მუდმივად იყო ჩართული.

  1. 'Wall' a perfect mix of rock, film. The State News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი 2003. ციტირების თარიღი: 11 May 2011.
  2. Counting out time Pink Floyd the wall – song was banned in South Africa in 1980. Dprp.net (30 November 1979). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 11 May 2011.
  3. Whitburn, Joel (2004). Hot Dance/Disco: 1974–2003. Record Research, გვ. 203. 
  4. (UPI) "South Africa Bans Floyd's 'The Wall'" The New York Times 15 July 1980: C6