Interstellar Overdrive

პინკ ფლოიდის სიმღერა

Interstellar Overdrive“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1967 წლის ფსიქოდელიური ჟანრის კომპოზიცია ამავე წელს გამოსული ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn. იგი თითქმის ათ წუთს გრძელდება. მისი ადრეული ვერსია შეტანილია ფილმში Tonite Let's All Make Love in London და რამდენიმე არაოფიციალურ ჩანაწერში[5][6].

„Interstellar Overdrive“
კომპოზიციაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn
გამომცემელი Magdalene Music/Essex Music
გამოსვლის თარიღი 5 აგვისტო 1967
ჩაიწერა მარტი-აპრილი 1967
ჟანრი ფსიქოდელიური როკი[1], სპეის-როკი[2], პროტო-პროგი[3], ავანგარდული როკი[4]
ხანგრძლივობა
  • 9:41
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI Columbia (ბრიტანეთი)
Tower (აშშ)
ავტორ(ებ)ი სიდ ბარეტი, როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი
პროდიუსერი ნორმან სმითი
The Piper at the Gates of Dawnსიმღერები

კომპოზიცია და მუსიკა

რედაქტირება

„Interstellar Overdrive“ იყო რომელიმე როკ-ჯგუფის მიერ ჩაწერილი ერთ-ერთი პირველი ფსიქოდელიური ინსტრუმენტული იმპროვიზაცია.[2] იგი ითვლებოდა პინკ ფლოიდის პირველ ექსპერიმენტად სპეის-როკის განხრით[2] (ისევე, როგორც „Astronomy Domine“), თუმცა მოგვიანებით ჯგუფის წევრები ამ ტერმინის გამოყენებას ერიდებოდნენ. კომპოზიციის იდეა წარმოიშვა, როდესაც ჯგუფის მენეჯერი პიტერ ჯენერი ღიღინებდა მელოდიას, რომელსაც კარგად ვერ იხსენებდა (მოგვიანებით ყველაზე ხშირად ამბობდნენ, რომ ეს იყო Love-ის მიერ შესრულებული „My Little Red Book“-ის ვერსია.[6][7][8] გიტარისტმა და ვოკალისტმა სიდ ბარეტმა ჯენეჯერის ღიღინს გიტარა ააყოლა და მიღებული მელოდია გამოიყენა „Interstellar Overdrive“-ის ცენტრალურ თემად. ბასისტ როჯერ უოტერსს სიდისთვის უთქვამს, რომ სიმღერის რიგი აგონებდა სერიალ „სტეპტო და შვილის“ თემას (დაწერილს რონ გრეინერის მიერ)[2]. პერიოდში, როდესაც სიმღერა დაიწერა, ბარეტი შთაგონებული იყო AMM-ის შემოქმედებით და მათი გიტარისტის კით როუს ტექნიკით. უკანასკნელს განსაკუთრებით უყვარდა გიტარის სიმებზე სხვადასხვა ნივთის დადება[9]. „Interstellar Overdrive“-ის შუა, იმპროვიზებული სექცია (როგორც „Pow R. Toc H.“), შთაგონებული იყო ფრენკ ზაპას მსგავსი შესრულებებით და The Byrds-ის სიმღერით „Eight Miles High“[7].

