რიჩარდ რაიტი
რიჩარდ უილიამ რაიტი (ინგლ. Richard William Wright; დ. 28 ივლისი, 1943, ჰეტჩ-ენდი, ლონდონი — გ. 15 სექტემბერი, 2008) — თვითნასწავლი კლავიშისტი, რომელიც ცნობილი გახდა მოღვაწეობით ჯგუფ პინკ ფლოიდში. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ისეთი ცნობილი სიმღერების ავტორი, როგორც მისი კოლეგები, სიდ ბარეტი, როჯერ უოტერსი ან დეივიდ გილმორი, სწორედ მან დაწერა ჯგუფის კლასიკური ალბომების, Meddle, Dark Side of the Moon და Wish You Were Here მელოდიების დიდი ნაწილი, ასევე პინკ ფლოიდის უკანასკნელი სტუდიური დისკის The Division Bell სიმღერები. რაიტის განსაკუთრებული ჟღერადობა პინკ ფლოიდის დამახასიათებელი ნიშანია. ასევე საგულისხმოა მისი ვოკალური პარტიებიც.
რიჩარდ რაიტი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | რიჩარდ უილიამ რაიტი |
დაბ. თარიღი | 28 ივლისი, 1943[1] |
დაბ. ადგილი | ლონდონი, დიდი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო[2] |
წარმოშობა | ჰეტჩ-ენდი, ლონდონი, ინგლისი |
გარდ. თარიღი | 15 სექტემბერი, 2008 (65 წლის) |
გარდ. ადგილი | ლონდონი, დიდი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1962[3]–2008 |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | rickwright.com |
რიჩარდ რაიტი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპინკ ფლოიდში
რედაქტირებარაიტი სწავლობდა ჰედერბეშერის ბიჭების სკოლაში და რეჯენტ სტრიტის პოლიტექნიკურ არქიტექტურულ კოლეჯში, სადაც მან გაიცნო როჯერ უოტერსი და ნიკ მეისონი. რაიტი იყო პინკ ფლოიდის ერთ-ერთი პირველი წევრი და უკრავდა იმ პროექტებშიც, რომლებიც პინკ ფლოიდამდე არსებობდნენ - Sigma 6 და The (Screaming) Abdabs.
პინკ ფლოიდის არსებობის პირველ წლებში რაიტის წვლილი აღსანიშნავია იმით, რომ მისი ორგანისა და ვოკალის ჟღერადობა პირველ პლანზეა წამოწეული, ისევე, როგორც სიდ ბარეტის გიტარა და ტექსტები. პინკ ფლოიდისათვის დაწერილი რაიტის ადრინდელი სიმღერებია „Remember a Day“, „Paintbox“ და „It Would Be So Nice“. თავისთავად, ჯგუფის განვითარებასთან ერთად, რაიტი სულ უფრო დაინტერესებული იყო საკუთარი სიმღერების შექმნით, აქტიურად მონაწილეობდა ყველაზე ცნობილი სიმღერებისა თუ ინსტრუმენტული ნომრების კომპოზიციური სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. ასეთი ნამუშევრების ნათელი მაგალითებია „Interstellar Overdrive“, „A Saucerful of Secrets“, „Careful with That Axe, Eugene“ და „One Of These Days“. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფილმებისათვის ჩაწერილი მუსიკალური ალბომები More, Zabriskie Point და Obscured by Clouds ჩაწერაში. ჯგუფის კომერციულად წარმატებული ალბომების სიმღერებიდან ყველაზე ცნობილია „The Great Gig in the Sky“ და „Us and Them“, 1973 წლის ალბომიდან The Dark Side of the Moon.
