Astronomy Domine
Astronomy Domine — პირველი კომპოზიცია პინკ ფლოიდის სადებიუტო სტუდიური ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn (1967).[2][3]
„Astronomy Domine“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn | ||||
გამოსვლის თარიღი | 5 აგვისტო 1967 | |||
ჩაიწერა | 11–13 აპრილი 1967 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, სპეის როკი, ფსიქოდელიური პოპი[1] | |||
ხანგრძლივობა | 4:12 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia/EMI (ბრიტანეთი) Capitol (აშშ) | |||
ავტორი | სიდ ბარეტი | |||
პროდიუსერი | ნორმან სმითი | |||
The Piper at the Gates of Dawn - სიმღერები | ||||
| ||||
სიმღერაში წამყვან ვოკალებს ასრულებენ ავტორი, სიდ ბარეტი და რიჩარდ რაიტი.[2] კომპოზიციის სამუშაო სახელწოდება იყო Astronomy Domine (An Astral Chant). Domine (ლათ.: უფალი) ხშირად ჟღერს გრეგორიანულ საგალობლებში.
კომპოზიციარედაქტირება
სიმღერა იწყება ჯგუფის მენეჯერ პიტერ ჯენერის ხმით, რომელიც მეგაფონის დახმარებით წარმოთქვამს პლანეტების სახელებს.[2] ამის შემდეგ ჟღერს ბარეტის გიტარა Fender Esquire. შემდეგ იწყება ნიკ მეისონის დასარტყმელი საკრავების ხმა, რასაც ახლავს სიდ ბარეტის გიტარის ჟღერადობა. უკანა ფონზე ჟღერს რაიტის ორგანი Farfisa. ბარეტის მიერ ნამღერ ტექსტში საუბარია სხვადასხვა პლანეტაზე. როჯერ უოტერსი იმეორებს სოლოს ბას-გიტარაზე.
როჯერ უოტერსი: „სიდს სიმღერა ჰქონდა კოსმოსის შესახებ - Astronomy Domine - ეს არის და ეს. სიდის სიმღერები კოსმოსის შესახებ ამით შემოიფარგლება და აქ იმალება მთელი იდუმალება, რომ იგი ყველაფრის შემქმნელი იყო.“
სხვა ვერსიებირედაქტირება
კომპოზიცია ხშირად სრულდებოდა ჯგუფის საკონცერტო გამოსვლებზე. იგი შეტანილია ალბომის Ummagumma საკონცერტო დისკზე. ამ ვერსიაში შეიმჩნევა ჯგუფის პროგრესული როკის სტილისტიკისადმი მისწრაფება. პირველი სტროფი ჟღერს ორჯერ, ხოლო ინსტრუმენტული იმპროვიზაცია უფრო ვრცელია, ვიდრე სტუდიურ ალბომზე. ძირითად ვოკალებს ამ პერიოდში ინაწილებდნენ დევიდ გილმორი და რაიტი.
1971 წლის შუა თვეებში Astronomy Domine საკონცერტო პროგრამიდან ამოვარდა, მაგრამ კვლავ დაბრუნდა 1994 წელს. მაიამიში ჩაწერილი საკონცერტო ვერსია შეტანილია სინგლზე Take It Back, ხოლო ლონდონის კონცერტების ერთ-ერთი ვერსია - ალბომზე P*U*L*S*E. გილმორი სიმღერას ასრულებდა 2006 წლის ტურნეს მსვლელობისას, რიჩარდ რაიტთან ერთად.
პრომო ვიდეორედაქტირება
1968 წელს, ჯგუფის ბელგიაში ყოფნის დროს გადაღებული იქნა პრომო-ფილმები Astronomy Domine, See Emily Play, The Scarecrow, Apples and Oranges, Paint Box, Set The Controls For The Heart Of The Sun და Corporal Clegg. სიდ ბარეტი ამ ფილმებში არ ჩნდება, ვინაიდან იგი უკვე დევიდ გილმორმა შეცვალა. დევიდი პირს ამოძრავებს ბარეტის ტექსტის ფონზე.
ფაქტებირედაქტირება
- ჯგუფის მიერ სიმღერა სრულდებოდა 1967–1971 და 1994 წლებში. როჯერ უოტერსთან ერთად იგი უკანასკნელად 1971 წლის 20 ივნისს, რომში შესრულდა.[4]
- სიმღერა ასევე შეტანილია კრებულში Echoes: The Best of Pink Floyd.
- ვერსია ალბომიდან P*U*L*S*E 4 წუთიანია.
- დევიდ გილმორი სიმღერას ასრულებდა 2006 წლის ტურნეს მსვლელობისას და ები-როუდის სტუდების სესიებზე. ვიდეოჩანაწერი შესულია DVD-ზე Live in Gdańsk. ნომერი აგრეთვე ჩაიწერა გილმორისა და მისი ბენდის მიერ ები როუდის სტუდიებში, გადაცემისთვის Live from Abbey Road (2006).
პერსონალირედაქტირება
- სიდ ბარეტი — გიტარა (Fender Esquire), ვოკალი
- რიჩარდ რაიტი — ელექტრონული ორგანი (Farfisa), ვოკალი
- როჯერ უოტერსი — ბას-გიტარა (Rickenbacker 4001)
- ნიკ მეისონი — დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- პიტერ ჯენერი — ტექსტი შესავალში
სქოლიორედაქტირება
- ↑ The Piper at the Gates of Dawn review. Rolling Stones Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-04. ციტირების თარიღი: 2011-07-30.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ Live in Rome — Palaeur, June 20, 1971 (Aulica), The Concert / Roio Database.