A Pillow of Winds

პინკ ფლოიდის სიმღერა

A Pillow of Winds — რიგით მეორე სიმღერა პინკ ფლოიდის ალბომზე Meddle.[1][2]

„A Pillow of Winds“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან Meddle
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 30 ოქტომბერი, 1971 (აშშ)
5 ნოემბერი, 1971 (ინგლისი)
ჩაიწერა ივლისი 1971
სტუდია Morgan ლონდონი
აგვისტო 1971
სტუდია AIR Studios, ლონდონი
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 5:11
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი, როჯერ უოტერსი
Meddleსიმღერები

სიმღერა სრულდება აკუსტიკურ გიტარაზე და ოდნავ უცნაურია იმით, რომ მასში სასიყვარულო თემაზეა საუბარი (რაც პინკ ფლოიდის კომპოზიციებში იშვიათობაა). სიმღერის მუსიკის ავტორია დეივიდ გილმორი, ხოლო ტექსტი - როჯერ უოტერსი. გილმორი ამ სიმღერაში ასევე სლაიდ გიტარაზე უკრავს.

კომპოზიცია სოლ მაჟორის ტონალობაში სრულდება, მაგრამ მისი შუა, შედარებით ბნელი ნაწილი (and the candle dies) - პარალელურ, სოლ მინორშია დაცული.

ნიკ მეისონის თქმით, სიმღერის სათაური მომდინარეობს მაჯონგის თამაშიდან, რომლითაც ჯგუფის წევრები ერთობოდნენ საკონცერტო ტურნეს დროს.

სხვადასხვა ვერსიით, ტექსტში ჟღერს სტრიქონი the wind is raw (და არა the wind is warm) და Now wakes the hour (და არა Now wakes the owl), თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდი იყო. Meddle-ის 2011 წლის (კომპილაცია Discovery) და Pink Floyd Records-ის 2016 წლის გამოცემაში შეტანილ ბუკლეტში კვლავ არის მითითებული the wind is warm.

სიმღერა არასოდეს შესრულებულა ჯგუფის ან მისი წევრების სოლო კონცერტებზე.

იაპონიაში 1971 წელს გამოიცა პრომოსინგლი სიმღერით (ნომერი კატალოგში 4Rs-322). მის b-მხარეზე წარმოდგენილია „One Of These Days“.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.