ჯგუფის ალბომის Animals ჩაწერისას რაიტს საკუთარი იდეებიც გაუჩნდა, თუმცა, იმის გამო, რომ როჯერ უოტერსის მიერ იგი ძალიან შეზღუდული იყო და არაფერი დაუწერია ალბომისთვის, ყველა საკუთარი იდეა სოლო ალბომის Wet Dream შექმნისას გამოიყენა. პირადი და როჯერ უოტერსთან წარმოქმნილი პრობლემების გამო, რაიტმა არ იმუშავა ალბომზე The Wall, რის გამოც უოტერსმა იგი ჯგუფიდან გააგდო. მიუხედავად ამისა, რაიტი უკრავდა ამ ალბომის მხარდამჭერ 1980 და 1981 წლის ტურებზე და ჯგუფის ერთადერთი წევრი იყო, რომელმაც რამე სარგებელი ნახა ამ ტურიდან, რადგანაც ოფიციალურად იჯდა ხელფასზე და არა მცირე ჰონორარზე.
1984 წელს მან, ჯგუფის Fashion წევრთან, დეივ ჰარისთან ერთად, ჩამოაყალიბა დროებითი პროექტი Zee და ჩაწერა ალბომი Identity, რომელიც კომერციულად წარუმატებელი იყო.
1986 წელს იგი დაბრუნდა დეივიდ გილმორის ლიდერობით აღდგენილ პინკ ფლოიდში, მაგრამ მხოლოდ დაქირავებული მუსიკოსის სახით. მან მცირე წვლილი შეიტანა ალბომში A Momentary Lapse of Reason, უკრავდა მისი გამოცემის შემდეგ ჩატარებული სამწლიანი ტურის მსვლელობისას. 1994 წელს იგი ოფიციალურად დაბრუნდა ჯგუფში და აღდგენილი იქნა, როგორც სრულუფლებიანი წევრი. მან აქტიურად იმუშავა ჯგუფის უკანასკნელ სტუდიურ ალბომზე The Division Bell და ასევე უკრავდა მსოფლიო ტურის მსვლელობისას. აღსანიშნავია, რომ იგი ჯგუფის ის წევრია, რომელსაც დაუკრავს პინკ ფლოიდის ყველა კონცერტზე.
უკანასკნელი წლები
რედაქტირება1996 წელს, ალბომის The Division Bell წარმატებითა და მასში შეტანილი წვლილით შთაგონებულმა რაიტმა გამოსცა მესამე (ზოგიერთი თვლის, რომ მეორე) სოლო-ალბომი Broken China. ამ ალბომზე მასთან ერთად მუშაობდნენ შინეიდ ო’კონორი, პინო პალადინო (ბას გიტარა), მანუ კატჩე (დასარტყმელი საკრავები), დომინიკ მილერი (გიტარა) და ტიმ რენუიკი (რომელიც უკვე ცნობილი იყო პინკ ფლოიდთან თანამშრომლობით). ეს ალბომი უფრო ჩამოყალიბებული და თამამი განაცხადი იყო, ვიდრე Wet Dream და აღსანიშნავი იყო რაიტის მიერ კომპიუტერული ტექნოლოგიით დაინტერესებით. ალბომის ჩაწერაში მას ხელი შეუწყო ტექსტების ავტორმა ენტონი მურმა, რომელმაც უკვე იმუშავა პინკ ფლოიდთან.
2005 წლის 2 ივლისს, რაიტი შეუერთდა გილმორს, მეისონსა და უოტერსს, საქველმოქმედო აქციის Live 8 ფარგლებში. 1981 წლის შემდეგ ეს იყო მისი პირველი კონცერტი, რომელზეც მან უოტერსთან ერთად დაუკრა. მოგვიანებით, იმავე წლის ნოემბერში, ჯგუფი დააჯილდოვეს ბრიტანული მუსიკის დიდების დარბაზის სპეციალური პრიზით, თუმცა რაიტი ცერემონიაზე არ იმყოფებოდა, რადგანაც კატარაქტის ოპერაციას იკეთებდა, თუმცა ცერემონიის დროს ეკრანზე გამოჩენილმა უოტერსმა განაცხადა, რომ რიკი უბრალოდ დასახლდა რომში, უოტერსთან ერთად, ერთ სახლში (რაც ალბათ ხუმრობა იყო).
