Terminal Frost
„Terminal Frost“ — მერვე კომპოზიცია ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან A Momentary Lapse of Reason.[1][2]
„Terminal Frost“ | ||||
---|---|---|---|---|
ინსტრუმენტული — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან A Momentary Lapse of Reason | ||||
გამოსვლის თარიღი |
7 სექტემბერი, 1987 (ბრიტანეთი) 8 სექტემბერი, 1987 (აშშ) | |||
ჩაიწერა | ოქტომბერი 1986 - მაისი 1987, სტუდია Astoria | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 6:17 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | EMI | |||
ავტორ(ებ)ი | დეივიდ გილმორი | |||
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი | |||
A Momentary Lapse of Reason – სიმღერები | ||||
|
ნომერი აგრეთვე გამოიცა სინგლზე „Learning to Fly“, სადაც ჩაწერილია მისი ვერსია გიტარის ერთ-ერთი სოლოს გარეშე. აღნიშნულ ვერსიას სინგლზე ეწოდება DYOL - „Do Your Own Lead“ (ქართ. საკუთარი წამყვანი სოლო დაუკარი).
კომპოზიცია იწერებოდა ალბომამდე რამდენიმე წლით ადრე და დაგეგმილი იყო დეივიდ გილმორის მესამე სოლო-ალბომში შესატანად (როდესაც იგი ჯერ არ ფიქრობდა, რომ ჯგუფს დაუბრუნდებოდა). მრავალი მცდელობის შემდეგ იგი ვოკალის გარეშე დარჩა. მასში ჟღერს მხოლოდ ორი ფრაზა - „One thing“ და „Never again“. ითვლება, რომ ნომერში აირეკლა გილმორისა და როჯერ უოტერსის ურთიერთობები. არის ვარაუდიც, რომ „Terminal Frost“ არის გამოუცემელი სიმღერის „Peace Be With You“ იდეების გაგრძელება - ერთგვარი გამოსამშვიდობებელი გზავნილი უოტერსთან.
ნომრის პირველ ნაწილში უკრავს დრამ-მანქანა, მეორეში - ნიკ მეისონია (ჩაწერის დროს იგი სტუდიაში ყოველთვის არ იჯდა, ვინაიდან რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დასარტყმელ საკრავებთან თავს თავისუფლად არ გრძნობდა). საქსოფონზე ორნი, ჯგუფ Supertramp-ის მუსიკოსი, ჯონ ჰელიუელი და ტომ სკოტი (ჯგუფიდან L.A. Express) უკრავენ.
კომპოზიცია სრულდებოდა 1987-1989 წლების კონცერტებზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.