ნორმან სმითი (მუსიკალური პროდიუსერი)
ნორმან სმითი (Norman Smith, დ. 22 თებერვალი, 1923 — გ. 3 მარტი, 2008)[1] — ბრიტანელი მუსიკოსი და პროდიუსერი. 1959 წელს გახდა EMI-ს ხმის ინჟინერი.
1965 წლამდე ნორმანი The Beatles-ის ყველა სტუდიური ჩანაწერის ხმის ინჟინერი იყო. Rubber Soul იყო უკანასკნელი ალბომი[2], რომელზეც მან იმუშავა. საერთო ჯამში, მას ნამუშევარი აქვს ჯგუფის 100-მდე სიმღერაზე[3]. 1967 წელს იგი პინკ ფლოიდთან სამუშაოდ გადაიყვანეს. მთლიანობაში მან იმუშავა სამ ალბომზე - The Piper at the Gates of Dawn, A Saucerful of Secrets და Ummagumma[4]. ამასთან, სიმღერაში „Remember A Day“ იგი დასარტყმელ საკრავებზე უკრავს[5].
1970-იან წლებში ჰქონდა საკმაოდ წარმატებული მუსიკალური კარიერა „Hurricane Smith“-ის ფსევდონიმით და ორი ჰიტით, „Don't Let It Die“[6] და „Oh Babe What Would You Say?“[7].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Thedeadrockstarsclub.com – accessed March 2011
- ↑ Norman Hurricane Smith – "The Sound of The Beatles". Ear Candy (1 March 2006). ციტირების თარიღი: 2008-02-12.
- ↑ Swirsky, Seth. (1 March 2006) A Ticket To Rye: My Afternoon with Beatles Engineer Norman Smith. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-28. ციტირების თარიღი: 2008-02-12.
- ↑ Nick Mason interview. Ear Candy (1 March 1973). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-09. ციტირების თარიღი: 2008-02-12.
- ↑ ბლეიკი, მარკ. Comfortably Numb: The Inside Story of Pink Floyd. Thunder's Mouth Press, 2008, გვ. 117.
- ↑ Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London: Guinness World Records Limited, გვ. 509. ISBN 1-904994-10-5.
- ↑ 1973 UK, Eurochart, Billboard & Cashbox No.1 Hits. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-01. ციტირების თარიღი: 2008-02-13.