რაიტმა მნიშვნელოვანი წილი შეიტანა დეივიდ გილმორის მესამე სოლო-ალბომში On an Island, მასთან ერთად დაუკრა მთლიანი ტურის განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საკონცერტო პროგრამაში შეტანილი იქნა Echoes - სრული სახით. საგულისხმოა, რომ Echoes უკვე სრულდებოდა 1987 წელს, პინკ ფლოიდის მიერ, თუმცა ჯგუფი შესრულებით კმაყოფილი არ იყო. დეივიდის ტურნეზე რაიტი აგრეთვე ასრულებდა მთავარ ვოკალურ პარტიებს სიმღერებში Arnold Layne და Comfortably Numb. პირველად სრულდებოდა Wearing the Inside Out, რაიტის სიმღერა ალბომიდან The Division Bell. პარალელურად, უოტერსმა შესთავაზა რაიტს გამოსვლა რამდენიმე კონცერტზე, მისი სოლო ტურის The Dark Side of the Moon Live ფარგლებში, მაგრამ რაიტმა ამაზე უარი განაცხადა.
2006 წლის 4 ივლისს რაიტი, გილმორი და მეისონი ფილმის P*U*L*S*E DVD ვერსიის პრეზენტაციას დაესწრნენ. ამ პრეზენტაციაზე რაიტმა განაცხადა, რომ იგი ყოველთვის მზად არის, დაუკრას გილმორთან, მაგრამ აღარ სურს პინკ ფლოიდის საკონცერტო ტურები, რადგანაც ეს დამღლელი სამუშაოა. 2007 წლის ინტერვიუებში მან ახსენა, რომ ჯგუფის წევრების მსოფლმხედველობა საკმაოდ განსხვავდება და რთულია კვლავაც ერთად მუშაობა.
2008 წლის 15 სექტემბერს რიჩარდი გარდაიცვალა. როგორც მისმა ოჯახის წევრებმა განაცხადეს, მიზეზი იყო მოულოდნელად განვითარებული კიბო.
ჯგუფის ყველა წევრისგან რაიტი გამოირჩეოდა მშვიდი ხასიათით. მას არ უყვარდა ინტერვიუები და იშვიათად საუბრობდა პრესასთან.
გარდაცვალება
რედაქტირებარაიტის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა კიბო.[4][5] იგი 65 წლის იყო. გარდაცვალებამდე იგი მუშაობდა ინსტრუმენტული კომპოზიციების ალბომზე, რომელიც უნდა ყოფილიყო მისი მეოთხე სტუდიური დისკი.[6] რიჩარდის ქონება შეფასდა 23.7 მილიონ ფუნტად.[7]
მუსიკოსების რეაქცია გარდაცვალებაზე
რედაქტირებადეივიდ გილმორმა საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა შემდეგი მიმართვა:
როჯერ უოტერსის ოფიციალური საიტი შეცვლილი იქნა 15 სექტემბერს საღამოს. მასზე განთავსდა შავ ფონზე განლაგებული უამრავი სანთლის გამოსახულება.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაპირველი მეუღლისგან, ჯულიეტ გეილისგან რაიტს ჰყავს ორი შვილი (გეილს იგი გაეყარა 1982 წელს). მეორედ იგი დაქორწინდა 1984 წელს და თავის მეუღლეს, ფრანკას, 1994 წელს გაეყარა.
მესამე მეუღლესთან, მილისთან, რაიტი დაქორწინდა 1996 წელს. სწორედ მილის მიეძღვნა ალბომი Broken China, რომელშიც გამოყენებულია სიუჟეტები მილის პირადი ცხოვრებიდან. მილისა და რიჩარდს ჰყავთ ვაჟი ბენი.
გავლენა
რედაქტირებარაიტის მუსიკალური სტილი განიცდის ჯაზისა და ნეოკლასიკური მუსიკის გავლენას. მას ახასიათებს ბლუზისა და ხალხური მუსიკის მსგავსი ჰარმონიები. კლავიშებიანი საკრავებიდან მას უფრო მეტად მოსწონს ორგანი და სინთეზატორი. უფრო ხშირად იგი იყენებს სინთეზატორს Kurzweil.
