The Grand Vizier's Garden Party — სამნაწილიანი ინსტრუმენტული კომპოზიცია ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომის Ummagumma (1969) მეორე დისკიდან[1][2].

„The Grand Vizier's Garden Party“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან Ummagumma
გამოსვლის თარიღი ოქტომბერი 1969
ჩაიწერა მარტი 1969
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, პროგრესული როკი, ავანგარდული მუსიკა
ხანგრძლივობა 8:46
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records
ავტორ(ებ)ი ნიკ მეისონი
პროდიუსერი ნორმან სმითი
Ummagummaსიმღერები

კომპოზიციის სამივე ნაწილის ავტორი და შემსრულებელია ნიკ მეისონი[3]. პირველი ნაწილი, Entrance შეიცავს ფლეიტის მელოდიას. მეორე, Entertainment პერკუსიულ ექსპერიმენტებზეა აგებული. მესამე, Exit ასრულებს პიესას. პირველი და მესამე ნაწილში ფლეიტაზე უკრავს ლინდი მეისონი, რომელიც იმ პერიოდში ნიკის მეუღლე იყო[2].

„Entertainment“ სრულდებოდა ჯგუფის 1969 წლის ტურნეს The Man and The Journey მსვლელობისას, სახელწოდების „Doing It!“.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. 2.0 2.1 მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. მენინგი, ტობი (2006). „The Albums“, The Rough Guide to Pink Floyd, 1st, ლონდონი: Rough Guides, გვ. 161. ISBN 1-84353-575-0. ციტირების თარიღი: 3 September 2012.