Time (პინკ ფლოიდის სიმღერა)

პინკ ფლოიდის სიმღერა

Time“ (ქართ. დრო) — მეოთხე სიმღერა[1] ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1973 წლის ალბომიდან The Dark Side of the Moon. ეს არის ერთადერთი სიმღერა ალბომზე, რომლის ავტორად ჯგუფის ოთხივე წევრია დასახელებული. სიმღერა ცნობილია საათებისა და მაღვიძარების რეკვის ხმით, რომელიც ალან პარსონსმა ჩაწერა არა სპეციალურად ალბომისთვის, არამედ კვადროფონიის ტესტირების მიზნით.

„Time“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Dark Side of the Moon
B-მხარე Us and Them (შემოკლებული ვერსია)
გამოსვლის თარიღი 1973
ჩაიწერა ივნისი 1972 - იანვარი 1973
ჟანრი პროგრესული როკი, მძიმე როკი
ხანგრძლივობა 7:05
5:56 (Breathe Reprise-ს გარეშე)
3:33 (სინგლის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records, EMI (ბრიტანეთი)
Harvest Records, Capitol (აშშ)
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Money“
(1973)
Time
(1973)
„Have a Cigar“
(1975)
The Dark Side of the Moon — სიმღერების სია
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

სიმღერაში აღწერილია თუ როგორ სწრაფად გარბის დრო ასაკის მატებასთან ერთად, რასაც სიბერეში ადამიანი ხშირად მიჰყავს სასოწარკვეთილებამდე, წარსულის გამოუყენებელი შესაძლებლობების გამო.

კომპოზიცია

რედაქტირება

საათების რეკვის ხმა ჩაწერეს ანტიკვარიატის მაღაზიაში. მას მოჰყვება ნიკ მეისონის პერკუსიის ორწუთიანი პასაჟი, რომელსაც გასდევს როჯერ უოტერსის მიერ ბასზე იმიტირებული საათის წიკწიკის ხმა. სტროფებს მღერის დეივიდ გილმორი, მისამღერებს კი რიჩარდ რაიტი. დამატებით ვოკალს კი ქალი მომღერლები ასრულებენ. სიმღერის ტექსტი დაკავშირებულია უოტერსის მიერ იმის შეცნობასთან, რომ ცხოვრების აზრი არა მომავლისთვის მზადებაშია, არამედ საკუთარი ბედისწერის წარმართვაში.

სიმღერა ხანგრძლივობით მეორეა ალბომზე[2], Us and Them-ის შემდეგ. ის ცნობილია გილმორის გიტარის სოლოს გამო, რომელსაც ხშირად ასახელებენ მის ერთ-ერთ საუკეთესო სოლოდ.

Breathe (Reprise)“ არის სიმღერის „Breathe“ რეპრიზა. ალბომის ჩაწერის პერიოდში მას ეწოდებოდა Home Again.

სიმღერის დასრულების შემდეგ მონოტონურად და გადაბმულად ჟღერს ერთადერთი ნოტი, რომელსაც მოჰყვება „The Great Gig in the Sky“.

ჯგუფის 2005 წელს გაერთიანებისას, კონცერტზე Live 8, Breathe და Breathe (Reprise) შესრულდა ერთად. საგულისხმოა, რომ Breathe (Reprise) ასევე შეტანილია კრებულში Echoes: The Best of Pink Floyd, თუმცა მისი ტექსტი ალბომის ბუკლეტზე წარმოდგენილი არ არის.

პერსონალი

რედაქტირება

პოპ კულტურა

რედაქტირება
  • სიმღერის შესავალი გამოყენებულია სერიალ Life on Mars-ის ტრეილერებში.
  • 1995 წლის 3-11 თებერვალს სიმღერის შესავალი გამოყენებული იყო კოსმიური მისიის STS-69-ს ეკიპაჟის წევრების გასაღვიძებლად.

ალტერნატიული და საკონცერტო ვერსიები

რედაქტირება
  • სიმღერის ცოცხალი ვერსიის მოსმენა შესაძლებელია P•U•L•S•E-ის DVD-სა და CD-ზე.
  • სიმღერა აგრეთვე შესულია Delicate Sound of Thunder-ის აუდიო და ვიდეო გამოცემებზე. ეს ვერსია არ შეიცავს Breathe (Reprise)-ს.
  • როჯერ უოტერსის სოლო ტურის DVD-სა და CD-ზე In the Flesh: Live შესულია სიმღერის ვერსია, რომელსაც ასრულებენ უოტერსი, დოილ ბრემოლ II და ჯონ კერინი.
  • რიკ რაიტთან ერთად შესრულებული სიმღერა შესულია დეივიდ გილმორის DVD-ზე Remember That Night და Live in Gdansk-ის CD-ზე.

ქავერ ვერსიები

რედაქტირება
  • მელისა ქუეიდის მიერ შესრულებული ვერსია შესულია 2002 წლის ტრიბუტ ალბომზე Echoes of Pink.
  • 2003 წლის ტრიბუტ ალბომზე A Fair Forgery of Pink Floyd შესულია სიმღერის ვერსია კელსი ვუდის შესრულებით (რომელიც ალბომის გამოცემის დროს 14 წლის იყო).
  • Dream Theater-მა შეასრულა ეს სიმღერა 2006 წელს მთლიან The Dark Side of the Moon-თან ერთად.
  • არსებობს სიმღერის რეგი-ვერსიაც, რომელსაც ასრულებს ჯგუფი Easy Stars All-Stars.
  • Weezer-ი ასრულებდა ამ სიმღერას 2008 წლის ტურნეზე.
  1. სიმღერის ნომერი დამოკიდებულია ალბომის გამოცემაზე. ზოგ გამოცემაში გაერთიანებულია კომპოზიციები Speak to Me და Breathe.
  2. Breathe-ის რეპრიზის ჩათვლით. ამ სიმღერის გამოკლებით Time-ის ხანგრძლივობა მცირდება 5:56-მდე და ხდება სიგრძით მესამე სიმღერა ალბომზე (Money-ს შემდეგ)