საკრავები
რედაქტირებაალბომების მიხედვით
რედაქტირებაჩანაწერი/კონცერტი | ინსტრუმენტები |
„Arnold Layne“
„See Emily Play“ Tonite Let's All Make Love in London...Plus The Piper at the Gates of Dawn |
Farfisa Combo-Compact (ორგანი),
აკუსტიკური ფორტეპიანო, ჩელესტა (მხოლოდ ალბომზე The Piper at the Gates of Dawn) |
„Apples and Oranges“
„It Would Be So Nice“ „Point Me at the Sky“ A Saucerful of Secrets |
Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი),
Hammond M-102 Spinet (ორგანი), აკუსტიკური ფორტეპიანო, მელოტრონი M400 სერია II, ვიბრაფონი |
More | Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი),
Hammond M-102 Spinet (ორგანი), აკუსტიკური ფორტეპიანო, ვიბრაფონი |
Ummagumma | Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი),
Hammond M-102 Spinet (ორგანი), აკუსტიკური საკონცერტო ფორტეპიანო, მელოტრონი M400 სერია II |
The Man and the Journey | Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი),
Hammond M-102 Spinet (ორგანი), აკუსტიკური ფორტეპიანო, ტრომბონი, ჩელესტა |
Atom Heart Mother | Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი),
Hammond M-102 Spinet (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 145, Steinway & Sons Baby Grand Piano, მელოტრონი M400 II |
Meddle | Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი),
Hammond M-102 Spinet (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 145, აკუსტიკური საკონცერტო ფორტეპიანოთი და გამაძლიერებლით Leslie 145, სინტეზატორი EMS VCS3 (Putney) |
Pink Floyd Live at Pompeii | Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი),
Hammond M-102 Spinet (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 145, Steinway & Sons Baby - კლასიკური საკონცერტო ფორტეპიანო |
Obscured by Clouds | Hammond M-102 Spinet (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 145,
Fender Rhodes Suitcase 73/88 სერია I - ელექტრონული ფორტეპიანო, სინთეზატორი EMS VCS3 (Putney), სინთეზატორი EMS VCS3 Synthi A (Portabella), სიმებიანი ანსამბლის ემულატორი ARP Solina (მოდელი IV) |
The Dark Side of the Moon | Hammond RT-3 გამაძლიერებლით Leslie 122,
ელექტრონული ფორტეპიანო Wurlitzer EP-200, სინთეზატორი EMS VCS3 AKS, სინტეზატორი EMS VCS3 Synthi A (Portabella) (არ გამოიყენებოდა ტურნეში), Steinway & Sons Baby კლასიკური საკონცერტო ფორტეპიანო, MOOG Minimoog Synthesizer, ელექტრონული ფორტეპიანო Fender Rhodes Stage 73/88 სერია I (არ გამოიყენებოდა ტურნეში), Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი) (არ გამოიყენებოდა ტურნეში), გიტარის სინთეზატორი EMS Synthi Hi-Fli (ტურნეში) |
Wish You Were Here
ევროპული და ამერიკული ტურნეები (1974-1975) ფესტივალი Knebworth '75 |
ორგანი Hammond C-3 /გამაძლიერებლით Leslie 122
სინთეზატორი MOOG Minimoog ARP Solina String Ensemble (Model V) სინთეზატორი Wurlitzer EP-200 ელექტრონული ფორტეპიანო EMS VCS3 Synthi AKS სინთეზატორი EMS VCS3 Synthi A (‘Portabella’) სინთეზატორი (არ გამოიყენებოდა ტურნეში) Hohner კლავინეტი D6 EMS Synthi Hi-Fli გიტარის სინთეზატორი Steinway & Sons Baby კლასიკური როიალი MOOG Taurus II Footpedal სინთეზატორი |
