Coming Back to Life
„Coming Back to Life“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Division Bell[1][2]. David Gilmour in Concert-ს თანახმად, დეივიდ გილმორის თქმით, იგი ეძღვნება მის მეუღლეს, პოლი სემსონს.
„Coming Back to Life“ | ||||
---|---|---|---|---|
ამერიკული პრომოსინგლის გარეკანი. | ||||
პრომოსინგლი — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Division Bell | ||||
ენა | ინგლისური | |||
გამომცემელი | Pink Floyd Music (1987) Ltd | |||
გამოსვლის თარიღი |
28 მარტი, 1994 (ბრიტანეთი) 5 აპრილი, 1994 (აშშ) | |||
ჩაიწერა | 1993 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 6:19 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
EMI (ინგლისი) Columbia Records (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | დეივიდ გილმორი | |||
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი | |||
The Division Bell – სიმღერები | ||||
|
ამერიკულ პრომოსინგლში ამ სიმღერით შეტანილია საკონცერტო ვერსია ალბომიდან Pulse – როგორც შემოკლებული, ასევე ვრცელი სახით.
კომპოზიცია
რედაქტირებასიმღერა სრულდება მაჟორულ ტონალობაში. დო მაჟორის აკორდით დაწყებული, იგი გადადის გილმორის ვოკალურ შესავალში, რასაც მოჰყვება დასარტყმელი საკრავების მიერ შექმნილი რითმი. კომპოზიციას თანდათან უერთდება სხვა ინსტრუმენტებიც. სიმღერას ასრულებს იმპროვიზაცია გიტარაზე.
სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის 1994 წლის საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას, დეივიდ გილმორის 2001-2002 წლის აკუსტიკურ კონცერტებზე, და 2006 და 2015-2016 წლების სოლო-ტურნეებში On an Island და Rattle That Lock. იგი აგრეთვე შესრულდა Fender Stratocaster-ის 50 წლიანი იუბილესადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე.
ჩანაწერები
რედაქტირებასიმღერა შეტანილია შემდეგ ალბომებში ან საკონცერტო ვიდეოებში:
- Pulse (ალბომი) (პინკ ფლოიდი, 1995)
- Pulse (VHS/DVD) (პინკ ფლოიდი, 1995 [VHS], 2003 [DVD])
- David Gilmour in Concert (DVD) (დეივიდ გილმორი, 2002)
- Remember That Night (DVD/Blu-ray) (დეივიდ გილმორი, 2007)
- Live in Gdańsk (ალბომი, დელუქს-გამოცემის დამატებითი CD) (დეივიდ გილმორი, 2008)
პერსონალი
რედაქტირება- დეივიდ გილმორი – გიტარა, ვოკალი
- რიჩარდ რაიტი – სინთეზატორები, ორგანი
- ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- გაი პრეტი – ბას-გიტარა
- ჯონ კერინი – სხვა ინსტრუმენტები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.