როჯერ კით „სიდ“ ბარეტი (ინგლ. Roger Keith Barrett, დ. 6 იანვარი, 1946, კემბრიჯი — გ. 7 ივლისი, 2006, იქვე) — ინგლისელი მუსიკოსი, ვოკალისტი, გიტარისტი და მხატვარი, ჯგუფ პინკ ფლოიდის ერთ-ერთი დამაარსებელი და სიმღერების მთავარი ავტორი. მან პინკ ფლოიდი 1968 წლის აპრილში დატოვა, ფსიქიკური აშლილობის შედეგად, რომელიც გამოწვეული იქნა ნარკოტიკების ჭარბი მოხმარებით.[2]

სიდ ბარეტი

სიდ ბარეტი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი როჯერ კით ბარეტი
დაბ. თარიღი 6 იანვარი, 1946 (1946-01-06)
დაბ. ადგილი კემბრიჯი, ინგლისი
გარდ. თარიღი 7 ივლისი, 2006 (60 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ფსიქოდელიური როკი
სპეის-როკი
ფსიქოდელიური ფოლკი
ბლუზ-როკი
ექსპერიმენტული როკი
ფსიქოდელიური პოპი[1]
საქმიანობა გიტარისტი
ვოკალისტი
მხატვარი
პოეტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, ორგანი, უკულელე, ბანჯო
აქტიური 1964 - 1974
ლეიბლ(ებ)ი Harvest/EMI
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Danelectro 59-DC
Fender Esquire
Fender Telecaster
საიტი
სიდ ბარეტი ვიკისაწყობში

ბარეტი მუსიკალურად აქტიური ათი წელიწადიც არ ყოფილა. პინკ ფლოიდთან ერთად გამოსცა ოთხი სინგლი, სადებიუტო ალბომი, მონაწილეობა მიიღო მეორე ალბომის ჩაწერაში და დატოვა რამდენიმე გამოუცემელი სიმღერა. სოლო კარიერის დაწყება 1969 წელს სცადა, სინგლით „Octopus“, რომელიც აღებული მისი შემდგომში გამოცემული ალბომიდან The Madcap Laughs (1970). ალბომი ერთი წლის განმავლობაში იწერებოდა, პიტერ ჯენერის, მალკოლმ ჯოუნზის, დეივიდ გილმორის, როჯერ უოტერსის და თავად ბარეტის პროდიუსერობით. მისი გამოცემიდან თითქმის ორი თვის შემდეგ დაიწყო მუშაობა მეორე ალბომზე, Barrett (1970), რომელიც გილმორის პროდიუსერობით ჩაიწერა, კლავიშებიან საკრავებზე რიჩარდ რაიტის მონაწილეობით. 2006 წლამდე სიდი განერიდა საზოგადოებას და თავდაპირველად დედასთან, შემდეგ კი სიმარტოვეში ცხოვრობდა, თუმცა მას უვლიდნენ და, როზმარი და მისი ნათესავები. 1988 წელს EMI-ზე მისი თანხმობით გამოვიდა გამოუცემელი სიმღერების კომპილაცია Opel.

ბარეტის გიტარაზე დაკვრის ნოვატორულმა და ექსპერიმენტული ტექნიკის კვლევამ, როგორიც იყო დისონანსი, დამახინჯება და უკუკავშირი, გავლენა იქონიეს მრავალ შემსრულებელზე, რომელთა შორის იყვნენ დეივიდ ბოუი, ბრაიან ინო და ჯიმი პეიჯი. მისი ჩანაწერები აგრეთვე აღინიშნება ვოკალში ინგლისური ინტონაციის ხაზგასმით. მუსიკიდან წასვლის შემდეგ ბარეტი განაგრძობდა ხატვას და დროს უთმობდა ბაღის მოვლას. ბიოგრაფებმა მასზე წიგნების გამოცემა 1980-იან წლებში დაიწყეს. პინკ ფლოიდის მიერ ჩაიწერა რამდენიმე ნამუშევარი, რომელშიც ბარეტზე იყო მინიშნებები. მათ შორის აღსანიშნავია Wish You Were Here, 1975 წლის ალბომი, კომპოზიციით "Shine On You Crazy Diamond".

ბიოგრაფია რედაქტირება

როჯერ კით ბარეტი დაიბადა კემბრიჯში, საშუალო კლასის ოჯახში, რომელიც გლისონ როუდის 60-ში ცხოვრობდა.[3][4] იგი იყო ბარეტების მესამე შვილი (ხუთიდან).[3] მამა, ართურ მაქს ბარეტი იყო პათოლოგი [3][5][5][6][6] 1951 წელს ოჯახი საცხოვრებლად ჰილზ როუდის 183-ში გადავიდა.[3][4]

ბარეტი ხშირად უკრავდა ფორტეპიანოზე, მაგრამ უფრო მეტად მოსწონდა სიმღერების წერა და ხატვა. უკულელეზე 10, ბანჯოზე 11[7], ხოლო Hofner-ის აკუსტიკურ გიტარაზე - 14 წლის ასაკში დაიწყო დაკვრა.[8][9] აკუსტიკურის შემდეგ შეიძინა პირველი ელექტრონული გიტარა და საკუთარი გამაძლიერებელი ააწყო. ერთ-ერთი ვერსიით, ზედმეტსახელი Syd შეიძინა, ვინაიდან კემბრიჯში იყო ჯაზ-ბასისტი[9][10] სიდ ბარეტი. მისი სახელი იწერებოდა, როგორც Sid, ამიტომ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, სიდმა ერთი ასო შეცვალა.[11] მეორე ვერსიით, 13 ასაკში კლასელები Syd-ს უწოდებდნენ მას შემდეგ, რაც იგი ებინგტონის სკაუტების შეკრებაზე მოვიდა კეპკით და არა სკაუტის ტრადიციული ბერეტით. Syd იყო მუშათა კლასისთვის ტიპური სახელი.[12] ბარეტი ორივე სახელს მონაცვლეობით იყენებდა. მისი და როზმარი ამბობდა, რომ შინ სიდს არასოდეს უწოდებდნენ. „არასოდეს მოსწონდა.“[10]

მორლის მოზარდების მემორიალურ სკოლაში მას გარკვეული ხნის განმავლობაში ასწავლიდა როჯერ უოტერსის დედა, მერი.[13] მოგვიანებით, 1957 წელს, იგი შევიდა კემბრიჯშირის კოლეჯში[14], სადაც უოტერსიც სწავლობდა.[3] მამამისი 1961 11 დეკემბერს, კიბოთი გარდაიცვალა[9][15], სიდის მე-16 დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე.[16] ცნობილია, რომ ამ დღეს სიდს პირად დღიურში არაფერი ჩაუწერია და გვერდი უბრალოდ ცარიელი დატოვა.[9] ამ დროისთვის მისი ძმები და დები საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ და დედა ოთახებს აქირავებდა.[15][17][18] მამის დაკარგვით დამწუხრებული სიდის დასახმარებლად დედამ ნება დართო ჯგუფს, რომელშიც იგი უკრავდა, Geoff Mott and The Mottoes-ს[9], მათ სახლში რეპეტიციები ჩაეტარებინათ. უოტერსი და ბარეტი სკოლის მეგობრები იყვნენ და როჯერი სიდის კონცერტებს ხშირად ესწრებოდა.[3][9][19] ერთხელ, 1962 წლის 11 მარტს, როჯერმა ორგანიზება გაუწია კონცერტს, რომელიც მიზნად ისახავდა ბირთვული განიარაღების კამპანიის მხარდაჭერას[3]. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჯეფ მოტი გადავიდა ჯგუფში Boston Crabs, Mottoes დაიშალა.[9]

1962 წლის სექტემბერში ბარეტმა დაიწყო სწავლა კემბრიჯის ტექნიკური კოლეჯის სამხატვრო ფაკულტეტზე[20], სადაც დეივიდ გილმორი გაიცნო.[21] 1962 წლის ზამთარში და 1963 წლის დასაწყისში ბარეტზე გავლენა იქონია The Beatles-ის მუსიკამ და მან ჯგუფის სიმღერების შესრულება წვეულებებსა და პიკნიკებზე დაიწყო. 1963 წელს იგი როლინგ სტოუნზით დაინტერესდა და თავის მეგობარ გოგონა ლიბი გოსდენთან ერთად კემბრიჯშირში გამართულ მათ კონცერტს დაესწრო.[21] დაახლოებით ამ დროს სიდმა სიმღერების წერა დაიწყო. იხსენებენ, რომ "Effervescing Elephant", რომელიც მოგვიანებით ალბომში Barrett მოხვდა, ამ პერიოდიდან არის.[22] დაახლოებით ამავე დროს ბარეტი და გილმორი ერთად აკუსტიკურ კონცერტებს მართავდნენ.[23] 1963 წლის ზაფხულში სიდი ჯგუფ Those Without-ში[23][24], ხოლო შემდეგ ზაფხულს The Hollerin' Blues-ში ბას-გიტარაზე უკრავდა.[23] 1964 წელს ბარეტი და გოსდენი დაესწრნენ ბობ დილანის კონცერტს.[21] შთაგონებულმა ბარეტმა მოგვიანებით დაწერა სიმღერა "Bob Dylan Blues".[25] მომავალზე ფიქრით[23] მან გადაწყვიტა, კემბერუელის სამხატვრო კოლეჯში ჩაებარებინა [26], სადაც 1964 წლის ზაფხულში ჩააბარა.[23][27]

პინკ ფლოიდის წლები (1965–68) რედაქტირება

1964 წელს არსებობა დაიწყო ჯგუფმა, რომელიც შემადგენლობების ცვლილების შემდეგ პინკ ფლოიდად გარდაიქმნა. მან რამდენიმე სახელი შეიცვალა და იყო "The Abdabs",[28][29] "The Screaming Abdabs",[29] "Sigma 6",[29][30] და "The Meggadeaths".[29] 1965 წელს ჯგუფს, რომელსაც იმ პერიოდში The Tea Set ეწოდებოდა [29][31](ხოლმე იწერებოდა, როგორც T-Set), ბარეტი შეუერთდა.[32] მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთ სახელს კიდევ ერთი კოლექტივი ატარებდა და ბარეტმა გამოიგონა "The Pink Floyd Sound" (აგრეთვე ცნობილი როგორც "The Pink Floyd Blues Band",[32] მოგვიანებით კი - "The Pink Floyd").[nb 1] 1965 წელს ისინი ხმისჩამწერ სტუდიაში პირველად მოხვდნენ, რადგან რიჩარდ რაიტის მეგობარმა ჯგუფმა ამის საშუალება უფასოდ მისცა.[nb 2][31] 1965 წლის ზაფხულში ბარეტმა გაიცნო ლინდსი კორნერი, რომელთანაც რომანტიკული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. [39]

ზაფხულში ბარეტმა პირველად გასინჯა ლსდ. ეს მოხდა მისი მეგობრის, დეივ გეილის ბაღში,[39][40] სადაც აგრეთვე იმყოფებოდნენ იენ მური და სტორმ თორგერსონი.[nb 3][39] ლსდ-სთან ექსპერიმენტების პერიოდში ბარეტი და მისი მეგობარი პოლ ჩერიერი ჩახტნენ აბაზანაში და გაჰყვიროდნენ - „არავითარი წესები, არავითარი წესები“.[41] იმავე ზაფხულს, ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების ერთგვარი გაგრძელების სახით, ჯგუფი სენტ მეტში სიქების სექტას დაუკავშირდა. სტორმ თორგერსონი (რომელიც ერლემ სტრიტზე ცხოვრობდა) და ბარეტი ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გურუსთან შესახვედრად მივიდნენ. თორგერსონი სექტაში მოხვდა, თუმცა ბარეტი ზედმეტად ახალგაზრდად ჩათვალეს და არ მიიღეს. სტორმი თვლიდა, რომ ამან სიდზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, იგი ძალიან ნაწყენი იყო უარის თქმით. ამავე პერიოდში მან დაწერა რიგი სიმღერებისა, რომელთა შორის იყო "Bike".[35]