Animals
In the Flesh (ჯგუფის ტურნე) |
Hammond B-3 (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 122,
ელექტრონული ფორტეპიანო Rhodes Suitcase 73/88 სერია I, სინთეზატორი MOOG Minimoog (მოდელი D), სიმებიანი ანსამბლის ემულატორი ARP Solina (მოდელი V), საკონცერტო ფორტეპიანო Yamaha C-7 Baby, კლავინეტი Hohner D6, სინთეზატორი Korg VC-10 Vocoder (არ გამოიყენებოდა ტურნეში), სინთეზატორი EMS VCS3 Synthi AKS (არ გამოიყენებოდა ტურნეში) |
Wet Dream | ელექტრონული ფორტეპიანო Fender Rhodes Suitcase 73/88 სერია I,
Hammond B-3 (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 122, ოთხხმიანი პოლიფონიური სინთეზატორი Oberheim, სიმებიანი ემულატორი ARP Solina, აკუსტიკური საკონცერტო ფორტეპიანო Yamaha C-7, კლავინეტი Hohner D6 |
The Wall | Hammond B-3 & C-3 (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 122,
სინთეზატორი SCI Prophet V, საკონცერტო ფორტეპიანო Yamaha C-7 Acoustic Baby, ელექტრონული ფორტეპიანო Rhodes Stage 73/88 სერია I, აკორდეონი Farfisa |
The Wall (ტურნე) | Hammond C-3 (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 122,
სინთეზატორი SCI Prophet V, ელექტრონული ფორტეპიანო Yamaha CP-70, სინთეზატორი ARP Quadra, აკორდეონი Farfisa |
Identity (Zee) | სინთეზატორი/სემპლერი Fairlight CMI - სერია 2 |
A Momentary Lapse of Reason | ციფრული/ანალოგური სინთეზატორი Roland Super JX (JX-10),
Kurzweil სინთეზატორი/სემპლერი K250, Hammond B-3 & C-3 (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 122, MIDI კონტროლერი Kurzweil, სინთეზატორი Roland Vocoder VP-330 Plus |
A Momentary Lapse of Reason (ტურნე)
კონცერტი ნებუორთში (1990) |
Roland JX-10 (Super JX) ციფრული/ანალოგური სინთეზატორი,
Hammond B-3 (ორგანი) & Leslie 122, MIDI კონტროლერი Kurzweil, ციფრული სინთეზატორი Kurzweil K2000 |
The Division Bell | ციფრული სინთეზატორი Kurzweil K2000,
Hammond C-3 (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 122, ელექტრონული ფორტეპიანო Rhodes Suitcase 73/88 სერია I, საკონცერტო ფორტეპიანო Steinway & Sons |
The Division Bell (ტურნე)
Pulse (ალბომი და ვიდეო) |
Hammond B-3 (ორგანი) და Leslie 122,
ციფრული სინთეზატორები Kurzweil K2000/K2000VP და MIDI კონტროლერი K2000RS Kurzweil, სინთეზატორი EMS VCS3 Synthi AKS |
Broken China | Kurzweil K2000/ MIDI კონტროლერი Kurzweil,
პორტატული Hammond XB-5 (ორგანი), ელექტრონული ფორტეპიანო Rhodes Suitcase 73/88 სერია I, ციფრული სემპლერი AKAI S1100, E-mu Proteus/2 (ორკესტრის ემულატორი) სემპლების დაკვრის მოდული |
წლების მიხედვით
რედაქტირებამოდელი | ტიპი | პერიოდი |
---|---|---|
Farfisa Combo-Compact | ორგანი | 1964-1968, პინკ ფლოიდის პირველი წლები, ალბომამდე A Saucerful of Secrets |
Farfisa Compact Duo | ორგანი | 1968-1973, ალბომიდან A Saucerful of Secrets - დაახლოებით Any Colour You Like-ის ჩათვლით |
