Meddle
Meddle — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეექვსე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1971 წლის 30 ოქტომბერს. ალბომი ჩაიწერა სხვადასხვა სტუდიაში, საკონცერტო ტურნეს მსვლელობასთან ერთად, 1971 წლის იანვარ–აგვისტოში.
Meddle | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 30 ოქტომბერი, 1971 | |||
ჩაიწერა | 4 იანვარი – 11 სექტემბერი, 1971[1] | |||
სტუდია | AIR Studios, ები-როუდის სტუდიები და Morgan Studios, ლონდონი | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 46:45 | |||
ლეიბლი | Harvest | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Meddle | ||||
|
რეტროსპექტიული მიმოხილვები | |
---|---|
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [2] |
Blender | |
რობერტ კრისტგოუ | B–[3] |
The Daily Telegraph | [4] |
The Great Rock Discography | 8/10[5] |
MusicHound | [6] |
Q | [7] |
The Rolling Stone Album Guide | [8] |
Virgin Encyclopedia of Popular Music | [5] |
ჯგუფს ახალი ალბომისთვის არ ჰქონდა რამე სახის მასალა, ამიტომ დაიწყო მუსიკალური ექსპიმენტები, რომლებიც გადაიზარდა ალბომის მთავარ კომპოზიციაში "Echoes". მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის უფრო გვიანდელი ალბომები გამოირჩეოდნენ ცენტრალური თემით, რასაც ერთვოდა როჯერ უოტერსის მიერ შექმნილი ტექსტები, Meddle იყო ჯგუფური მცდელობა, თითო წევრის მიერ დაწერილი ტექსტით. იგი ითვლება სიდ ბარეტის გავლენის ქვეშ მყოფი პინკ ფლოიდის გარდაქმნის წერტილად.[9] გარეკანი, რომელზეც გამოსახულია წყლის ქვეშ მოთავსებული ყური, შექმნილია Hipgnosis-ის მიერ, თუმცა სტორმ თორგერსონი საბოლოო შედეგით უკმაყოფილო იყო.
ალბომი მუსიკალურმა კრიტიკოსებმა გამოსვლის შემდეგ დადებითად შეაფასეს. თუმცა, მიუხედავად ბრიტანეთში მისი კომერციული წარმატებისა, აშშ-ში, უფრო მეტად პრომო კამპანიის სუსტი მხარეების გამო, ალბომი შედარებით მცირე ტირაჟით იყიდებოდა.
სახელწოდება
რედაქტირებაითვლება, რომ ალბომის სახელწოდება (რომელიც არ ითარგმნება) არის ორი სიტყვის – to meddle (ჩარევა) და medal (მედალი) სინთეზი. ამრიგად, ალბომის სახელწოდება დაახლოებით აღნიშნავს მედალი ჩარევისათვის.
ჩაწერა და გამოცემა
რედაქტირებაალბომზე მუშაობა დაიწყო ები-როუდის სტუდიებში. პროექტისთვის ცენტრალური თემის ძიებისას, ოთხეულმა სხვადასხვა სიმღერა დაწერა, რომელიც საბოლოოდ შემავსებელი მასალის როლს უფრო თამაშობდა, ვიდრე მნიშვნელოვანი სიმღერების კრებულის. რიჩარდის მიერ ფორტეპიანოზე დაკრულმა ერთადერთმა ნოტმა „Echoes“-ზე მუშაობისას ჯგუფს პირველი ბიძგი მისცა და სწორედ იგი იქცა სიმღერის შესავლის ფუძედ.
გარდა სტერეოვერსიისა, მზადდებოდა ალბომის კვადროფონიული ვერსია, რომელიც არასოდეს გამოცემულა, თუმცა, როგორც ცნობილია, სწორედ მან გაიჟღერა ალბომის პრეზენტაციისას.
ალბომში არ შესულა რამდენიმე სიმღერა. კერძოდ, ასეთები იყო „The Dark Side of the Moon“ (მოგვიანებით ეწოდა „Brain Damage“) და „One of These Days“-ის ორი დემო ვერსია. ეს დემო ვერსიები შეტანილია ბუტლეგებში და შეიცავს რადიოწამყვანის, ჯიმი იანგის, საუბრის მონტაჟს, კომპოზიციის ფონზე.
