Take It Back

პინკ ფლოიდის სიმღერა
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 19 დეკემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

Take It Back“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა, რომელიც შეტანილია ჯგუფის 1994 წლის ალბომში The Division Bell[1][2] აგრეთვე გამოცემულია სინგლის სახით.

„Take It Back“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Division Bell
A-მხარე Astronomy Domine (საკონცერტო)
B-მხარე Take It Back (რადიოს ვერსია)
გამოსვლის თარიღი 16 მაისი 1994 (ბრიტანეთი)
31 მაისი 1994 (აშშ)
ჩაიწერა 1993
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 6:13 (ალბომის ვერსია) / 4:55 (სინგლის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI (ბრიტანეთი)
Columbia Records (აშშ)
პროდიუსერი დეივიდ გილმორი, ბობ ეზრინი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„One Slip“
(1988)
Take It Back
(1994)
„High Hopes“
(1994)
The Division Bell — სიმღერების სია

მიუხედავად იმისა, რომ ტექსტით სიმღერა ახლოს არის ლირიულთან, აქ საუბარია დედა ბუნებაზე და იმაზე, თუ როგორ ანადგურებს მას ადამიანი. დაკვირვებული მსმენელი შეამჩნევს, რომ გილმორის სოლო ჰგავს U2-ს გიტარისტის, The Edge-ის გიტარის სოლოებს.

დაახლოებით სიმღერის შუაგულში, (3:07), ინსტრუმენტული შუალედის დროს ჟღერს ბავშვების სიმღერა Ring-O'-Roses: „...A pocket full of posies, atishoo, atishoo, we all fall down“.

სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში უფრო მეტად ესმევა ხაზი ტექსტის აზრს - ადამიანი ანადგურებს ბუნებას, რომელიც ერთ დღეს იგივე პასუხს გასცემს მას და პასუხად მრავალ სტიქიას უგზავნის.

სიმღერების სია

რედაქტირება
ბრიტანული სინგლი - EMS 309[3]
  1. Take It Back (ალბომის ვერსია) - 6:15
  2. Astronomy Domine (საკონცერტო) - 4:48
  3. Take It Back (შემოკლებული) - 4:56
ამერიკული სინგლი - Columbia – 38-77493[4]
  1. Take It Back - 6:12
  2. Astronomy Domine - 4:42

პერსონალი

რედაქტირება
  • დეივიდ გილმორი - ვოკალი, Ebow, გიტარები
  • რიჩარდ რაიტი - კლავიშებიანი საკრავები, Farfisa, Hammond-ის ორგანი
  • ნიკ მეისონი - დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
სხვა მუსიკოსები
  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. http://www.discogs.com/Pink-Floyd-Take-It-Back/release/633334
  4. http://www.discogs.com/Pink-Floyd-Take-It-Back/release/1473153
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Take_It_Back&oldid=4598409“-დან