ლონდონის ანდერგრაუნდი, Blackhill Enterprises და გამოსვლები რედაქტირება

პინკ ფლოიდმა დაიწყო ამერიკული რიტმ-ენდ-ბლუზური სიმღერების ქავერ-ვერსიების შესრულება,[42] მაგრამ 1966 წლისთვის იმპროვიზებული როკ-ენ-როლის საკუთარი სტილი შექმნა,[43][44] გამომდინარე იმპროვიზებული ჯაზიდან.[45] მას შემდეგ, რაც ჯგუფიდან ბობ კლოუზი წავიდა, მუსიკალური მიმართულება შეიცვალა, თუმცა არც თუ სწრაფი ტემპით.[nb 4] აღინიშნებოდა იმპროვიზაციები გიტარებსა და კლავიშებიანებზე[35]. ნიკ მეისონი იხსენებდა: „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძირითადი იდეები ბარეტს ეკუთვნოდა.“[nb 5][35]

ამავე პერიოდში ბარეტი ხშირად კითხულობდა ძმები გრიმების ზღაპრებს, ჯ.რ.რ. ტოლკინის „ჰობიტს“ და „ბეჭდების მბრძანებელს“, კარლოს კასტანედას „დონ ხუანის სწავლებას“ და ჩინურ „ცვლილებათა წიგნს“. დაიწერა სიმღერების დიდი რაოდენობა, რომელიც მოხვდა პინკ ფლოიდის პირველ ალბომში, ისევე, როგორც ბარეტის სოლო ალბომებზე.[48] 1966 წელს ლონდონში გაიხსნა ახალი დარბაზი როკ-გამოსვლებისთვის, კლუბი UFO[50], რომელიც იქცა ბრიტანული ფსიქოდელიური მუსიკის განვითარების წერტილად. პინკ ფლოიდი მის შინაურ ჯგუფად იქცა[46][50][51][52] და ყველაზე პოპულარული შემსრულებელი იყო. ლონდონში მდებარე კონკურენტულ Roundhouse-ში რამდენიმე გამოსვლის შემდეგ[52][53][54] პინკ ფლოიდი იქცა ლონდონის ანდერგრაუნდის ფსიქოდელიური მუსიკალური სცენის ყველაზე პოპულარულ ჯგუფად.[8]

1966 წლის დასასრულს ჯგუფის მენეჯერები იყვნენ ენდრიუ კინგი და პიტერ ჯენერი.[55] ოქტომბრის ბოლოს პინკ ფლოიდმა, კინგთან და ჯენერთან ერთად, ჩამოაყალიბა Blackhill Enterprises, რომელიც მართავდა ჯგუფის ფინანსურ მხარეს. Blackhill დაკომპლექტებული იყო ახალგაზრდებით, რომლებიც ჯენერთან ერთად ედბრუკ როუდზე მდებარე სახლში ცხოვრობდნენ. მათ შორის აგრეთვე იყო ბარეტის მეზობელი პიტერ უინ უილსონი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ განათების მხრივ იყო გამოცდილი, როუდ-მენეჯერი გახდა.[56] კინგსა და ჯენერს სურდათ კონტრაქტის მოსაპოვებლად უფრო მეტი დემო ჩანაწერის მომზადება, ამიტომ ოქტომბრის ბოლოს ჰემელ ჰემპსტედის რაიონში თომპსონის კერძო ხმისჩამწერი სტუდია იქირავეს[52].[nb 6][56] დემოებზე კინგი ასე საუბრობდა: „პირველად მაშინ მივხვდი, რომ მასალას მთლიანად შექმნიდნენ. სიდი იქცა სიმღერების ავტორად, თითქოს მოულოდნელად.“[57]