სიმღერების სია
რედაქტირებამხარე 1 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | მუსიკა | ძირითადი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „One of These Days“ | გილმორი, უოტერსი, რაიტი, მეისონი | მეისონი (ფრაზა) | 5:57 |
2. | „A Pillow of Winds“ | გილმორი, უოტერსი | გილმორი | 5:10 |
3. | „Fearless“ (თან სდევს You'll Never Walk Alone) | გილმორი, უოტერსი | გილმორი | 6:08 |
4. | „San Tropez“ | უოტერსი | უოტერსი | 3:43 |
5. | „Seamus“ | გილმორი, უოტერსი, რაიტი, მეისონი | გილმორი | 2:16 |
საერთო ხანგრძლივობა: | 23:14 |
მხარე 2 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | მუსიკა | ძირითადი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Echoes“ | რაიტი, გილმორი, უოტერსი, მეისონი | გილმორი, რაიტი | 23:29 |
საერთო ხანგრძლივობა: | 23:32 |
სინგლები
რედაქტირება- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
Echoes (1971 წ.) | |
ეს კომპოზიცია ასევე შესულია ჯგუფის 2001 წლის ალბომ Echoes: The Best of Pink Floyd-ში |
პერსონალი
რედაქტირება- პინკ ფლოიდი
- როჯერ უოტერსი – ბას გიტარა, რითმ გიტარა (Fearless), გიტარა და ძირითადი ვოკალი (San Tropez), ფირის ეფექტები და დამატებითი გიტარები
- დეივიდ გილმორი – სოლო გიტარა, ბას გიტარა (One of These Days), ძირითადი ვოკალი (A Pillow of Winds, Fearless, Seamus და Echoes), ტუჩის ჰარმონიკა (Seamus)
- რიჩარდ რაიტი – კლავიშები, ვოკალი (Echoes), ფირის ეფექტები
- ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, ფირის ეფექტები და ვოკალური ფრაზა კომპოზიციაში (One of These Days)
- ტექნიკური პერსონალი
- პიტერ ბაუნი – ხმის ინჟინერი (Air და EMI Studios)
- ჯონ ლიკი – ხმის ინჟინერი (Air და EMI Studios)
- რობ ბლეკი – ხმის ინჟინერი (Morgan Studios)
- როჯერ ქუესტიდი – ხმის ინჟინერი (Morgan Studios)
- ჯეიმზ გათრი – რემასტერი
- დაგ საქსი – რემასტერი
- პინკ ფლოიდი – ალბომის გარეკანის დიზაინი
- ბობ დაულინგი – ფოტოები წინა და უკანა გარეკანისთვის
- ტონი მეი – ფოტოები შიდა გარეკანისთვის
- Hipgnosis – ჯგუფის ფოტო
- სტორმ თორგერსონი – რემასტერის დიზაინი
- პიტერ კარზონი – რემასტერის დიზაინი
ჩარტები
რედაქტირებაჩარტი (1971–72) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალია (Kent Music Report)[10] | 24 |
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[11] | 51 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[12] | 2 |
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[13] | 11 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[14] | 3 |
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[15] | 70 |
ჩარტი (2011) | უმაღლესი პოზიცია |
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[16] | 69 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[17] | 76 |
სერტიფიცირებები
რედაქტირებარეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
საფრანგეთი (SNEP)[18] | 2× ოქრო | 200 000* |
გერმანია (BVMI)[19] | ოქრო | 250 000^ |
იტალია (FIMI)[20] | ოქრო | 50 000* |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[21] | ოქრო | 100 000^ |
აშშ (RIAA)[22] | 2× პლატინა | 2 000 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Guesdon, Jean-Michel (2017). Pink Floyd All The Songs. Running Press. ISBN 9780316439237.
- ↑ ერლეუაინი, სტივენ თომას, Meddle: Overview, AllMusic, https://www.allmusic.com/album/r15239. წაკითხვის თარიღი: 6 სექტემბერი 2009
- ↑ Christgau 1981, p. 303.
- ↑ მაკ-კორმიკი, ნილ (20 მაისი 2014). „Pink Floyd's 14 studio albums rated“. The Daily Telegraph. ლონდონი. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
- ↑ 5.0 5.1 Pink Floyd Meddle, Acclaimed Music, http://www.acclaimedmusic.net/Current/A1347.htm. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2014 დაარქივებული 2014-12-27 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Graff & Durchholz 1999, p. 874
- ↑ "Pink Floyd Meddle", Q: p. 137, ოქტომბერი 1995
- ↑ შეფილდი, რობ. (2 ნოემბერი 2004) Pink Floyd: Album Guide. Rolling Stone. Wenner Media, Fireside Books. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
- ↑ Review of Pink Floyd – Meddle. BBC Music. ციტირების თარიღი: 5 აგვისტო 2012.
- ↑ კენტი, დეივიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992, Illustrated, St. Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 233. ISBN 0-646-11917-6.
- ↑ "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 5323." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ „Dutchcharts.nl – Pink Floyd – Meddle“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ "Offiziellecharts.de – Pink Floyd – Meddle" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ „Les charts francais (01/11/2011)“. lescharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
- ↑ "Pink Floyd – Meddle". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
- ↑ French album certifications – Pink Floyd – Meddle ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Pink Floyd; 'Meddle') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Italian album certifications – Pink Floyd – Meddle იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
- ↑ British album certifications – Pink Floyd – Meddle. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Meddle ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Pink Floyd – Meddle. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH