Take Up Thy Stethoscope and Walk
პინკ ფლოიდის სიმღერა
„Take Up Thy Stethoscope and Walk“ — მეექვსე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სადებიუტო სტუდიური ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn (1967).[1][2]
„Take Up Thy Stethoscope and Walk“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn | ||||
გამოსვლის თარიღი | 5 აგვისტო 1967 | |||
ჩაიწერა | მარტი 1967 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:05 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia/EMI (ბრიტანეთი) Capitol (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | ნორმან სმითი | |||
The Piper at the Gates of Dawn – სიმღერები | ||||
|
მუსიკა და ტექსტი
რედაქტირება„Take Up Thy Stethoscope and Walk“ არის როჯერ უოტერსის სადებიუტო საავტორო ჩანაწერი, რომელსაც ახლავს სიდ ბარეტის გიტარა და რიჩარდ რაიტის კლავიშებიანი საკრავების ენერგიული სოლო. სიმღერის სათაური მომდინარეობს იოანეს სახარების მეხუთე თავიდან [3], სადაც იესო ქრისტე მიმართავს სნეულს - „აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი“. ბიბლიის ციტირებას ადგილი აქვს როჯერ უოტერსის მიერ დაწერილ სხვა კომპოზიციებშიც. სიტყვები „Doctor, Doctor“ ასევე მეორდება სიმღერაში Amused to Death (1992).
პერსონალი
რედაქტირება- როჯერ უოტერსი — ბას-გიტარა, ვოკალი
- სიდ ბარეტი — გიტარა, ვოკალი
- ნიკ მეისონი — დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- რიჩარდ რაიტი — Farfisa-ს ორგანი, პიანინო
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2011-07-30.