Grantchester Meadows (სიმღერა)
„Grantchester Meadows“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომის Ummagumma (1969) მეორე დისკიდან[1][2]. მისი ავტორია როჯერ უოტერსი, რომელიც წამყვან ვოკალსაც ასრულებს. ეს აკუსტიკური კომპოზიცია თავისი ტექსტით ეხება გაზაფხულის პერიოდს. მასში ფონად ფრინველების და ზოგადად, ბუნების ხმოვანი ეფექტები ჟღერს.[3] დაგეგმილი იყო სიმღერს კომპილაციაში Echoes: The Best of Pink Floyd შეტანა, მაგრამ ჩანაფიქრზე საბოლოოდ უარი თქვეს.[4]
„Grantchester Meadows“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან Ummagumma | ||||
გამომცემელი | Lupus Music Ltd. | |||
გამოსვლის თარიღი |
25 ოქტომბერი 1969 (ბრიტანეთი) 10 ნოემბერი 1969 (აშშ) | |||
ჩაიწერა | 2 მაისი 1969 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური ფოლკი, ექსპერიმენტული მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 7:26 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Harvest Records | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | ნორმან სმითი | |||
Ummagumma – სიმღერები | ||||
|
2016 წელს The Early Years 1965–1972-ის სარეკლამო ფარგლებში გამოვიდა აღდგენილი ვიდეო სიმღერის KQED-ს ეთერში შესრულებით, კემბრიჯის კადრებით, თუმცა მასში სან-ფრანცისკოს 1970 წლის ორიგინალური აუდიოთანხლების სანაცვლოდ გამოყენებულია BBC-ის სესიების ვერსია - 1969 წლის.
საკონცერტო ვერსიები
რედაქტირებასაკონცერტო შესრულებების დროს ამ ნომერს ეწოდებოდა „Daybreak“. ის რიჩარდ რაიტის წამყვან სოლოს ეფუძნებოდა. 1970 წელს ჯგუფმა არხისთვის KQED ჩაწერა სპეციალური ერთსაათიანი პროგრამა, რომელშიც ამ ნომერს ასრულებენ უოტერსი და გილმორი, მღერიან რა სხვადასხვა სტრიქონებს. 1970 წლიდან სიმღერა არ შესრულებულა კონცერტებზე, თუმცა 1999 წლის რეპეტიციებზე უოტერსმა იგი რამდენიმეჯერ დაუკრა.
პერსონალი
რედაქტირება- როჯერ უოტერსი - აკუსტიკური გიტარები, ვოკალები, ხმოვანი ეფექტები
- დამატებითი პერსონალი საკონცერტო შესრულებისას
- დევიდ გილმორი - მეორე აკუსტიკური გიტარა, მისამღერის ვოკალი
- რიჩარდ რაიტი - კლავიშებიანი საკრავები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ მენინგი, ტობი (2006). The Rough Guide to Pink Floyd, 1st, ლონდონი: Rough Guides, გვ. 161. ISBN 1-84353-575-0.
- ↑ გათრი, ჯეიმზ. James Guthrie: Audio: Building A Compilation Album. პინკ ფლოიდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 June 2010. ციტირების თარიღი: 17 June 2013.