Lost For Words“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Division Bell.

„Lost For Words“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Division Bell
B-მხარე „Lost For Words“ (ალბომის ვერსია)
გამოსვლის თარიღი 26 მარტი, 1994
ჩაიწერა 1993,
Astoria
(ლონდონი, გაერთიანებული სამეფო)
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 5:14
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი, პოლი სემსონი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Keep Talking“
(1994)
Lost For Words
(1994)
„Take It Back“
(1994)

სიმღერა აშშ-ის რადიოსთვის პრომო-სინგლის სახით გამოიცა, ალბომის გამოცემამდე ერთი კვირით ადრე.[1] კანადის ჩარტში სიმღერამ #53 პოზიციამდე მიაღწია.[2]

სიმღერა იწყება ჯაჭვის და კარიბჭის ხმებით. მესამე სტროფის შემდეგ გაისმის ფრაგმენტი კრივის მოედნიდან. ალბომის ბუკლეტზე, ტექსტის გვერდით მოთავსებულია მოკრივის ხელთათმანების სურათი. იგივე სურათი გამოყენებულია პრომო-სინგლზე.

ეს კომპოზიცია, ჯგუფის მოყვარულების აზრით, შეიცავს რამდენიმე მინიშნებას ჯგუფის წარსულზე, მათ შორის - როჯერ უოტერსის პიროვნებაზე. ტექსტში დეივიდ გილმორი ახსენებს, რომ იგი თავის მტრებს მეგობრობის ხელს უწვდის, „მაგრამ ისინი მკვახედ ისტუმრებენ“.

სიმღერა დროდადრო სრულდებოდა ჯგუფის 1994 წლის ტურნეს მსვლელობისას.

სიმღერების სია

რედაქტირება
აშშ პრომო სინგლი (CSK 6228)
#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Lost For Words“ (ცენზურით)დეივიდ გილმორი, პოლი სემსონიბობ ეზრინი, გილმორი5:14
2.„Lost For Words“ (ალბომის ვერსია)გილმორი, სემსონიეზრინი, გილმორი5:14