„Interstellar Overdrive“-ში არის ისეთივე აქცენტი ქრომატულობაზე, როგორც „Astronomy Domine“-ში. მთავარი თემა ვითარდება ქრომატულად სიდან სოლამდე, საბოლოოდ კი მითი მთავრდება.[10] დასაწყისში მელოდია სრულდება გიტარის დამახინჯებული ტონალობით[1], რასაც ემატება როჯერ უოტერსის და რიჩარდ რაიტის საკრავები. მოგვიანებით შემოდის ნიკ მეისონის დასარტყმელი საკრავები. მას შემდეგ, რაც რიფი გიტარაზე რამდენიმეჯერ მეორდება, იწყება იმპროვიზაციული ნაწილი, Farfisa-ს ორგანით გაჯერებული, მშვიდი ინტერმედიებით.[11] კომპოზიცია საბოლოოდ თითქმის კარგავს სტრუქტურას და ასეთი თავისუფალი ფორმის ფონზე მხოლოდ გიტარის სხვადასხვა ხმაური თუ ჟღერს.[1] ამის შემდეგ, ფინალში, ჯგუფი უბრუნდება ძირითად თემას, რომლის ტემპი იკლებს და შეგნებულად ინტენსიურია.[11] უოტერსმა ერთხელ კომპოზიციას „აბსტრაქტული პიესა“ უწოდა[12]. რიფმა ბას-გიტარაზე მოგვიანებით გადაინაცვლა „Let There Be More Light“-ში, პინკ ფლოიდის შემდეგი ალბომიდან, კომპოზიციაში როჯერის ავტორობით.[9][13][14]

ჩანაწერი

რედაქტირება

კომპოზიციის სტერეო ვერსიაში ორგანი მოძრაობს ერთი არხიდან მეორეში, რაც არ არის ასახული მონო ჩანაწერში, რომელშიც მხოლოდ დამატებულია ორგანის და გიტარის ჟღერადობა.[2] ამასთან, მონო ვერსიაში ორგანი პირველი 50 წამის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილად ჟღერს, სპეციალური ეფექტებით, ხოლო სტერეო ვერსიაში ეს ეფექტები არ ისმის იმპროვიზაციამდე. 1967 წლის 27 თებერვალს წარმატებით ჩაიწერეს კომპოზიციის ხუთი დუბლი[15][16], ხოლო მეექვსე - 16 მარტს, იმ მიზნით, რომ მიეღოთ უფრო მოკლე ვერსია[17]. იმავე წლის ივნისში ინსტრუმენტების დამატებითი პარტიები ჩაწერეს.

Piper-ის ვარიანტი აგრეთვე შეტანილია ოფიციალურ კომპილაციურ ალბომში Relics[nb 1][nb 2] და A Nice Pair-ში (როგორც თავად სტუდიური ალბომი).[nb 3][nb 4][6] მიუხედავად იმისა, რომ ნორმან სმითი, ალბომის პროდიუსერი, ცდილობდა, ხანგრძლივი კომპოზიციები უფრო შეემოკლებინა[22][23], „Interstellar Overdrive“ მან დათმო. პიტერ ჯენერი იხსენებდა: „აშკარად შეთანხმდნენ, რომ აი ახლა შეეძლოთ Interstellar Overdrive-ის დაკვრა, ნებისმიერი შეშლილი ნომრის. სწორედ Interstellar Overdrive იყო ის შეშლილობა...კვლავ, მადლობა ნორმანს, რომ ამის საშუალება მისცა.“[24] შეყოვნების ეფექტი სმითმა მიიღო კომპოზიციის მეორე ვერსიის პირველზე დადებით.[2] სმითმა აგრეთვე დაუკრა კომპოზიციაში - მას ეკუთვნის სოლო დოლზე, ფინალის წინ.[25]

