Sorrow (პინკ ფლოიდის სიმღერა)

Sorrow“ — მეათე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან A Momentary Lapse of Reason.[1][2] დეივიდ გილმორის თქმით, ეს არის მისი შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტის მქონე კომპოზიცია, თუმცა პირველი სტრიქონები აღებულია ჯონ სტეინბეკის შემოქმედებიდან.[3]

„Sorrow“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან A Momentary Lapse of Reason
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 7 სექტემბერი, 1987 (ბრიტანეთი)
8 სექტემბერი, 1987 (აშშ)
ჩაიწერა ოქტომბერი 1986 - მაისი 1987, სტუდია ასტორია
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 8:46
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი
A Momentary Lapse of Reasonსიმღერები
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

ნიკ მეისონის თქმით, დეივიდ გილმორმა ეს სიმღერა თითქმის მთლიანად, შაბათ-კვირას ჩაწერა, საკუთარ სტუდიაში, Astoria. გიტარის სოლო, რომელიც სიმღერის თავში ჟღერს, ჩაწერილი იქნა ლოს-ანჯელესში, სტადიონზე. საბოლოო სოლო ჩაწერილია დეივიდის სტუდიაში, Gallien-Krueger-ის გამაძლიერებლით. დრამ-მანქანის პროგრამირება ამ კომპოზიციაში გილმორს ეკუთვნის.

სიმღერაში ჟღერს სტრიქონი დარღვეულ დაპირებებზე, „Of promises broken“, რომელიც თავდაპირველად ალბომის სახელწოდება უნდა ყოფილიყო.

დეივიდი:

„Sorrow“ იყო ლექსი, რომელიც დავწერე, როდესაც ჯერ მუსიკაც არ მქონდა შერჩეული, რაც იშვიათად ხდება. მდინარე იყო საერთო თემა: მდინარეები სიმბოლური და მიმზიდველია სხვადასხვა საკითხის გამოსახატავად. არსებობს რენდი ნიუმენის სიმღერა „In Germany Before the War“, რომელშიც საუბარია მოხუცი გარყვნილის მიერ მოკლულ გოგონაზე. „I'm looking at the river but thinking of the sea“. ეს მისამღერი მე უბრალოდ მიყვარს. მდინარე პირდაპირ არა, მაგრამ ყველაფერს აჯამებს.

სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის 1987-1989/1994 წლების ტურნეებში და, გარდა სტუდიურის, შეტანილია საკონცერტო ალბომებში Delicate Sound of Thunder და Pulse. გილმორმა სიმღერა შეასრულა Fender Stratocaster-ის იუბილეზე, 2004 წელს, კომპოზიციებთან „Marooned“ და „Coming Back to Life“ ერთად. 2015-2016 წლების სოლო ტურნეში ეს სიმღერა კვლავ სრულდებოდა, თუმცა — შავ და არა წითელ Stratocaster-ზე.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. A. DiPerna, David Gilmour — Interviewed დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. , Guitar World, February 1993.