High Hopes (პინკ ფლოიდის სიმღერა)
„High Hopes“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა, რომელიც სინგლის სახით 1994 წლის 17 ოქტომბერს გამოვიდა. იგი შეტანილია ჯგუფის მეთოთხმეტე სტუდიურ ალბომში The Division Bell[1][2].
„High Hopes“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Division Bell | ||||
B-მხარე | „Keep Talking“ (შემოკლებული) / „One of These Days“ (საკონცერტო) | |||
გამოსვლის თარიღი | 17 ოქტომბერი, 1994 | |||
ჩაიწერა | 1993 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა |
8:32 (ალბომის ვერსია) 5:16 (სინგლის ვერსია) 6:59 (Echoes: The Best of Pink Floyd) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
EMI (ბრიტანეთი) Columbia Records (აშშ) | |||
პროდიუსერი | დეივიდ გილმორი, ბობ ეზრინი | |||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
The Division Bell — სიმღერების სია | ||||
| ||||
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია | ||||
იდეა
რედაქტირებასიმღერა აღსანიშნავია პინკ ფლოიდის წარსულზე ორიენტირებული ტექსტებით[3], რაც მას უფრო ავტობიოგრაფიული ნამუშევრების რიგში აყენებს. სიმღერაში ნახსენებია განმყოფი ზარი, რომელსაც ძალიან იშვიათად რეკავენ ინგლისის პარლამენტში. იგი ალბომის სახელწოდებისათვის შეარჩია მწერალმა დაგლას ადამსმა, რომელიც გილმორის მეგობარი იყო.
სიმღერა იყო უკანასკნელი კომპოზიცია, რომელიც ჩაიწერა ალბომისთვის. ამასთან, დაირღვა პინკ ფლოიდის მრავალწლიანი ტრადიცია და სიმღერის ფინალისათვის ჩაიწერა მენეჯერ სტივ ო'რურკის სატელეფონო საუბარი გილმორის მეგობარ პოლი სემსონის (შემდგომში - გილმორის მეუღლის) შვილ ჩარლისთან.
„High Hopes“ იწყება საეკლესიო ზარების რეკვით, რომელიც იგივეა, რაც სიმღერაში „Fat Old Sun“, პინკ ფლოიდის ალბომიდან Atom Heart Mother. ჩიტებისა და ბუზის ხმა აგრეთვე გამოყენებულია სიმღერაში „Grantchester Meadows“, ალბომიდან Ummagumma. ზარების ხმა შემდგომში განმეორდა „Louder than Words“-ში.
ეს არის უკანასკნელი სიმღერა, რომელიც პინკ ფლოიდის წევრებმა ჩაწერეს სამკაციანი ჯგუფის სახით. მასში მოთხრობილია ჯგუფის თითქმის 30-წლიანი ისტორია. სტრიქონი „The endless river, forever and ever“, შესაბამისად, აღებულია სიმღერიდან „See Emily Play“ (Float on a river, forever and ever).
სინგლში აგრეთვე შეტანილი იქნა კომპოზიციები „Keep Talking“ (შემოკლებული ვერსია) და „One Of These Days“ (საკონცერტო ვერსია).
სიმღერების სია
რედაქტირება- CD
- High Hopes — 7:57
- Marooned — 5:31
- CD maxi
- High Hopes (რადიოს ვერსია) — 5:16
- Keep Talking (რადიოს ვერსია) — 4:55
- One of These Days (საკონცერტო) — 6:57
მუსიკალური ვიდეო
რედაქტირებასიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა კემბრიჯში. მასზე სტორმ თორგერსონი მუშაობდა. ვიდეოს საკონცერტო ტურნეს დროს, სიმღერის შესრულებისას. იგი აგრეთვე შეტანილია ფილმში Pulse. ვიდეოში მინდორში დგას მამაკაცი და ელის კათედრალს უყურებს - ეს სწორედ ის შენობაა, რომელიც გამოსახულია ალბომის The Division Bell გარეკანზე. მუსიკალურ ვიდეოში უფრო ვრცელდება ტექსტის იდეები და ბევრი მინიშნებაა სიდ ბარეტზე, როჯერ უოტერსსზე და სხვებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია გიგანტური თავი, რომელსაც მიათრევს ადამიანების ჯგუფი - ეს არის სიდ ბარეტის სახე.
ვიდეო აგრეთვე დააბრუნეს დეივიდის 2015-2016 წლების ტურნესთვის, კვლავ მრგვალ ეკრანზე საჩვენებლად.
სხვა ვერსიები
რედაქტირებაHigh Hopes შეტანილი იქნა 2001 წლის სიმღერების კრებულში Echoes: The Best of Pink Floyd, შედარებით შემოკლებული სოლოთი სლაიდ გიტარაზე. სიმღერა აგრეთვე შეტანილია კრებულში The Best of Pink Floyd: A Foot in the Door.
სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის 1994 წლის ტურნეს ფარგლებში. დეივიდ გილმორი მას 2001-2002 წლების აკუსტიკურ კონცერტებსა და 2006 წლის სოლო ტურნეს დროს ასრულებდა.
პერსონალი
რედაქტირება- მუსიკა - დეივიდ გილმორი
- ტექსტი - დეივიდ გილმორი, პოლი სემსონი
- დეივიდ გილმორი - ვოკალი, კლასიკური გიტარა, ბას გიტარა, ლეპ-სტილ გიტარა
- რიჩარდ რაიტი - სინთეზატორები
- ნიკ მეისონი - დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- ჯონ კერინი - ფორტეპიანო
- მაიკლ კემენი - ორკესტრირება
- ედვარდ შირმური - ორკესტრირება
ჩარტები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ Fuller, Graham. (July 1994) The Color of Floyd. Interview Magazine, p. 20-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-30. ციტირების თარიღი: 2011-07-22.
- ↑ "High Hopes", French Singles Chart Lescharts.com (Retrieved January 22, 2008)
- ↑ "High Hopes", UK Singles Chart Chartstats.com (Retrieved January 30, 2009)
- ↑ Billboard Allmusic.com (Retrieved January 30, 2009)
- ↑ Library and Archives Canada: Top Singles – Volume 60, No. 13, October 17, 1994, October 17, 1994, http://www.collectionscanada.gc.ca/rpm/028020-119.01-e.php?&file_num=nlc008388.2627&type=2&interval=50&PHPSESSID=ukm78p1803hbd8srul24c9f4v4. წაკითხვის თარიღი: July 12, 2014
- ↑ 1994 French Singles Chart Disqueenfrance.com დაარქივებული 2011-08-20 საიტზე Wayback Machine. (Retrieved January 30, 2009)