ენტონი ფრედერიკ ლევინი (ინგლ. Anthony Frederick Levin; დ. 6 ივნისი 1946, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ამერიკელი მუსიკოსი და კომპოზიტორი, რომელიც უკრავს ბას გიტარაზე, ჩემპენ სტიკზე და სხვა ინსტრუმენტებზე. იგი ცნობილია სხვადასხვა ჯგუფთან და მუსიკოსთან თანამშრომლობით. მათ შორის აღსანიშნავია King Crimson-ის წევრობა და პიტერ გებრიელის ალბომებსა და კონცერტებზე სესიური მუსიკოსის სახით მონაწილეობდა. იგი აგრეთვე ჩართული იყო პროექტებში Liquid Tension Experiment, Bruford Levin Upper Extremities, ProjeKct One, ProjeKct Four და ჰყავს საკუთარი ჯგუფი, Tony Levin Band.

ტონი ლევინი
TonyLevin2.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 6 ივნისი, 1946 (1946-06-06) (74 წლის), ბოსტონი, აშშ
დაბ. ადგილი ბოსტონი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი, პროგრესული მეტალი, ექსპერიმენტული როკი, პოპი, ჯაზი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ვოკალისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას გიტარა, ჩეპმენ სტიკი, კონტრაბასი, სინთეზატორი, ვოკალი
აქტიური 1970 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Papa Bear Records
ასოციაციები King Crimson, Liquid Tension Experiment, პიტერ გებრიელი, Bruford Levin Upper Extremities, Head, Bozzio Levin Stevens, Anderson Bruford Wakeman Howe
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
ჩეპმენ სტიკი
Music Man Stingray
საიტი ოფიციალური საიტი
ტონი ლევინი ვიკისაწყობში

ტონი ითვლება ერთ-ერთ პირველ ბლოგერად[1], ვინაიდან სწორედ მან ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო ინტერნეტ-საიტზე ტურნეს დღიურის გამოქვეყნება, უფრო ადრე, სანამ მსოფლიოში დაიწყეს ტერმინ „ბლოგის“ გამოყენება.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება