Obscured by Clouds
Obscured by Clouds (ქართ. ღრუბლებით დაფარული) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომი, რომელიც წარმოადგენს მუსიკას ფრანგული ფილმისათვის La Vallée. ფილმის რეჟისორი არის ბარბეტ შროდერი. იგი კმაყოფილი იყო მისი ფილმისათვის ჯგუფის მიერ შექმნილი წინა ნამუშევრით, More და ამჯერადაც, ავანსის გადახდის შემდეგ, პინკ ფლოიდმა ჩაწერა რამდენიმე სიმღერა, რომელიც შროდერმა ფილმში გამოიყენა.
Obscured by Clouds | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი / საუნდტრეკული ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 2 ივნისი, 1972[1] | |||
ჩაიწერა | 23–29 თებერვალი და 23 მარტი–6 აპრილი 1972 | |||
სტუდია | Strawberry Studios, შატო დ'ერუვილი, ერუვილი, საფრანგეთი[2] | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 40:30 | |||
ლეიბლი | Harvest | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
პინკ ფლოიდის საუნდტრეკების — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Obscured by Clouds | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [4] |
რობერტ კრისტგოუ | C[5] |
The Daily Telegraph | [6] |
MusicHound | [7] |
The Rolling Stone Album Guide | [8] |
ისტორია
რედაქტირებაამ პერიოდში ჯგუფი უკვე მუშაობდა ალბომზე The Dark Side of the Moon, მაგრამ მცირე პაუზა გააკეთა, რათა პარიზში ფილმისათვის მუსიკა დაეწერა. ამასთან დაკავშირებით ნიკ მეისონი იხსენებს:
„ალბომის More წარმატების შემდეგ, ბარბეტ შროდერის მორიგი ფილმის მუსიკაზე ვმუშაობდით. მის ახალ ფილმს La Valleé ერქვა და ჩვენ დროებით გადავსახლდით საფრანგეთში, რათა თებერვლის უკანასკნელი კვირის განმავლობაში მუსიკა ჩაგვეწერა. ჩაწერა იგივე მეთოდით მიმდინარეობდა, რომელიც More-ზე მუშაობისას გამოვიყენეთ. ჩვენ გვქონდა ფილმის არასრული ვერსია, ვიყენებდით წამმზომებს, რათა განსაკუთრებულ კადრებზე გაგვემახვილებინა ყურადღება და ვიწერდით მუსიკალურ თემებს, რომლებიც ერთმანეთში გადადიოდა, რათა ფილმის საბოლოო ვერსიას მორგებოდა. ჩაწერის დრო საოცრად შეზღუდული იყო. სულ ორი კვირა მოგვცეს, რათა ჩაგვეწერა და უფრო ნაკლები - რათა ერთ მთლიან ალბომად გვექცია.[9]“
|
ალბომის ჩაწერისას ჯგუფი თავისუფლად იყენებდა სტანდარტული როკ სიმღერების აგების მეთოდს, რის გამოც ალბომი უფრო ახლოს არის ჩვეულ როკ-მუსიკასთან, ვიდრე პინკ ფლოიდის ჩვეულ სტილთან.
Obscured by Clouds იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელზეც გამოიყენეს სინთეზატორი VCS 3.
საკონცერტო შესრულებები
რედაქტირებაჯგუფის 1973 წლის რამდენიმე კონცერტი იწყებოდა კომპოზიციების „Obscured by Clouds“ და „When You're In“ თემაზე იმპროვიზაციებით, რასაც სცენაზე ახლდა ბოლი და ფერადი შოუ.
„Childhood's End“ ასევე რამდენიმეჯერ შესრულდა კონცერტებზე. იგი პირველად დაუკრეს 1972 წლის 1 დეკემბერს და 1973 წლის მარტში. როგორც წესი, კომპოზიციას ასრულებდნენ ვრცელი ინსტრუმენტული პასაჟებით.
„Wot's... Uh, the Deal?“ პირველად შესრულდა დეივიდ გილმორის 2006 წლის სოლო-ტურის მსვლელობისას. ერთ-ერთი შესრულება შეტანილია DVD დისკზე Remember That Night, ხოლო ალბომის Live in Gdańsk გრამფირფიტის გამოცემაში შეტანილია მისი აუდიოჩანაწერი.
გარეკანი
რედაქტირებაალბომის გარეკანის გაფორმებაში, წინა მხარისთვის Hipgnosis-ის მიერ შემუშავდა ბუნდოვანი გამოსახულება, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს კადრს ფილმიდან, რომელზეც მამაკაცი ხეზე დგას. გრამფირფიტის კონვერტის უკანა მხარეზე გამოტანილია კადრები ფილმიდან „ველი“. წინა მხარეს სხვადასხვა გამოცემაში ახლდა სტიკერი ალბომის და ჯგუფის სახელწოდებით.
ბარბეტ შროდერი, „ველის“ რეჟისორი, ხუმრობით ამბობდა, რომ ჯგუფის ყურადღება გადატანილი იყო შემდეგი ალბომის მომზადებაზე, ამიტომ არ სურდათ, რომ ალბომს ზედმეტი ყურადღება მიეზიდა.
