Fat Old Sun

პინკ ფლოიდის სიმღერა

Fat Old Sun“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან „Atom Heart Mother“. მისი ავტორი და შემსრულებელია დეივიდ გილმორი.[1][2] სრულდებოდა კონცერტებზე უფრო გახანგრძლივებული სახით (ხშირად აჭარბებდა 14 წუთს). სცენაზე სრულდებოდა როგორც ალბომის გამოშვებამდე, ასევე გამოშვების შემდეგ.

„Fat Old Sun“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან Atom Heart Mother
გამოსვლის თარიღი 2 ოქტომბერი 1970
(გაერთიანებული სამეფო)
10 ოქტომბერი 1970
(აშშ)
ჩაიწერა აგვისტო 1970
ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური ხალხური
ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 5:24
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი
Atom Heart Motherსიმღერები

„Fat Old Sun“ განიხილებოდა კომპილაციაში Echoes: The Best of Pink Floyd შეტანის კანდიდატად, თუმცა დეივიდ გილმორის სურვილის მიუხედავად ის მასში არ შეუტანიათ.[3]

საკონცერტო ვერსია

რედაქტირება

„Fat Old Sun“ ცოცხლად სრულდებოდა 1970-71 წლებიდან. სტუდიური ფოლკ-ბალადისგან განსხვავებით, სცენაზე პინკ ფლოიდი სიმღერას როკ-კომპოზიციის ფორმას აძლევდა. დაგრძელებული იყო გილმორის გიტარის სოლო, ფინალისკენ კი ემატებოდა რაიტის ორგანზე შესრულებული მელოდია.

ჯგუფმა სიმღერა ორჯერ შეასრულა „BBC-ის“ რადიოტრანსლაციისათვის, 1970 წლის 16 ივლისსა და 1971 წლის 30 სექტემბერს.[4]

დეივიდ გილმორი სიმღერას ასრულებდა სოლო-კონცერტებზე 2001/2002, 2006 და 2015/2016 წლებში.

  1. სტრონგი, მარტინ (2004). The Great Rock Discography, 7th, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. ინტერვიუ დეივიდ გილმორთან. BBC Radio 2, 27.09.2002
  4. What was played at the BBC shows. pink-floyd.org
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Fat_Old_Sun&oldid=4585837“-დან