If (პინკ ფლოიდის სიმღერა)
„If“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან Atom Heart Mother.[1][2]
„If“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან Atom Heart Mother | ||||
გამოსვლის თარიღი | 10 ოქტომბერი 1970 | |||
ჩაიწერა |
აგვისტო 1970 ები-როუდის სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | პროგრესული ხალხური მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 4:31 | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
Atom Heart Mother – სიმღერები | ||||
|
შექმნა
რედაქტირებასიმღერის ავტორი და შემსრულებელია როჯერ უოტერსი. ისევე, როგორც Grantchester Meadows, ისიც პასტორალის ტიპის არის, მაგრამ ტექსტში ავტორი საკუთარ პიროვნებას იკვლევს.
„If“ წარმოაჩენს ნამდვილ როჯერს იმაზე უკეთ, ვიდრე მისი ხმაურიანი პოლიტიკური გამოგონებები. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჯგუფის ასტრალური ბოდვები. სტრიქონში „If I were a good man I'd understand the spaces between friends“ მისი მთელი არსია.
საკონცერტო ვერსიები
რედაქტირებასიმღერა შესრულდა ჯონ პილის გადაცემაში, BBC-ს პარიზის თეატრში (ლონდონი), 1970 16 ივლისს. ამ შესრულებისას რიჩარდ რაიტი უკრავდა ორგანსა და ბას-გიტარაზე. როჯერ უოტერსი სიმღერას საკუთარ სოლო ტურნეებში ასრულებდა, დამატებითი სტრიქონებით და სხვა კომპოზიციური წყობების დამატებით.
ფაქტები
რედაქტირება- დაგეგმილი იყო სიმღერის შეტანა კომპილაციაში Echoes: The Best of Pink Floyd, მაგრამ იგი მასში არ მოხვდა[3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ Guthrie, James. James Guthrie: Audio: Building A Compilation Album. Pink Floyd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 June 2010. ციტირების თარიღი: 17 June 2013.