The Narrow Way

პინკ ფლოიდის სიმღერა

The Narrow Way“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომის Ummagumma (1969) მეორე დისკიდან[1]. მისი ავტორია დეივიდ გილმორი.

„The Narrow Way“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან Ummagumma
გამოსვლის თარიღი ოქტომბერი 1969
ჩაიწერა ივნისი 1969
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, პროგრესული როკი, ავანგარდული მუსიკა
ხანგრძლივობა 12:17
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records
ავტორი დეივიდ გილმორი
პროდიუსერი ნორმან სმითი
Ummagumma - სიმღერები

კომპოზიციის პირველ ნაწილს თავდაპირველად ერქვა „Baby Blue Shuffle in D minor“. იგი შესრულდა BBC-ს სესიებზე, 1968 წელს[2]. მეორე ნაწილი შეიცავს ელექტრონულ გიტარებს და პერკუსიას. გილმორის ვოკალი მხოლოდ მესამე ნაწილში მღერის, რომელიც ასევე სრულდებოდა 1969 წლის ტურნეს მსვლელობისას.

კომპოზიციის ავტორია დეივიდ გილმორი. სირთულე მას ტექსტის დაწერისას შეექმნა. ამას დაემატა ის, რომ როჯერ უოტერსმა მას ამ საქმეში დახმარებაზე უარი უთხრა. ამიტომ დეივიდმა დატოვა ტექსტი, რომელიც თავდაპირველად დაწერა.

ამ უბედური ალბომის ჩაწერა გადაწყდა, რომელზეც ყოველი საკუთარ სიმღერებს წარადგენდა. წამება იყო, უნდა გვეფიქრა საკუთარი ძალებით შექმნაზე. მანამდე არაფერი დამიწერია. სტუდიაში შევედი და აბდაუბდის წერა დავიწყე - ვმაიმუნობდი. ბოლოს გავგიჟდი, როჯერს დავურეკე და ვთხოვე - "მიშველე ტექსტით", მაგრამ მითხრა "არა, თავად დაწერე". წლებია, არ მომისმენია ეს სიმღერა და არც ვიცი, როგორია.

სქოლიორედაქტირება

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.