Cluster One“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1994 წლის ინსტრუმენტული კომპოზიცია. იგი შეტანილია ჯგუფის უკანასკნელ სტუდიურ ალბომში The Division Bell.[1][2] მისი ავტორები არიან რიჩარდ რაიტი და დეივიდ გილმორი. ეს არის პირველი შემთხვევა 1972 წლის შემდეგ, როდესაც პინკ ფლოიდის რომელიმე კომპოზიციის ორ ავტორად ნახსენებია ეს ორი მუსიკოსი.

„Cluster One“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Division Bell
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 30 მარტი, 1994 (ბრიტანეთი)
5 აპრილი, 1994 (აშშ)
ჩაიწერა 1993
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 5:58
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI (ინგლისი)
Columbia Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი
The Division Bellსიმღერები

კომპოზიცია ითვლება ალბომის შესავალად და შეიცავს სხვადასხვა ხმოვან ეფექტს. იგი არასოდეს შესრულებულა ჯგუფის კონცერტებზე, თუმცა 1994 წლის ტურის კონცერტების დასაწყისში დარბაზში თუ სტადიონზე ჟღერდა დაახლოებით 10-წუთიანი ხმების კოლაჟი, სადაც მისი ფრაგმენტებიც იყო გამოყენებული.

პერსონალი

რედაქტირება
  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Cluster_One&oldid=4588402“-დან