ალტერნატიული და საკონცერტო ვერსიები

რედაქტირება

სტანდარტული ვერსია ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn უფრო ცნობილია, ვიდრე საკონცერტო. მიუხედავად ამისა, სხვა ვერსიები განსხვავდება. დემო ვერსია პირველად ჩაიწერა 1966 წლის 31 ოქტომბერს[6][26], Thompson Private Recording Company-ს სტუდიაში[27]. ეს ვერსია გამოყენებულია სიდ ბარეტის მეგობრის, ენტონი სტერნის ფილმ „სან-ფრანცისკოს“ თანმხლები მუსიკის სახით[28]. ჩანაწერი პირველად ოფიციალურად 2017 წლის 22 აპრილს, გრამფირფიტების მაღაზიების დღის აღსანიშნავად გამოიცა. ამ ვერსიის ხანგრძლივობა 14:57-ს შეადგენს. პიტერ უაიტჰედი სტერნთან საუბარში ახსენებდა პინკ ფლოიდს, თუმცა სტერნი თავდაპირველად თვლიდა, რომ ჯგუფის მუსიკა „საშინელი“ იყო.[29] სტერნის ინიციატივით, ორივე ეწვია სამეფო სამხატვრო კოლეჯში გამართულ ჯგუფის საღამოს[29]. თუმცა, უაიტჰედი ყოველივე ამას ასე იხსენებდა: „UFO-ში შევედით და მომეწონა. პოპულარულ მუსიკას არ ჰგავდა, ეს იყო ხანგრძლივი იმპროვიზაცია, იდეალური იმისთვის, რაც მჭირდებოდა.“[29] პიტერმა პინკ ფლოიდი დაითანხმა „Interstellar Overdrive“-ის ჩაწერაზე, ფილმისთვის, რომელზეც იმ პერიოდში მუშაობდა[30]. სტუდიაში შესვლამდე კოლექტივმა მცირე რეპეტიცია გაიარა[30] და შემდეგ დღეს, 1967 წლის 11 იანვარს[6][31][32], სტუდიაში Sound Techniques შევიდა[31][32]. ეს სტუდია, მანამდე სტანდარტული ქარხანა, იმართებოდა ხმის ინჟინერების, ჯეფ ფროსტის და ჯონ ვუდის მიერ. [30]

სესიისთვის სტუდია ორი საათით იქირავეს. ვუდი და ჯო ბოიდი ხმის პულტთან მუშაობდა, ხოლო უაიტჰედი და სტერნი იღებდნენ კამერით.[30] კომპოზიციის ეს ჩანაწერი თითქმის 16 წუთს გაგრძელდა[31][32] და საბოლოოდ აღიბეჭდა ოთხარხიანი მაგნიტოფონის მეშვეობით[33], მხოლოდ ერთ დუბლში, ვინაიდან ჯგუფს არ სურდა იგივეს განმეორებით დაკვრა.[30] შემდეგ იმპროვიზაციით დაუკრეს კიდევ ერთი ინსტრუმენტალი, რომელსაც „Nick's Boogie“ უწოდეს[30]. ამ ნომრის შესრულების ხუთი წამი მოხვდა[30] უაიტჰედის ფილმში Tonite Lets All Make Love in London, თუმცა ამავე ფილმის საუნდტრეკში შევიდა კომპოზიციის უფრო ვრცელი ვარიანტები[6][31][32]. საუნდტრეკი, გამოცემული 1968 წელს[nb 5] შეიცავს კომპოზიციის „Interstellar Overdrive“ შემოკლებულ ვარიანტს და მის ორ რეპრიზას[32].

კომპოზიციის სრული ვერსია, ჩაწერილი უაიტჰედისთვის, მოხვდა London '66–'67-ში.[nb 6][31][32] ჯგუფისთვის კონტრაქტის მოსაპოვებლად ბოიდი დაბრუნდა Sound Techniques-ში[36][37], სადაც ჩააწერინა დემო ფირი, განკუთვნილი სხვადასხვა ლეიბლისთვის. ამ ფირზე ერთ-ერთი ჩანაწერი იყო „Interstellar Overdrive“[37]. ალბომის ვარიანტის ადრეული, დაუმუშავებელი და შემოკლებული ვერსია შევიდა ფრანგულ EP-ში, რომელიც 1967 წლის ივლისში გამოიცა.[nb 7][1] The Piper at the Gates of Dawn-ის გამოცემიდან 40 წლის აღსანიშნავ ვარიანტში [nb 8] შედის ორი სხვადასხვა, ხუთწუთიანი ვერსია[6], აქედან ერთ-ერთი არის დუბლი 6, ჩაწერილი 16 მარტს.[17]

