On the Turning Away“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა 1987 წლის ალბომიდან A Momentary Lapse of Reason[1][2].

„On the Turning Away“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან A Momentary Lapse of Reason
B-მხარე Run Like Hell (საკონცერტო ვერსია)
გამოსვლის თარიღი 14 დეკემბერი, 1987 (ბრიტანეთი)
24 ნოემბერი 1987 (აშშ)
ჩაიწერა ოქტომბერი 1986-1987
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 5:42
პროდიუსერი დეივიდ გილმორი
ენტონი მური
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Learning to Fly“
(1987)
On the Turning Away
(1987)
„One Slip“
(1988)
A Momentary Lapse of Reason — სიმღერების სია

სიმღერაში საუბარია სიღარიბესა და დაჩაგვრაზე, ადამიანების გაჭირვებულებისათვის ზურგის შექცევის ტენდენციაზე, თუმცა პოზიტიური ტონი შემოაქვს სიტყვებს no more turning away... (აღარ შევაქცევთ ზურგს).

დეივიდ გილმორი:

ვფიქრობ, ეს სოციალური კომენტარია - ამის გარდა ვერაფერს ვიტყვი. გვქონდა კამათი იმის შესახებ, საჭირო იყო თუ არა, რომ უკანასკნელი სტროფი ქადაგების მსგავსი ყოფილიყო. ბოლოს მაინც შევთანხმდით. ენტონი მურმა, ჩემმა მეგობარმა, მოიფიქრა და დაწერა ტექსტის ნაწილი. როგორც კი წავიკითხე, ვუთხარი, რომ სწორედ ის იყო, რაც გვინდოდა.

სინგლის გარეკანის ავტორია სტორმ თორგერსონი. ყველა გამოსახულ გმირს უკავია პატარა სარკე - როგორც თავად ალბომის გარეკანის პერსონაჟს (სარკე მას ხელში აქვს მხოლოდ ალბომის ბრიტანული გამოცემის შემთხვევაში). ამასთან, აშშ სინგლზე სარკეებში ასახულია ანარეკლები, მაგრამ ბრიტანულში ისინი არ არის.

აშშ-ის წამყვანი როკის ჩარტში სინგლი პირველ ადგილზე მოხვდა. ბრიტანეთში იგი 55-ე ადგილს დასჯერდა. ნიდერლანდებში მას 47-ე პოზიცია ერგო, ხოლო ახალ ზელანდიაში - 34-ე.

სპეციალურ გამოცემაში შეტანილია სამი პოსტერი - დეივიდ გილმორისა და ნიკ მეისონის გამოსახულებით, სიმღერის ტექსტით და ალბომის გარეკანზე გამოტანილი საწოლებიანი ფოტოსურათით.

საკონცერტო ვერსიები

რედაქტირება

სიმღერა ცოცხლად სრულდებოდა ჯგუფის 1987-1989 წლების ტურნეში A Momentary Lapse of Reason.[2] 1994 წლის ტურნეს მსვლელობისას იგი ასევე რამდენიმეჯერ შესრულდა. 2006 წელს იგი ერთადერთხელ შესრულდა დეივიდ გილმორის ტურნეს დროს, ვენეციაში 12 აგვისტოს გამართულ კონცერტზე. ჩანაწერი შეტანილია ალბომის Live in Gdańsk 5 დისკიან გამოცემაში.

მუსიკალური ვიდეო

რედაქტირება

სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეო (რეჟ. ლოურენს ჯორდანი) აგებულია 1987 წელს ატლანტაში ჩატარებული კონცერტების ჩანაწერებზე, რომლებიც პროფესიონალური ჩანაწერის სახით არსებობს, მაგრამ ვრცელდება მხოლოდ ბუტლეგების სახით. ასეთივე სტილში არის გადაღებული მუსიკალური ვიდეოები „The Dogs of War“ და „One Slip“.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. 2.0 2.1 მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.