M400 Mark II | მელოტრონი | 1968-1971, A Saucerful of Secrets, Ummagumma და Atom Heart Mother |
Yamaha C-7 | აკუსტიკური საკონცერტო ფორტეპიანო | 1968-1979, პირველი ალბომებიდან 1970-იანების ჩათვლით |
Hammond M-102 Spinet | ორგანი | 1968-1972, ალბომიდან A Saucerful of Secrets - Obscured by Clouds-ამდე |
Harmonium | სინთეზატორი | 1970-1982, The Madcap Laughs, Barrett, Meddle და Obscured by Clouds |
Steinway & Sons Baby | კლასიკური საკონცერტო ფორტეპიანო | 1971-დან, Pink Floyd Live at Pompeii, The Dark Side of the Moon და შემდგომ ალბომებზე |
EMS VCS3 Putney | სინთეზატორი | 1971, Meddle |
Fender Rhodes Stage 73/88 Mark I | ელექტრონული ფორტეპიანო | 1972-1973, Obscured by Clouds, The Dark Side of the Moon |
Hammond RT-3 | ორგანი | 1972-1973, Any Colour You Like-ის ჩაწერისას |
ARP Solina | სინთეზატორი | 1972-1977, სიმებიანი ანსამბლის იმიტაციით, Obscured by Clouds, Wish You Were Here, Animals |
Wurlitzer EP-200 | ელექტრონული ფორტეპიანო | 1973-1975, The Dark Side of the Moon და Wish You Were Here |
Minimoog | სინთეზატორი | 1973-1977, The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals |
EMS Synthi Hi-Fli | გიტარის სინთეზატორი | 1973-1977, ტურნე The Dark Side of the Moon და ალბომი Wish You Were Here |
Hammond B-3/C-3 | ორგანი | 1973-1994, ალბომიდან Wish You Were Here - The Division Bell-ამდე |
EMS VCS3 Synthi AKS | სინთეზატორი | 1973-1994, The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და Pulse |
Hohner D6 | კლავინეტი | 1975-1978, Wish You Were Here, Animals და Wet Dream |
Korg VC-10 | სინთეზატორი | 1976-1977, Animals |
Rhodes Suitcase 73/88, პირველი სერია | ელექტრონული ფორტეპიანო | 1976-, Animals, The Wall და სხვები |
Oberheim Four-Voice | სინთეზატორი | 1978, Wet Dream |
SCI Prophet V | სინთეზატორი | 1979-1981, The Wall და მისი ტურნე |
ARP Quadra/Odyssey, მესამე სერია | სინთეზატორი | 1980-1981, The Wall (ტურნე) |
Yamaha CP-70 | ელექტრონული საკონცერტო ფორტეპიანო | 1980-1981, The Wall (ტურნე) |
Fairlight CMI, სერია 2 | სინთეზატორი/სემპლერი | 1984, Identity (Zee) |
Roland VP-330 Plus | სინთეზატორი | 1986-1987, A Momentary Lapse of Reason |
Roland Super JX (JX-10) | სინთეზატორი | 1986-1989, A Momentary Lapse of Reason და მისი ტურნე |
Kurzweil K250 | სინთეზატორი/სემპლერი | 1986-1990, A Momentary Lapse of Reason, Knebworth '90 |
Kurzweil MIDIBoard | MIDI კონტროლერი | 1987 წლიდან, A Momentary Lapse of Reason ტურნე The Division Bell, Broken China |
Kurzweil K2000 Digital | სინთეზატორი/სემპლერი | 1993-, The Division Bell, Broken China |
Kurzweil K2000VP Digital | სინთეზატორი/სემპლერი | 1994, ტურნე The Division Bell |
AKAI S1100 | ციფრული სემპლერი | 1996 წლიდან, Broken China |
E-mu Proteus/2 (ორკესტრული) | სემპლების დაკვრის მოდული | 1996 წლიდან, Broken China |
Hammond XB-5 | პორტატული ციფრული ორმაგი ორგანი | 1996 წლიდან, Broken China |
სახლის სტუდიის ტექნიკა
