Arnold Layne“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სადებიუტო სინგლი, რომელიც გამოვიდა 1967 წლის 11 მარტს. ეს სიმღერა დაწერა სიდ ბარეტმა, პინკ ფლოიდის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და სიმღერების ავტორმა. სინგლი არ შესულა ჯგუფის პირველ ალბომში The Piper at the Gates of Dawn და შეტანილია სხვადასხვა კრებულში. მის გარეკანზე ჯგუფი მითითებულია, როგორც „The Pink Floyd“.

„Arnold Layne“
სინგლიპინკ ფლოიდი
B-მხარე Candy and a Currant Bun
გამოსვლის თარიღი 11 მარტი 1967 (ბრიტანეთი)
24 აპრილი 1967 (აშშ)
ჩაიწერა 29 იანვარი, 1967
სტუდია Sound Techniques, ლონდონი
27 თებერვალი, 1967
EMI-ს სტუდია, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, ფსიქოდელიური პოპი
ხანგრძლივობა 2:52
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia (EMI) (ბრიტანეთი)
Tower/Capitol (აშშ)/
Capitol (კანადა)
ავტორ(ებ)ი სიდ ბარეტი
პროდიუსერი ჯო ბოიდი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
Arnold Layne
(1967)
„See Emily Play“
(1967)
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

ჯგუფის ვერსია

რედაქტირება

სიმღერაში საუბარია ტრანსვესტიტზე, რომელსაც უყვარდა ქალების ტანსაცმლის სარეცხი თოკებიდან მოპარვა. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ისტორია რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. როჯერ უოტერსი იხსენებდა: „ჩვენი (სიდის და როჯერის) დედები აქირავებდნენ ოთახებს, რადგან ახლოს კოლეჯი იყო. ამიტომ ირგვლივ იყო თოკები, სავსე ბიუსტჰალტერებითა და შარვლებით. „არნოლდი“ (თუ რაც ერქვა) მათ თოკებიდან იპარავდა“.

სიდ ბარეტი:

მე ჯერ კიდევ კემბრიჯში დავიწყე ამ სიმღერის წერა. სტრიქონი 'moonshine, washing line' აღებულია როჯერისგან, ჩვენი ბას-გიტარისტისგან - ვინაიდან მის სახლთან ყოველთვის ეკიდა სარეცხის თოკები. მაშინ ვიფიქრე, რომ არნოლდს უნდა ჰქონოდა ჰობი და ასე დავიწყე. არნოლდ ლეინს უბრალოდ სიამოვმნებდა ქალის ტანსაცმლის ტარება. ბევრი აკეთებს ასე - შევხედოთ რეალობას თვალებში. it takes two to know-ს მსგავსი ტექსტის წინააღმდეგ პრეტენზიები შეიძლება იქონიო, მაგრამ მათში უხამსი არაფერია.

სიმღერამ, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო 20-ეულში მოხვდა, ტრანსვესტიზმის თემის გამო სადგურ Radio London-ის ყურადღება მიიქცია. უკანასკნელმა აღნიშნა, რომ სიმღერა „ნორმალურ საზოგადოებას“ არ ერგებოდა და იგი რადიოეთერიდან ამოიღო.[1]

პროდიუსერ ნორმან სმითს სურდა, რომ წინა პროდიუსერის, ჯო ბოიდის ხელმძღვანელობით ჩაწერილი სინგლი ახალი სახით ჩაეწერათ. ჯგუფი ამის წინააღმდეგი იყო, ხოლო ბარეტმა განაცხადა, რომ იგი სავსებით კმაყოფილია უკვე არსებული სტუდიური ვერსიით. EMI-ს თხოვნით, ჯგუფმა სცადა სხვა დუბლების ჩაწერა, მაგრამ საბოლოოდ გამოყენებული იქნა ბოიდთან ჩაწერილი ვერსია. სხვადასხვა წლებში ჯო აღნიშნავდა, რომ საკონცერტო გამოსვლების დროს სიმღერა 10-15 წუთსაც გრძელდებოდა (ინსტრუმენტული პასაჟების სახით), მაგრამ ჯგუფმა იცოდა, რომ სინგლისათვის იგი შემოკლებული სახით უნდა წარედგინათ. ბოიდი ასევე ახსენებდა, რომ ჩაწერა საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან შუაში ჟღერს სოლო რიჩარდ რაიტის ორგანზე, რომელიც ცალკე იქნა ჩაწერილი და ჩასმული იქნა ფინალურ ვერსიაში.