1994 წელს გამოსული CD-ის გამოცემა გამდიდრებულია შესანიშნავი ილუსტრირებით - ფილმის მოკლე სიუჟეტით, კადრებით თავად ფილმიდან, სიმღერების ტექსტებით, ალბომის ანოტაციით. მიუხედავად მთავარი გამოსახულების მარტივი ხასიათისა, ეს გამოსახულება იყო ნიკ მეისონის ერთ-ერთ საყვარელი დიზაინი.
CD-ზე, 2011 წლის Discovery-ში და Pink Floyd Records-ის 2016 წლის ტირაჟში 1994 წლის გამოცემასთან შედარებით ფოტოსურათების რაოდენობა შემცირებულია.
აღსანიშნავია თურქული გამოცემა (1978, SIERRA – LP 1780), რომლის გარეკანზე შეცდომით არის დაბეჭდილი ჯგუფ Queen-ის ფოტოსურათი.
სიმღერების სია
რედაქტირებამხარე 1 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Obscured by Clouds“ | გილმორი, უოტერსი | ინსტრუმენტული | 3:03 |
2. | „When You're In“ | გილმორი, უოტერსი, რაიტი, მეისონი | ინსტრუმენტული | 2:30 |
3. | „Burning Bridges“ | რაიტი, უოტერსი | გილმორი, რაიტი | 3:29 |
4. | „The Gold It's in the...“ | გილმორი, უოტერსი | გილმორი | 3:07 |
5. | „Wot's... Uh the Deal?“ | გილმორი, უოტერსი | გილმორი | 5:08 |
6. | „Mudmen“ | რაიტი, გილმორი | ინსტრუმენტული | 4:20 |
მხარე 2 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
7. | „Childhood's End“ | გილმორი | გილმორი | 4:31 |
8. | „Free Four“ | უოტერსი | უოტერსი | 4:15 |
9. | „Stay“ | უოტერსი, რაიტი | რაიტი | 4:05 |
10. | „Absolutely Curtains“ | გილმორი, უოტერსი, რაიტი, მეისონი | ინსტრუმენტული | 5:52 |
პერსონალი
რედაქტირება- პინკ ფლოიდი
- დეივიდ გილმორი – გიტარა, ვოკალი, პედლის სტილ გიტარა, VCS3
- ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- როჯერ უოტერსი – ბას-გიტარა, ვოკალი, VCS3
- რიჩარდ რაიტი – კლავიშებიანი საკრავები, ვოკალი, VCS3, Hammond-ის ორგანი
- სხვა პერსონალი
- Hipgnosis – ალბომის გარეკანი
ჩარტები
რედაქტირებაჩარტი (1972) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალია (Kent Music Report)[10] | 44 |
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[11] | 32 |
დანიის ალბომები (Tracklisten)[12] | 3 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[13] | 3 |
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[14] | 19 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[15] | 6 |
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[16] | 46 |
სერტიფიცირებები
რედაქტირებარეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
გაერთიანებული სამეფო (BPI)[17] | ვერცხლი | 60 000^ |
აშშ (RIAA)[18] | ოქრო | 500 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Povey, Glenn (2006). „Playing Different Tunes 1972–1973“, Echoes : The Complete History of Pink Floyd, New, Mind Head Publishing, გვ. 168. ISBN 978-0-9554624-0-5. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2012.
- ↑ Povey, Glenn (2006). „Playing Different Tunes 1972–1973“, Echoes : The Complete History of Pink Floyd, New, Mind Head Publishing, გვ. 166. ISBN 978-0-9554624-0-5. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2012.
- ↑ Free Four.
- ↑ ერლეუაინი, სტივენ თომას. Album review AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2011.
- ↑ კრისტგოუ, რობერტ. Album: Pink Floyd: Obscured by Clouds. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი 2012.
- ↑ მაკ-კორმიკი, ნილ (20 მაისი 2014). „Pink Floyd's 14 studio albums rated“. The Daily Telegraph. ლონდონი. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
- ↑ Graff, Gary; Durchholz, Daniel (რედ.) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide. Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 872. ISBN 1-57859-061-2.
- ↑ შეფილდი, რობ. (2 ნოემბერი 2004) Pink Floyd: Album Guide. Rolling Stone. Wenner Media, Fireside Books. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
- ↑ Mason Nick; Inside Out: A personal History of Pink Floyd
- ↑ კენტი, დეივიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992, Illustrated, St. Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 233. ISBN 0-646-11917-6.
- ↑ "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 4171." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ LP Top 10, ივლისი 3, 1972. ციტირების თარიღი: 30 მარტი 2016.
- ↑ „Dutchcharts.nl – Pink Floyd – Obscured by Clouds“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ "Offiziellecharts.de – Pink Floyd – Obscured by Clouds" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ British album certifications – Pink Floyd – Obscured by Clouds. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Obscured by Clouds ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Pink Floyd – Obscured by Clouds. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH