ბლოგი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
ბლოგი (ინგლ. blog) — ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ შექმნილი საიტი, რეგულარული ჩანაწერებით, რომელიც აღწერს სხვადასხვა მოვლენას, შეიცავს გრაფიკულ, ვიდეო- და აუდიომასალას. ბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ, ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს.
ტიპური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ბმულებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, თუმცა ზოგიერთი ფოკუსირებულია კონკრეტულ თემაზე, მაგალითად, ხელოვნება (Artblog), ფოტოგრაფია (Photoblog), ვიდეომასალა (vlog), მუსიკა (MP3 blog), აუდიომასალა (Podcasting), არსებობს ბლოგის განსხვავებული ფორმა, მიკრობლოგი, რომელიც შედგება ძალიან მოკლე ჩანაწერებისგან.
ტიპები
რედაქტირებაარსებობს ბლოგის სხვადასხვა ტიპი, რომლებიც განსხვავდებიან არა მარტო შინაარსის მიხედვით, არამედ ამ შინაარსის მიწოდების ან შექმნის გზებით.
პერსონალური ბლოგი
რედაქტირებაპერსონალური ბლოგი — დღიურის მსგავსად, პიროვნების მიერ ყოველდღიური მოვლენების ამსახველი ჩანაწერები, ტრადიციული, ყველაზე გავრცელებული ბლოგის სახე. იმ შემთხვევაშიც, თუ მას არავინ კითხულობს, ავტორი (ბლოგერი) ამაყობს თავისი ბლოგის პოსტებით. ბლოგები ხშირად ხდება კომუნიკაციის ფორმა, აქ აისახება ცხოვრება და ხელოვნების ნიმუშები. ბლოგის წარმოებას გააჩნია სენტიმენტალური ხასიათი. ზოგიერთი პირადი ბლოგი ძალიან პოპულარული ხდება, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ გარკვეული აუდიტორიით შემოიფარგლება.[1]
კორპორატიული ბლოგი
რედაქტირებაკორპორატიული ბლოგი — პირადია, მაგრამ არსებობს ბიზნეს მიზნებისთვის შექმნილი ბლოგებიც. გამოიყენება კომპანიაში შიდა კომუნიკაციის და კულტურის ზრდისთვის, ან გარე მარკეტინგის, ბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის.
მედია ტიპის მიხედვით
რედაქტირებავიდეომასალების შემცველი ბლოგს ეწოდება — ვლოგი (Vlog). ბმულების შემცველ ბლოგს ეწოდება — ლინკლოგი (linklog). ჩანახატების, მონახაზების და ესკიზების შემცველ ბლოგს ეწოდება — სკეჩბლოგი (Sketchblog). ფოტოსურათების შემცველ ბლოგს ეწოდება — ფოტობლოგი (Photoblog). შერეული მედიის შემცველ ბლოგს ეწოდება — ტამბლოგი (Tumblelog).
არტლოგი (Artlog) — ხელოვნების ნიმუშების გასაზიარებლად და გამოსაქვეყნებლად შექმნილი ბლოგი, რომლის აქცენტიც მიმართულია ხელოვნების ნიმუშზე, თუმცა განსხვავდება დომინირებული აქცენტით ხელოვნების ნიმუშებზე და არა ტექსტზე.
იშვიათი ტიპის ბლოგი ფლოგი (Phlog) — დაფუძნებულია (hosted) გოფერის პროტოკოლზე.
მოწყობილობის (device) მიხედვით
რედაქტირებაბლოგები განსხვავდება იმითაც, თუ რა მოწყობილობაა გამოყენებული მათ შექმნაში. ბლოგს, რომელიც იწერება მობილური ტელეფონიდან, შეიძლება ვუწოდოთ მობლოგი (Moblog).[2] ერთ-ერთი ადრეული ბლოგი იყო — Wearable Wireless Webcam, პიროვნების ონლაინ დღიური, მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რომელიც აერთიანებდა ტექსტს, ვიდეოს და სურათებს. ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა ვებსაიტს სპეციალურ სათვალეში ჩამონტაჟებული ვებკამერიდან (EyeTap). ასეთ ნახევრად ავტომატიზირებულ ბლოგის წარმოების ტექნიკას, პირდაპირი ეთერისა და ტექსტის გაერთიანებით ეწოდება sousveillance. მსგავსი ბლოგები არაერთხელ გამოიყენეს საკანონმდებლო საქმიანობაში.