მიუხედავად იმისა, რომ კონცერტებზეც სრულდებოდა, ეს იმპროვიზაციული კომპოზიცია სტუდიური ვერსიებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. დრამერი ნიკ მეისონი ავტობიოგრაფიულ Inside Out: A Personal History of Pink Floyd-ში წერს, რომ საკონცერტო ვერსიების ზოგიერთი სექცია ალბომის ვარიანტში არ ჟღერს და სინამდვილეში, 20 წუთამდე ჟღერდა. ლონდონის ანდერგრაუნდულ კლუბებში გამოსვლისას პინკ ფლოიდი კომპოზიციით ხშირად ხსნიდა პროგრამას. მას აგრეთვე სხვა კომპოზიციების შემდეგ ასრულებდნენ, ბისზე, სანამ 1970 წელს არ ამოიღეს სეტლისტიდან.[6] საკონცერტო გამოსვლების დროს მან პირველად 1966 წლის შემოდგომაზე გაიჟღერა[7]. ერთ-ერთი შესრულებისას, ღონისძიებაზე, რომელიც ნიკი ჰოპკინზმა მოაწყო, გადატვირთვის გამო გაითიშა ელექტროენერგია. ჰოპკინზის აზრით, ეს იყო „ცივი, ბინძური, მაგრამ მშვენიერი“.[26] მას შემდეგ, რაც Piper-ის ჩაწერა დასრულდა, საკონცერტო გამოსვლების დროს 30 წუთიანი ვერსია სრულდებოდა.[41] ერთ-ერთი ვარიანტი შესრულდა Granada Television-ის გადაცემისთვის Scene Special გადაღებისას, 1967 წლის იანვარში, UFO-ში[9]. ბარეტის მონაწილეობით როტერდამში, 1967 წლის ნოემბერში Hippy-Happy Fair-ზე გამოსვლისას ნომერი კვლავ დაუკრეს[42]. მოგვიანებით, სიდის ჯგუფიდან წასვლის შემდეგ, მისი, როგორც ცენტრალური კომპოზიციის ადგილი, დაიკავა „Set the Controls for the Heart of the Sun“-მა.[43][44]

ჯგუფი „Interstellar Overdrive“-ს ასრულებდა 1969 წელსაც, თუმცა მისი ჩანაწერი ამოღებულია Ummagumma-ს ოფიციალური გამოცემიდან[45] და მოხვედრილია ბუტლეგურ ჩანაწერში.

