Seamus (სიმღერა)
„Seamus“ — მეხუთე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომზე Meddle[1][2]. მისი ავტორები არიან როჯერ უოტერსი, დეივიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი და ნიკ მეისონი. სიმღერა ძირითადად ცნობილია იმით, რომ მასში, ბლუზური მელოდიის ფონზე ჟღერს მუსიკოს სტივ მერიოტის ძაღლის ყმუილი, რომელიც სტუდიაში ჩაიწერეს.
„Seamus“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან Meddle | ||||
გამოსვლის თარიღი | 1971 | |||
ჟანრი | ბლუზი | |||
ხანგრძლივობა | 2:16 | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი, დეივიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, ნიკ მეისონი | |||
Meddle – სიმღერები | ||||
|
დეივიდ გილმორი:
„Seamus“ ხუმრობა იყო. თუმცა არ ვიცი, უნდა შეგვეტანა თუ არა იგი ალბომში, ეს ხომ არც თუ სახალისოა სხვებისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის.
სიმღერის კიდევ ერთი ვერსია, „Mademoiselle Nobs“, ჟღერს ფილმში Pink Floyd: Live at Pompeii. ეს უკანასკნელი ვერსია ჩაწერილია პარიზის სტუდიაში. გიტარაზე უკრავს როჯერ უოტერსი, ჰარმონიკაზე - დეივიდ გილმორი, ხოლო რიჩარდ რაიტი იწერს რუსული მეძებრის, ნობსის ხმას. ამჯერად ძაღლი ეკუთვნოდა ჟოზეფ ბულიონის (ცირკის დირექტორის) შვილს, მადონა ბულიონს.
სიმღერის ინსტრუმენტული ნაწილი მოხვდა ფილმში „როზენკრანცი და გილდენშტერნი დაიხოცნენ“, რომლის რეჟისორია ტომ სტოპარდი. ამავე ფილმში ჟღერს „Echoes“-ის პირველი ნოტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.