Wearing the Inside Out“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Division Bell.[1][2] ეს არის ჯგუფის პირველი სიმღერა „Time“-ის შემდეგ (ალბომიდან The Dark Side of the Moon) რომელზეც რიჩარდ რაიტი ასრულებს მთავარ ვოკალურ პარტიას. სიმღერის სამუშაო სახელწოდება იყო „Evrika“. დუბლები „Evrika (A)“ და „Evrika (B)“ შეტანილია ალბომის The Endless River დამატებით DVD/Blu-Ray დისკებზე.

„Wearing the Inside Out“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Division Bell
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 30 მარტი, 1994 (ბრიტანეთი)
5 აპრილი, 1994 (აშშ)
ჩაიწერა 1993
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 6:49
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI (ინგლისი)
Columbia Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი რიჩარდ რაიტი, ენტონი მური
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი
The Division Bellსიმღერები

ჯგუფს სიმღერა არასოდეს შეუსრულებია კონცერტებზე, მაგრამ იგი სრულდებოდა დევიდ გილმორის 2006 წლის ტურნეში On an Island. ვიდეო ამ სიმღერით შეტანილია დევიდის DVD დისკში Remember That Night.

სიმღერის სტრუქტურულად განსხვავებული ვერსია შეტანილია ალბომის The Division Bell გრამფირფიტის ვერსიაში.

პერსონალი

რედაქტირება
დამატებითი მუსიკოსები
  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.