Apples and Oranges“ (ქართ. ვაშლები და ფორთოხლები) — ინგლისურ როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მესამე ბრიტანული და უკანასკნელი სინგლი, რომელიც სიდ ბარეტმა დაწერა.

„Apples And Oranges“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Early Singles
B-მხარე Paint Box
გამოსვლის თარიღი 18 ნოემბერი, 1967
ჩაიწერა ოქტომბერი, 1967
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 3:08
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia (EMI) (ბრიტანეთი)
პროდიუსერი ნორმან სმითი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Flaming“
(1967)
Apples And Oranges
(1967)
„It Would Be So Nice“
(1968)
An Introduction to Syd Barrett — სიმღერების სია

ისტორია რედაქტირება

სინგლის B-გვერდზე იყო რიჩარდ რაიტის დაწერილი „Paint Box“. სიმღერა არის გოგოს შესახებ, რომელსაც მთხრობელი ხვდება სუპერმარკეტში. ეს არის ერთ-ერთი პინკ ფლოიდის ცოტაოდენი სიმღერიდან, რომლებიც უშუალოდ სიყვარულს ეხება.

ეს იყო ჯგუფის პირველი სინგლი, რომელიც ვერ მოხვდა ბრიტანულ ჩარტებში და მათმა ამერიკულმა ლეიბლმა Tower Records-მა სანაცვლოდ გამოსცა სინგლი „Flaming“/„The Gnome“, რომელიც მხოლოდ აშშ-ში გამოვიდა. „Apples and Oranges“-ის წარუმატებლობას ხშირად ასახელებენ 1967 წელს ბარეტის მზარდი ფსიქიკური არასტაბილურობის ერთ-ერთ მიზეზად. უოტერსი სინგლის გაყიდვების დაბალ მაჩვენებელს აბრალებდა ნორმან სმითს:„Apples and Oranges გაანადგურა წარმოებამ. ეს ძალიან კარგი სიმღერაა.“[1]

სინგლის ორივე მხარე დამუშავებული იყო სტერეოსთვის, მაგრამ Columbia-მ არჩია მონო ვერსიების გამოშვება, რადგან იმ დროისთვის სტერეო სინგლები ბრიტანეთში არ ითვლებოდა სტანდარტად. Apples and Oranges-ის მონო ვერსია განსხვავდება სტერეოსაგან, ეს უკანასკნელი შეიცავს დამატებით დაუმუშავებელ მასალას. Paintbox-ის სტერეო ვერსია პირველად გამოჩნდა 1971 წლის კრებულში Relics. ორივე სიმღერის სტერეო ვერსია კი გამოჩნდა 1974 წლის კრებულში Masters of Rock. დანარჩენი ოთხი ადრეული ბრიტანული სინგლი თავიდანვე მონოს სახით ჩაიწერა. „Arnold Layne“, „See Emily Play“, „It Would Be So Nice“, და „Point Me at the Sky“ არსებობს მხოლოდ მონოს ან ყალბი სტერეოს სახით, ხოლო „Julia Dream“ და სავარაუდოდ „Careful With That Axe, Eugene“ მოგვიანებით გადაამუშავეს სტერეოდ, Relics-ზე შესატანად. Apples and Oranges-ის მონო და სტერეო ვერსიები და „Paintbox“-ის მონო ვერსია შეტანილია The Piper at the Gates of Dawn-ის 40-ე საიუბილეო გამოცემაში.

პრომო-ფილმი რედაქტირება

პინკ ფლოიდმა, ბარეტთან ერთად, თავის პირველ ამერიკულ სატელევიზიო გამოსვლაზე, გადაცემაში American Bandstand, შეასრულა ეს სიმღერა ფონოგრამით. ბარეტის დევიდ გილმორით ჩანაცვლების შემდეგ, ჯგუფმა გადაიღო პრომო კლიპი ბელგიაში, ხილეულის მაღაზიაში, სადაც უოტერსი ვოკალური ნაწილის შესრულებას განასახიერებს.

ციტატები რედაქტირება

 
„ეს მხიარული სიმღერაა და მას გარკვეული შეხება აქვს შობასთან. სიმღერა არის გოგოზე, რომელიც მე დავინახე რიჩმონდში, ქალაქში სეირნობისას“
(სიდ ბარეტი[2])

.

პერსონალი რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. შეფნერი, ნიკოლას. Saucerful of Secrets: The Pink Floyd Odyssey, გვ. გვ. 98. 
  2. მაკდონალდი, ბრუნო. Pink Floyd: Through the Eyes of the Band, Its Fans, Friends, and Foes, გვ. გვ. 188.