The Gnome“ — მეათე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სადებიუტო სტუდიური ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn (1967).[1][2] მისი ავტორია სიდ ბარეტი. სიმღერა პირველად გამოიცა სინგლის „See Emily Play“ B-მხარეს, სახელწოდებით „Scarecrow“.

„The Scarecrow“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn
A-მხარე „See Emily Play“
გამოსვლის თარიღი 16 ივნისი 1967
ჩაიწერა 22 მარტი 1967
ები-როუდის სტუდიები
(ლონდონი, გაერთიანებული სამეფო)
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 2:11
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI Columbia (გაერთიანებული სამეფო)
Tower (აშშ)
ავტორ(ებ)ი სიდ ბარეტი
პროდიუსერი ნორმან სმითი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Arnold Layne“
(1967)
The Scarecrow
(1967)
„Apples and Oranges“
(1967)
The Piper at the Gates of Dawn — სიმღერების სია

ინფორმაცია

რედაქტირება

სიმღერაში განხილულია ეგზისტენციალიზმის თემები. სიდ ბარეტი, სიმღერის ავტორი, ტექსტში თავის არსებობას ადარებს საფრთხობელას ცხოვრებას, რომელიც მასზე უფრო მეტად „სევდიანია“ და „შეეგუა თავის ბედს“. მსგავსი თემატური შინაარსის მქონე ტექსტები მოგვიანებით ჯგუფის ტექსტობრივი მასალის ნაწილად იქცა. აშშ-ში სიმღერა 1967 წლის ივლისიდან 1968 წლამდე სამჯერ გამოიცა სინგლის სახით. ბრიტანეთში მას წარმატება არ ჰქონია.

პრომო-ფილმები

რედაქტირება

Pathé-ს ახალი ამბების რუბრიკისათვის 1967 წლის ივლისში გადაღებული იქნა სიმღერის პრომო-ფილმი. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორც ეცემა ბალახში როჯერ უოტერსი. ნიკ მეისონი თავის ქუდს ახურავს საფრთხობელას. ფილმის ნაწილი გამოყენებული იქნა როჯერ უოტერსის მიერ სიმღერის „Set the Controls for the Heart of the Sun“ სოლო კონცერტებზე შესრულებისას.

1968 წელს, ჯგუფის ბელგიაში ყოფნის დროს გადაღებული იქნა პრომო-ფილმები „Astronomy Domine“, „See Emily Play“, „The Scarecrow“, „Apples and Oranges“, „Paint Box“, „Set The Controls For The Heart Of The Sun“ და „Corporal Clegg“. სიდ ბარეტი ამ ფილმებში არ ჩნდება, ვინაიდან იგი უკვე დევიდ გილმორმა შეცვალა. დევიდი პირს ამოძრავებს ბარეტის ტექსტის ფონზე. „The Scarecrow“-ს რგოლში უოტერსი Rickenbacker-ის ბას გიტარაზე ვიოლინოს ხემით უკრავს.

პერსონალი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.