ჟანრობრივი
რედაქტირებაზოგი ბლოგი ფოკუსირებულია გარკვეულ თემაზე, როგორც, მაგალითად, პოლიტიკური ბლოგები, მოგზაურობის, მოდის და პროექტების შესახებ დაწერილი ბლოგები, ნიშური ბლოგები, კლასიკური მუსიკის ბლოგები და იურიდიურლი ბლოგები (ხშირად მოიხსენიებიან როგორც Blawgs ან სიზმრის ბლოგები. ბლოგი, რომელიც არ არის წესიერი ტიპის და გამოიყენება სპამისთვის, ცნობილია როგორც — სპლოგი (Splog).
კითხვა-პასუხზე დაფუძნებული ბლოგი
კითხვა-პასუხზე დაფუძნებული ბლოგი - პასუხობს შეკითხვებზე, შეკითხვები შეიძლება გაიგზავნოს მკითხველის მიერ ფოსტის, კომენტარის, ტელეფონის ან სხვა კომუნიკაციის საშუალებით. ქლოგი (Qlog) გამოიყენება პოდკასტებში თვალსაჩინოებისთვის ან ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებისთვის. ბევრი ქლოგი იყენებს RSS სინდიკაციას, როგორც კითხვებზე გაცემული პასუხების გამოქვეყნების საშუალებას.
საზოგადოება და კატალოგინგი
რედაქტირებაბლოგოსფერო არის ყველა არსებული ბლოგის კრებითი სახელი. რადგან ყველა ბლოგი არსებობს ინტერნეტ სივრცეში, ისინი შესაძლოა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული სისტემა ან სოციალური ქსელი. „ბლოგოსფეროში წარმართული“ განხილვები მედიის მიერ მიჩნეულია, როგორც საზოგადოებრივი აზრი. ლოკალური ბლოგების კრებულს ხანდახან ეძახიან Bloghood-ს.
ბლოგძიების სისტემებით ეძებენ ბლოგების შიგთავსს. ასეთი სისტემებია: GoogleBlogSearch, Bloglines, BlogScope და ტექნორატი, რომელიც ყველაზე პოპულარულია ბლოგძიების სისტემებს შორის, უზრუნველყოფს უახლესი ინფორმაციის მიწოდებას, პოპულარული ძიებებისა და იარლიყების (tags) შესახებ, რომლებიც კატეგორიებად ყოფენ პოსტებს. კვლევითი საზოგადოება მუშაობს ძებნის ახალი გზების გამოგონებაზე, keyword-ების გვერდის ავლით, რათა უფრო მარტივი გახდეს ბლოგოსფეროში წარმოდგენილი უზარმაზარი ინფორმაციის ზღვაში ნავიგაცია. ერთი ასეთი პროექტია BlogScope.
არსებობს რამდენიმე ონლაინ გაერთიანება, რომლებიც აკავშირებს ხალხს ბლოგებთან და ბლოგერებს სხვა ბლოგერებთან. ასეთებია BlogCatalog და MyBlogLog. ბლოგებზე ხშირია რეკლამის დამატების შესაძლებლობის არსებობა, ან ფინანსური მოგების მიღების მიზნით და ან ბლოგერის ინტერესების გამო. ბლოგების პოპულარობამ განაპირობა „მცდარი (მატყუარა) ბლოგების“ შექმნა, რომლებსაც კომპანიები იყენებენ მარკეტინგული ღონისძიებების გასატარებლად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „ქართული პირადი ბლოგის მაგალითი“[მკვდარი ბმული].
- ↑ „Blogging goes mobile“, BBC News (2003-02-23). მოპოვებულია: 2008-06-05.