კინგი და ჯენერი დაუმეგობრდნენ ამერიკელ ემიგრანტ ჯო ბოიდს, კლუბის UFO პრომოუტერს, რომელიც ბრიტანულ სცენაზე ერთ-ერთ აღსანიშნავ საქმოსნად ყალიბდებოდა. ბრაიან მორისონი გახდა ჯგუფის ბუკინგ-აგენტი და ბოიდმა გადაწყვიტა უფრო მეტი ხარისხიანი ჩანაწერის მომზადება. მორისონის სააგენტოს მხარდაჭერით ლონდონის გარეუბანში ჯგუფმა კონცერტი პირველად გამართა.[58] ნოემბერში პინკ ფლოიდი გამოვიდა ერთ-ერთზე უცნაური სახელწოდებების მქონე კონცერტების სერიაში - ეს იყო Philadelic Music for Simian Hominids, მულტიმედიური ღონისძიება, ორგანიზებული ჯგუფის სახლის ყოფილ მეპატრონე მაიკ ლეონარდის მიერ.[52][58] შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ისინი თავისუფალ სკოლაში გამოდიოდნენ[59], დეკემბერში იენ სმითის Psychodelphia Versus-ზე გამოჩნდნენ (რომელსაც ორგანიზება Majority Rule-მა გაუწია) და Oxfam-ის საქველმოქმედო კონცერტზე როიალ ალბერტ ჰოლში[52] (უკანასკნელი ჯგუფის ისტორიაში იმ დროისთვის უდიდესი დარბაზი იყო).[58]

ჩანაწერები რედაქტირება

Tonite Lets All Make Love in London რედაქტირება

1967 წლის დასაწყისში ბარეტი ხვდებოდა ჯენი სპაირზს. უკანასკნელი მოგვიანებით გახდა ჯეკ მონკის, Stars-ის წევრის მეუღლე, მაგრამ ამ პერიოდში, ბარეტისგან ფარულად, ურთიერთობდა პიტერ უაიტჰედთან. ჯენიმ დაითანხმა უაიტჰედი (რომლის აზრით, ჯგუფი ჟღერდა, როგორც „ცუდი შენბერგი“), პინკ ფლოიდი გამოეყენებინა ფილმში ლონდონის „სვინგიან“ სცენის შესახებ.[60] იანვარში, 80 გირვანქა სტერლინგის გახახდით, უაიტჰედმა ჯგუფი ჩელსიში, ჯონ ვუდის კუთვნილ სტუდიაში Sound Techniques შეიყვანა[61], ჯო ბოიდთან ერთად.[60] იქ პინკ ფლოიდმა ჩაწერა "Interstellar Overdrive"-ის 16 წუთიანი ვერსია და კიდევ ერთი კომპოზიცია, "Nick's Boogie".[60][61] ეს პროცესი უაიტმა გადაიღო და გამოიყენა ფილმში Tonite Let's All Make Love in London[61], მოგვიანებით კი - ვიდეოში London '66–'67.[60][61] მოგვიანებით უაიტჰედი ჯგუფის შესახებ ამბობდა: „ერთად იყვნენ შერწყმულები, როგორც ჯაზური ჯგუფი“.[60]

კონტრაქტი რედაქტირება

ბოიდმა სცადა ჯგუფისთვის ლეიბლ Polydor Records-თან კონტრაქტის მოპოვება.[49][62] თუმცა, მორისონმა კინგი და ჯენერი დაითანხმა უკანასკნელსა და EMI-ს შორის კამათის გამოწვევაზე.[62] იანვრის ბოლოს ბოიდი პროდიუსერის სახით ესწრებოდა ჯგუფის კიდევ ერთ სესიას[49][55] ჩელსიში, სტუდიაში Sound Techniques.[nb 7][49][64] საბოლოოდ პინკ ფლოიდი EMI-ზე დარჩა. უჩვეულო იყო, რომ კონტრაქტი ითვალისწინებდა სტუდიური ალბომის თავიდანვე ჩაწერას, რაც ნიშნავდა, რომ EMI-ს სტუდიებში ჯგუფისთვის სამუშაო დრო შეზღუდული არ ყოფილა - მომავალი ალბომის გაყიდვის შემოსავლიდან განსაზღვრული პროცენტის სანაცვლოდ. ჯგუფმა აგრეთვე სცადა "Arnold Layne"-ის ხელმეორედ ჩაწერა, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა იანვარში ბოიდთან ერთად ჩაწერილი ვერსია.[63]

The Piper at the Gates of Dawn რედაქტირება

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

ფილმები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

შენიშვნები რედაქტირება

  1. ბარეტმა სახელი"Pink Floyd" შეადგინა პინკ ანდერსონისა და ფლოიდ კაუნსილის სახელების შერწყმით[33]. ამ მუსიკოსების შესახებ მან ამოიკითხა ბლაინდ ბოი ფულერის 1962 წლის ალბომის ანოტაციაში: "Curley Weaver and Fred McMullen, [...] Pink Anderson or Floyd Council—these were a few amongst the many blues singers who were to be heard in the rolling hills of the Piedmont, or meandering with the streams through the wooded valleys."[34][35]
  2. ჩაიწერა სლიმ ჰარპოს "I'm a King Bee" და ბარეტის სამი კომპოზიცია - "Double O Bo", "Butterfly" და "Lucy Leave".[36][37] "Double O Bo" და "Lucy Leave", ჩაწერილი ამ სესიების დროს, გრამფირფიტებზე აცეტატების სახით არის დარჩენილი.[37][38]
  3. „მჟავის“ ეფექტის ქვეშ მყოფმა ბარეტმა კუთხეში დადო ფორთოხალი, ქლიავი და ასანთის კოლოფი და მათ უყურებდა. ამ კომპოზიციას სიდმა „ვენერა და იუპიტერი უწოდა“.[39][40] თორგერსონმა მოგვიანებით, ალბომების კომპილაციის „Syd Barrett“ შეფუთვაზე გამოიყენა იგივე კომპოზიცია.[39]
  4. 1966 წლის დასაწყისისთვის ჯგუფი კვლავ ასრულებდა რიტმ-ენდ-ბლუზურ ჰიტებს,[46][47] მაგრამ საკუთარ კომპოზიციებსაც ამატებდა. მათ შორის იყო "Let's Roll Another One", "Lucy Leave", "Butterfly", "Remember Me" და "Walk with Me Sydney".[46]
  5. ბარეტი, რომელიც ერლემს სტრიტზე ცხოვრობდა, ხშირად უსმენდა The Mothers of Invention-ის Freak Out!-ს, The Byrds-ის Fifth Dimension-ს The Fugs-ს Love-ის სადებიუტო ალბომებს,[48] ისევე, როგორც The Beatles-ს Revolver-ს,[49]. ყველა ალბომს აერთიანებს პროტო-ფსიქოდელიური განწყობა, რომელიც ბარეტის სიმღერებში წამყვან პოზიციას იკავებდა, ისევე, როგორც მანამდე რიტმ-ენდ-ბლუზი.[48] მაგალითად, "Interstellar Overdrive" (რომელიც ჯგუფის სეტლისტში შემოდგომიდან ჟღერდა), დაიწერა Love-ის "My Little Red Book"-ის თავისუფალი ფორმის სექციაში შეტანილი გიტარის რიფის გავლენით. "Pow R. Toc H."-ზე გავლენა მოახდინა ფრენკ ზაპას თავისუფალმა იმპროვიზაციებმა და The Byrds-ის "Eight Miles High"-მ. The Kinks-ის "Sunny Afternoon" აგრეთვე იქცა ბარეტის შთაგონებად.[48]
  6. დემოში შეტანილია "I Get Stoned" (იგივე "Stoned Alone"), "Let's Roll Another One", "Lucy Leave" და "Interstellar Overdrive"-ის 15 წუთიანი ვერსია.[56]
  7. Sound Techniques-ის სესიისას ჩაიწერა "Arnold Layne",[49][58] და რამდენიმე სხვა სიმღერა - "Matilda Mother", "Chapter 24", "Interstellar Overdrive" და "Let's Roll Another One" (მოგვიანებით მას უოტერსის რჩევით "Candy and a Currant Bun" ეწოდა). "Arnold Layne"-ის სახელწოდებაზე ნიკ მეისონი ამბობდა: „ვიცოდით, რომ როკ-ენ-როლის ვარსკვლავობა და სინგლების შექმნა გვსურდა, ამიტომ ეს იყო სიმღერა, რომლის 3 წუთში ჩატევა შეიძლებოდა, სხვა ელემენტების დანაკარგის გარეშე.“[63]

