Learning to Fly (სიმღერა)
„Learning to Fly“ (ქართ. ვსწავლობ ფრენას) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან A Momentary Lapse of Reason[1][2]. იგი გამოიცა სინგლის სახით, 1987 წელს. აგრეთვე გადაღებულია სიმღერის მუსიკალური ვიდეო.
„Learning to Fly“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან A Momentary Lapse of Reason | ||||
B-მხარე | Terminal Frost | |||
გამოსვლის თარიღი |
14 სექტემბერი 1987 (ბრიტანეთი) 16 სექტემბერი, 1987 (აშშ) | |||
ჩაიწერა | ოქტომბერი 1986 – მაისი 1987 | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 4:53 (ალბომის ვერსია) / 4:21 (სინგლის ვერსია) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Harvest Records (ბრიტანეთი), Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ) | |||
პროდიუსერი | დეივიდ გილმორი, ენტონი მური, ბობ ეზრინი, ჯონ კერინი | |||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
A Momentary Lapse of Reason — სიმღერების სია | ||||
| ||||
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია | ||||
სინგლს ამ სიმღერით დიდი პოპულარობა ხვდა წილად - ამერიკული წამყვანი როკ-ჩარტების #1 ადგილზე მოხვედრით. ახალ ზელანდიაში მან დაიკავა მეათე პოზიცია, აშშ-ს ძირითად ჩარტში - 70-ე, ხოლო გერმანიაში - 71-ე.
ამასთან, „Learning To Fly“ იყო მუსიკის ისტორიაში პირველი კომერციული CD-სინგლი. მასში, გარდა სხვა სიმღერებისა ამ ალბომიდან, შეტანილია „Terminal Frost“-ის სპეციალური ვერსია - გიტარის წამყვანი სოლოს გარეშე - რითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისი მოსმენისას საკუთარი სოლოს შესრულება.
შექმნა
რედაქტირებასიმღერის ძირითადი ავტორია დეივიდ გილმორი. მასში აღწერილია გილმორის ფიქრები ფრენის შესახებ (დეივიდი არის ლიცენზიის მქონე პილოტი მრავალი რეიტინგით). ამის გარდა, ითვლება, რომ სიმღერაში საუბარია გილმორის ჯგუფის ლიდერობაზე, ახალ დასაწყისზე როჯერ უოტერსის გარეშე. უკანასკნელი თეორია დადასტურდა 1992 წელს, დეივიდთან ინტერვიუში.
ტექსტი ეკუთვნის ენტონი მურს (ჯგუფი Slapp Happy, რომელსაც პიტერ ჯენერი კურირებდა). მური აგრეთვე დაბრუნდა ალბომზე The Division Bell მუშაობისას და რიჩარდ რაიტის ალბომზე Broken China. მის მიერ ამ სიმღერისთვის შექმნილი ტექსტის გავლენად იქცა გილმორის მიერ თვითმფრინავის მართვის გამოცდილება.
დეივიდ გილმორი:
მეც მაღლა დავფრინავ - თვითმფრინავებს ვმართავ. ჰო, ერთძრავიანი თვითმფრინავების მართვის ლიცენზია მაქვს. ამას წინათ გამოცდები ჩავაბარე და რანგი ავიმაღლე - შემიძლია ორძრავიანის მართვაც. მე და ნიკს საკუთარი ბიპლანები გვყავს. ენტონი სტუდიაში ხოლმე დილიდან მუშაობდა, მე კი არ ვჩნდებოდი. მე ვრეკავდი და მერე გადასცემდნენ - დეივიდი დღეს არ მოდის, ვინაიდან ფრენას სწავლობს.
სიმღერაში ჟღერს ნიკ მეისონის ხმაც.
საკონცერტო ვერსიები
რედაქტირებაკომპოზიცია სრულდებოდა ჯგუფის ორივე საკონცერტო ტურნეში, რომელიც ჩატარდა უკვე როჯერ უოტერსის წასვლის შემდეგ. საკონცერტო ვერსიებში გიტარის სოლოს ასრულებდა ტიმ რენუიკი. ეკრანზე გამოიყენებოდა სტორმ თორგერსონის მიერ გადაღებული მეორე ვიდეო, აერობილიკის სცენებით. ყველა შესრულების დროს „Learning to Fly“ განსხვავდებოდა ორიგინალური სტუდიური ვერსიისგან იმით, რომ იწყებოდა მხოლოდ დასარტყმელი საკრავების ხმით და ბასის ჟღერადობით.
მუსიკალური ვიდეო
რედაქტირებასიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია სტორმ თორგერსონი. ვიდეო გადაღებულია კანადაში, ტურნეს A Momentary Lapse of Reason რეპეტიციების დროს. მასში გამოყენებულია როგორც ჯგუფის სასცენო გამოსვლის სცენები, ასევე სიუჟეტური კადრები, სადაც ამერიკელი მამაკაცი მუშაობს მინდორზე და ადის მთაზე, საიდანაც ხტება და მიფრინავს. მის როლს განასახიერებს ლოურენს ბეინი, კანადელი მსახიობი.
კადრები გადაღებულია უესტ ვინდ რიჯის, კანანასკისში (კანადა) მდებარე მთის მიდამოებში (და თავად მთაზეც).
MTV-ს გადაცემაში Video Countdown 1987 წლის ნოემბერში მუსიკალური ვიდეო მოხვდა #9 პოზიციაზე, ხოლო საერთო ჯამში 1987 წელს მოხვდა ამ არხის რეიტინგის #60 ადგილზე. MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე მან 1988 წელს ჯგუფს მოუტანა ერთადერთი ჯილდო კონცეპტუალური ვიდეოს კატეგორიაში.
ვიდეო შეტანილია DVD-ს Pulse (2006) დამატებებში.
სიმღერების სია
რედაქტირება- 7" სინგლი (EMI, EM 26)
- Learning To Fly (7" ვერსია) - 4:21
- Terminal Frost (ალბომის ვერსია) - 6:16
პერსონალი
რედაქტირება- პინკ ფლოიდი
- დეივიდ გილმორი — გიტარები, ვოკალი
- ნიკ მეისონი — დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- რიჩარდ რაიტი — კლავიშებიანი საკრავები
- სხვა მუსიკოსები
- ჯონ კერინი — კლავიშებიანი საკრავები
- სტივ ფორმენი — პერკუსია
- ტონი ლევინი — ბას-გიტარა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.