მაიკლ არნოლდ კემენი, ინგლ. Michael Arnold Kamen (15 აპრილი, 1948 – 18 ნოემბერი, 2003) — ამერიკელი კომპოზიტორი (განსაკუთრებით აქტიური როგორც კინომუსიკის ავტორი), დირიჟორი, სიმღერების ავტორი და სესიური მუსიკოსი.

მაიკლ კემენი

მაიკლ კემენი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 15 აპრილი, 1948
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი[1]
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
გარდ. თარიღი 18 ნოემბერი, 2003 (55 წლის)
ლონდონი, ინგლისი,
გაერთიანებული სამეფო
გარდ. ადგილი ლონდონი
ჟანრ(ებ)ი კინომუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ჰობოი
აქტიური 1976-2003
საიტი michaelkamen.com
მაიკლ კემენი ვიკისაწყობში

კემენი ცნობილი იყო როგორც კინომუსიკის ავტორი, ასევე პოპულარული მუსიკის შემსრულებლებთან დუეტებით. მას მრავალ ფილმზე აქვს ნამუშევარი, მათ შორის: შემდეგი ადამიანი, მკვდარი ზონა, დედოფლისა და ქვეყნისთვის, ბრაზილია, ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავლები, სამი მუშკეტერი, მთიელი, იქს-ადამიანები, რობინ ჰუდი: ქურდების პრინცი, მკვლელობის ლიცენზია, სასიკვდილო იარაღი, კერკეტი კაკალი, რკინის გიგანტი და სხვა. 2008 წელს გამოსული ანიმაციური ფილმის WALL-E ტრეილერი შიეცავდა ფრაგმენტებს კემენის საუნდტრეკიდან ფილმისთვის ბრაზილია.

პოპულარულ მუსიკაში მისი წვლილი მოიცავს ისეთ შემსრულებლების სიმღერების ორკესტრირებას, როგორებიც არიან: Queen, პინკ ფლოიდი, მეტალიკა, ერიკ კლეპტონი, Aerosmith, დევიდ ბოუი, ბრაიან ფერი, Eurythmics, Queensrÿche, რაში, Def Leppard, ჰერბი ჰენკოკი, ბრაიან ადამსი, ლენი კრავიცი და სხვა.

მაიკლ კემენს მიღებული აქვს ორი ნომინაცია ოსკარზე, სამი გრემი, ორი ოქროს გლობუსი, ორი Ivor Novello, ერთი ენის და ერთიც ემის პრემია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


  1. Deutsche Nationalbibliothek Record #128532793 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.