რედაქტირებამოდელი | ტიპი |
---|---|
Kurzweil K2000 / MIDI კონტროლერი Kurzweil | ციფრული სინთეზატორი |
Hammond XB-5 | ორმაგი ციფრული პორტატული ორგანი |
Rhodes Suitcase 73/88 სერია I | ელექტრონული ფორტეპიანო |
AKAI S1100 | ციფრული სემპლერი |
E-mu Proteus/2 (ორკესტრული) | მოდული, სემპლების საკრავი |
Alesis D4 | დრამ-მანქანა |
Mackie 24+8 | მრავალარხიანი მიმღები |
Apple Mac Performa 475/Steinberg Cubase | კომპიუტერი და პროგრამა-სეკვენსერი |
Otari Radar | მყარ დისკზე 24 არხიანი ჩამწერი |
Tascam DA-30 | DAT ფორმატის ჩამწერი |
Yamaha SPX990 | 20 ბიტიანი მულტიეფექტის პროცესორი |
Lexicon LXP-5 | მულტიეფექტების გენერატორი |
MXR (M-113)/(M-129) | ციფრული შეყოვნების ეფექტი და ტონალობის შემცვლელი |
Yamaha REV7 | ციფრული ექოს ეფექტი |
Studer Ampli VSP | დიაპაზონის შემცვლელი |
Drawmer DL241 | ორ არხიანი ავტო-კომპრესორი |
Urei 1176 | მონო კომპრესორი/შემზღუდველი |
Neumann U87 | მიკროფონი |
ATC SCM-16 | აკუსტიკური სისტემა |
პინკ ფლოიდის სიმღერები რიჩარდ რაიტის წამყვანი ვოკალით
რედაქტირება- Astronomy Domine, სიდ ბარეტთან ერთად (1967)
- Matilda Mother, სიდ ბარეტთან ერთად (1967)
- Paintbox (1967)
- It Would Be So Nice (1968)
- Let There Be More Light, დეივიდ გილმორთან და როჯერ უოტერსთან ერთად (1968)
- Remember a Day (1968)
- Corporal Clegg, დეივიდ გილმორთან და ნიკ მეისონთან ერთად. (1968)
- See-Saw (1968)
- Crumbling Land, დეივიდ გილმორთან ერთად (1970)
- Summer '68 (1970)
- Echoes, დეივიდ გილმორთან ერთად (1971)
- Burning Bridges, დეივიდ გილმორთან ერთად (1972)
- Stay (1972)
- Time, დეივიდ გილმორთან ერთად (1973)
- Us and Them, დეივიდ გილმორთან ერთად (1973)
- Wearing the Inside Out (1994)
დისკოგრაფია
რედაქტირებაპინკ ფლოიდთან ერთად ჩაწერილი ალბომების შესახებ წაიკითხეთ სტატია პინკ ფლოიდის დისკოგრაფია.
სოლო ალბომები
რედაქტირებაპროექტი Zee
რედაქტირებადეივიდ გილმორთან ერთად
რედაქტირება- David Gilmour in Concert (DVD) - ოქტომბერი, 2002
- On an Island - 6 მარტი, 2006
- Remember That Night (DVD) - სექტემბერი, 2007
- Live in Gdańsk (კომპაქტ დისკი/DVD) - სექტემბერი, 2008
სიდ ბარეტთან ერთად
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მეისონი, ნიკ (2004). Inside Out : A personal history of Pink Floyd. Orion. ISBN 978-0-297-84387-0.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Povey 2007, p. 14.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #134561430 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ მეისონი 2004, p. 17.
- ↑ Selva, Meera (15 September 2008). „Pink Floyd member Richard Wright dies age 65“. Associated Press. ციტირების თარიღი: 2008-09-15.
- ↑ „Floyd founder Wright dies at 65“. BBC News Website. BBC. 2008-09-15. ციტირების თარიღი: 2008-09-15.
- ↑ Obituary: Richard Wright - The Guardian, 16/09/2008.
- ↑ Leach, Ben (30 September 2009). „Pink Floyd star leaves nothing in will to his three wives“. The Daily Telegraph. London. ციტირების თარიღი: 22 May 2010.