სქოლიო რედაქტირება

  1. Unterberger, Richie. (2006)Review of Syd Barrett. Allmusic. ციტირების თარიღი: 4 October 2013.
  2. Patterson, R. Gary (6 July 2004). Take a Walk on the Dark Side: Rock and Roll Myths, Legends, and Curses. Touchstone, გვ. 180. ISBN 978-0-7432-4423-7. 
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Manning 2006, p. 8
  4. 4.0 4.1 Chapman 2010, p. 3–4
  5. 5.0 5.1 Blake 2008, p. 13
  6. 6.0 6.1 Chapman 2010, p. 4
  7. Manning 2006, pp. 9–10.
  8. 8.0 8.1 Palacios 1997
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 Manning 2006, p. 10.
  10. 10.0 10.1 Chapman 2010, p. 12.
  11. Mason, Nick. Inside Out: A Personal History of Pink Floyd (Weidenfeld & Nicolson, 2004) ISBN 978-0-297-84387-0.
  12. Chapman 2010, p. 11–12.
  13. Chapman 2010, p. 8.
  14. Chapman 2010, p. 9.
  15. 15.0 15.1 Blake 2008, p. 17.
  16. Chapman 2010, p. 31.
  17. Chapman 2010, p. 33.
  18. „Seeing Pink – a Floyd gazetteer of Cambridge“. Cambridge Evening News. 17 October 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 17 September 2011.
  19. Schaffner 2005, p. 22-23.
  20. Chapman 2010, p. 40
  21. 21.0 21.1 21.2 Manning 2006, p. 11
  22. Manning 2006, pp. 11–12.
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 Manning 2006, p. 12
  24. Chapman 2010, p. 50
  25. Chapman 2010, p. 58
  26. Chapman 2010, p. 45
  27. Anon (12 July 2006). „Syd Barrett“. The Times. Times Newspapers Ltd. ციტირების თარიღი: 11 June 2011.
  28. Manning 2006, p. 14.
  29. 29.0 29.1 29.2 29.3 29.4 Chapman 2010, p. 52
  30. Blake 2008, p. 38.
  31. 31.0 31.1 Manning 2006, p. 15
  32. 32.0 32.1 Blake 2008, p. 43
  33. Chapman 2010, p. 53
  34. Floyd Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 23 October 2010.
  35. 35.0 35.1 35.2 35.3 Manning 2006, p. 19
  36. Manning 2006, p. 15–16
  37. 37.0 37.1 Chapman 2010, p. 65
  38. Manning 2006, p. 16
  39. 39.0 39.1 39.2 39.3 39.4 Manning 2006, p. 17
  40. 40.0 40.1 Chapman 2010, p. 76–77
  41. Manning 2006, p. 18
  42. Chapman 2010, p. 73
  43. Blake 2008, p. 45.
  44. Chapman 2010, p. 99
  45. Chapman 2010, p. 124
  46. 46.0 46.1 46.2 Chapman 2010, p. 86
  47. Chapman 2010, p. 104
  48. 48.0 48.1 48.2 48.3 Manning 2006, p. 26
  49. 49.0 49.1 49.2 49.3 49.4 Chapman 2010, p. 132
  50. 50.0 50.1 Manning 2006, p. 30
  51. 20th Century London: Youth Culture & Fashion. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 11 May 2007.
  52. 52.0 52.1 52.2 52.3 52.4 Jones 2003, p. 27
  53. Manning 2006, p. 27
  54. Chapman 2010, p. 115
  55. 55.0 55.1 Manning 2006, p. 25
  56. 56.0 56.1 56.2 Manning 2006, p. 28
  57. Manning 2006, pp. 28–29.
  58. 58.0 58.1 58.2 58.3 Manning 2006, p. 29
  59. Chapman 2010, p. 95
  60. 60.0 60.1 60.2 60.3 60.4 Manning 2006, p. 31
  61. 61.0 61.1 61.2 61.3 Chapman 2010, p. 123
  62. 62.0 62.1 Manning 2006, p. 31–32
  63. 63.0 63.1 Manning 2006, p. 32
  64. Jones 2003, p. 28
  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.