Lucifer Sam
„Lucifer Sam“ — მეორე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სადებიუტო სტუდიური ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn (1967).
„Lucifer Sam“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn | ||||
გამოსვლის თარიღი | 5 აგვისტო 1967 | |||
ჩაიწერა | აპრილი-ივნისი 1967 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, სპეის როკი, მძიმე როკი[1][2] | |||
ხანგრძლივობა | 3:07 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia/EMI (ბრიტანეთი) Capitol (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | სიდ ბარეტი | |||
პროდიუსერი | ნორმან სმითი | |||
The Piper at the Gates of Dawn – სიმღერები | ||||
|
მუსიკა და ტექსტი
რედაქტირებაკომპოზიცია იწერებოდა 1967 წლის აპრილში-ივნისში. იგი აგებულია დამავალ რიფზე და მის ავტორ, სიდ ბარეტის დომინირებად ელექტრონულ გიტარაზე, რომელიც ჟღერს ექოს ეფექტის თანხლებით. ამას ახლავს ორგანისა და პერკუსიის ჟღერადობა.
მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში „ლუციფერი“ ნახსენებია, როგორც კატის სახელი, ამბობენ, რომ საუბარია მამაკაცზე, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა ბარეტის მეგობარ გოგონა ჯენი სპაირზთან ერთად (რომელიც ტექსტში ნახსენებია, როგორც ჯენიფერ ჯენტლი). თუმცა, ცნობილია, რომ სემი ერქვა ბარეტის შინაურ კატას და სიმღერის პირველი სათაური იყო „Percy the Rat Catcher“ (პერსი ვირთხების დამჭერი).
ჯგუფის მიერ ნომერი 1967 წელს, სტუდიური ჩანაწერის გარდა, სულ ხუთჯერ შესრულდა.
ნომერი 2011 წლის სექტემბერში ჯგუფმა MGMT ჯიმი ფელონის შოუში კამპანიის Why Pink Floyd? ფარგლებში შეასრულა.
პერსონალი
რედაქტირება- სიდ ბარეტი — გიტარა, ვოკალი
- რიჩარდ რაიტი — კლავიშებიანი საკრავები
- როჯერ უოტერსი — ბას-გიტარა
- ნიკ მეისონი — დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ A. Robbins, The Trouser Press Record Guide (Collier Books, 1991), ISBN 0020363613
- ↑ Allmusic review. Stewart Mason. ციტირების თარიღი: 17 March 2011.