პერსონალი

რედაქტირება

აგრეთვე

შენიშვნები

რედაქტირება
  1. ბრიტანეთი, Starline SRS 5071/EMI IE 048 o 04775[18]
  2. აშშ, Harvest SW-759[19]
  3. ბრიტანეთი, Harvest SHDW 403[20]
  4. აშშ, Harvest SABB-11257[21]
  5. ბრიტანეთი, Instant INLP 002[34]
  6. ბრიტანეთი, See for Miles SFMDP 3[35]
  7. საფრანგეთ, EMI Columbia ESRF 1857[38]
  8. ორი დისკი: ევროპა, EMI 503 9232;[39] სამი დისკი: ევროპა, EMI 50999 5 03919 2 9[40]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 პალასიოსი, ჯულიან (2010). Syd Barrett & Pink Floyd: Dark Globe, Rev., ლონდონი: Plexus, გვ. 296. ISBN 0-85965-431-1. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 მენინგი, ტობი (2006). The Rough Guide to Pink Floyd, 1st, ლონდონი: Rough Guides, გვ. 180. ISBN 1-84353-575-0. 
  3. The History Of Prog In 50 Albums (November 6, 2016).
  4. Pinnock, Tom (July 24, 2015). „Pink Floyd’s 30 best songs“. Uncut. p. 11. ციტირების თარიღი: March 25, 2016. ციტატა: „“Interstellar Overdrive” was avant-garde rock music.“
  5. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, 7th, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  7. 7.0 7.1 7.2 მენინგი 2006, გვ. 26
  8. Chapman 2010, pგვ. 125–6
  9. 9.0 9.1 9.2 Carruthers, Bob (2011). Pink Floyd – Uncensored on the Record, E-book, Cooda Books Ltd. ISBN 978-1-908538-27-7. 
  10. რაიში, ჯორჯ ა. (2007). Pink Floyd and Philosophy: Careful With That Axiom, Eugene!, illustrated, Open Court Publishing, გვ. 104. ISBN 9780812696363. 
  11. 11.0 11.1 პალასიოსი 2010, გვ. 189
  12. პალასიოსი 2010, გვ. 129
  13. პალასიოსი 2010, გვ. 200
  14. პალასიოსი 2010, გვ. 319
  15. პალასიოსი, ჯულიან (2010). Syd Barrett & Pink Floyd: Dark Globe, Rev., ლონდონი: Plexus, გვ. 188. ISBN 0-85965-431-1. 
  16. პალასიოსი 2010, გვ. 187
  17. 17.0 17.1 პალასიოსი 2010, გვ. 195
  18. Pink Floyd - Relics (Vinyl, LP) at Discogs. Discogs. ციტირების თარიღი: 23 April 2013.
  19. Pink Floyd - Relics - A Bizarre Collection Of Antiques & Curios (Vinyl, LP) at Discogs. Discogs.com. ციტირების თარიღი: 23 April 2013.
  20. Pink Floyd - A Nice Pair (Vinyl, LP) at Discogs. Discogs.com. ციტირების თარიღი: 23 April 2013.
  21. Pink Floyd - A Nice Pair (Vinyl, LP) at Discogs. Discogs.com. ციტირების თარიღი: 23 April 2013.
  22. მენინგი 2006, გვ. 34
  23. Blake, Mark (2008). Comfortably Numb: The Inside Story of Pink Floyd. Cambridge, MA: Da Capo, გვ. 84–85. ISBN 0-306-81752-7. 
  24. Cavanagh, John (2003). The Piper at the Gates of Dawn. New York [u.a.]: Continuum, გვ. 72–73. ISBN 978-0-8264-1497-7. 
  25. 25.0 25.1 Chapman 2010, გვ. 170
  26. 26.0 26.1 მენინგი 2006, გვ. 28
  27. პალასიოსი 2010, გვ. 136
  28. პალასიოსი 2010, pგვ. 136–137
  29. 29.0 29.1 29.2 პალასიოსი 2010, გვ. 156
  30. 30.0 30.1 30.2 30.3 30.4 30.5 30.6 პალასიოსი 2010, გვ. 157
  31. 31.0 31.1 31.2 31.3 31.4 მენინგი 2006, გვ. 31
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 32.4 32.5 Chapman 2010, გვ. 123
  33. (2012) რედ. Gordon, Kylee Swenson: Electronic Musician Presents the Recording Secrets Behind 50 Great Albums. Backbeat Books. ISBN 9781476821368. 
  34. Various - Tonite Let's All Make Love In London (Vinyl, LP, Album) at Discogs. Discogs.com. ციტირების თარიღი: 23 April 2013.
  35. Pink Floyd - London '66 - '67 (CD) at Discogs. Discogs.com. ციტირების თარიღი: 23 April 2013.
  36. მენინგი 2006, გვ. 29
  37. 37.0 37.1 მენინგი 2006, გვ. 32
  38. Pink Floyd, The* – Arnold Layne (Vinyl) at Discogs. Discogs. ციტირების თარიღი: 24 December 2012.
  39. Pink Floyd – The Piper At The Gates Of Dawn at Discogs. Discogs.com. ციტირების თარიღი: 23 April 2013.
  40. Pink Floyd – The Piper At The Gates Of Dawn at Discogs. Discogs.com. ციტირების თარიღი: 23 April 2013.
  41. პალასიოსი 2010, გვ. 232
  42. პალასიოსი 2010, გვ. 299
  43. პალასიოსი 2010, გვ. 275
  44. პალასიოსი 2010, გვ. 301
  45. Schaffner, Nicholas (2005). Saucerful of Secrets: The Pink Floyd Odyssey, New, ლონდონი: Helter Skelter, გვ. 156. ISBN 1-905139-09-8. 
  46. 46.0 46.1 46.2 46.3 The Piper at the Gates of Dawn (Media notes). Pink Floyd. EMI. 1967. SCX6157.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)