A New Machine
A New Machine — ორი ნაწილისგან შემდგარი კომპოზიცია პროგრესულ როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან A Momentary Lapse of Reason[1][2]. ორივე შემთხვევაში, ვოკალურ პარტიას ასრულებს დეივიდ გილმორი. მის ხმას სპეციფიკური ხმის ეფექტი ახლავს. პირველი ნაწილის შემდეგ ალბომზე ჟღერს „Terminal Frost“, ინსტრუმენტული კომპოზიცია. ორივე ნაწილი და „Terminal Frost“ ალბომის შექმნამდე ორი წლით ადრე დაიწერა.
„A New Machine“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან A Momentary Lapse of Reason | ||||
ენა | ინგლისური | |||
გამოსვლის თარიღი |
7 სექტემბერი, 1987 (ბრიტანეთი) 8 სექტემბერი, 1987 (აშშ) | |||
ჩაიწერა | ოქტომბერი 1986 - მაისი 1987, სტუდია ასტორია | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:24 (1:46/0:38) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | EMI | |||
ავტორ(ებ)ი | დეივიდ გილმორი | |||
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი | |||
A Momentary Lapse of Reason – სიმღერები | ||||
|
დეივიდ გილმორი: „აქ ისეთი ჟღერადობაა, რომელიც არავისთან მომისმენია. ხმოვანი ფილტრები, ვოკოდერები - ამან რაღაც ახალი მომცა, რაც შესანიშნავ ხმოვან ეფექტად მეჩვენა, რომელიც მანამდე არავის შეუქმნია. ეს ერთგვარი სიახლეა“.
კომპოციის ორივე ნაწილი სრულდებოდა ჯგუფის 1987-1989 წლების ტურნეებში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.