სინგლზე გამოსაცემად სიმღერა მონო ვერსიის სახით იქნა დამონტაჟებული. მისი სტერეო მიქსი ოფიციალურად არასოდეს გამოცემულა, თუმცა ცნობილია, რომ EMI-ს არქივებში ინახება ოთხფირიანი ძირითადი ვერსია, რომელიც ამის საშუალებას იძლევა.

პრომო-ფილმი

რედაქტირება

სინგლის სარეკლამო შავ-თეთრი რგოლი იმავე წელს გადაიღეს.მასში ჯგუფის წევრები დარბიან ზღვასთან და ეთამაშებიან მანეკენს. 2006 წელს აღმოაჩინეს ალტერნატიული ფილმიც, სადაც მუსიკოსები ტყეში და ეკლესიასთან არიან გადაღებული. ეს ასევე არის ერთადერთი რგოლი, სადაც ბარეტი უბრალოდ პირს აყოლებს ფონოგრამას.

საკონცერტო შესრულებები

რედაქტირება

ჯგუფი სიმღერას ასრულებდა 1967 წლის კონცერტებზე. დეივიდ გილმორის 2006 წლის ამერიკული ტურნეს დროს ეს სიმღერა მოულოდნელად შესრულდა ბენდის მიერ, რიკ რაიტის ვოკალით. მოგვიანებით იგი აგრეთვე გამოიცა დეივიდის ამავე სახელწოდების სინგლზე, სადაც არის შესული როიალ ალბერტ ჰოლში დეივიდ ბოუისთან ერთად შესრულებული ვერსიაც. საგულისხმოა, რომ თავად დეივიდი ბარეტის შემდგომ ჯგუფის შემოქმედებას არ უსმენდა, ხოლო საკუთარ ალბომში Pin Ups შეიტანა „See Emily Play“-ს ქავერ-ვერსია.

1999-2002, 2006-2008 წლების ტურნეების დროს, სიმღერის „Set The Controls For The Heart Of The Sun“ შესრულებისას როჯერ უოტერსი იყენებდა პირველი ვიდეორგოლის და სინგლის „Flaming“ პრომო ფილმის თანმხლებ კადრებს.

დამატებითი სიმღერები

რედაქტირება

„Candy and a Currant Bun“ იყო „Arnold Layne“-ის B-მხარე. მას ასრულებდნენ კონცერტებზე 1967 წელს. პირველ ვერსიას ეწოდებოდა „Let's Roll Another One“, მაგრამ ბარეტი იძულებული იყო, შეეცვალა ფრაზა Please just fuck with me და ტექსტში ჩაესვა Please just walk with me.

მუსიკალური ვიდეო

რედაქტირება

სიმღერის პირველი პრომო ფილმი, გადაღებული დერეკ ნაისის მიერ შავ-თეთრია (ჯგუფის ყველა პირველი პრომო-ფილმი ასევე შავ-თეთრია). ოთხეული ბარეტის ჩათლით დარბის ინგლისში, უიტერინგ-ბიჩის სანაპიროზე. სიუჟეტი სიმღერის ტექსტისგან შორს არის.

ფილმში ჯგუფის წევრები ჩნდებიან ნიღბებით, ეთამაშებიან მანეკენს. პირიქით დატრიალებული ფირის მეშვეობით ნაჩვენებია, თუ როგორც დგება როჯერ უოტერსი მიწიდან, შემდეგ იჭერს ქუდს და ქოლგას.

ფილმის ალტერნატიული ვერსია აღმოაჩინეს 2007 წელს. ჯგუფის წევრები ამ ვერსიაში დარბიან ბუნების ფონზე. ბარეტი განასახიერებს სიმღერის შესრულებას.  ფილმი გადაღებულია ჰემსტედ-ჰითში (ჰაიგეიტი, ლონდონი, ბრიტანეთი, მარტი, 1967).

ორივე პრომო რესტავრირებული სახით ოფიციალურად გამოიცა ბოქს-სეტის The Early Years 1965–1972 შემადგენლობაში.

სიმღერები

რედაქტირება
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Arnold Layne“2:52
2.„Candy and a Currant Bun“2:46

ორიგინალურ ვერსიას ასრულებენ

რედაქტირება

2006 წლის სინგლი

რედაქტირება
„Arnold Layne“
 
სინგლიდეივიდ გილმორი
B-მხარე Dark Globe
გამოსვლის თარიღი 26 დეკემბერი, 2006
ჩაიწერა 26 მაისი 2006, როიალ ალბერტ ჰოლი, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორ(ებ)ი სიდ ბარეტი
პროდიუსერი დეივიდ გილმორი
დეივიდ გილმორი — სინგლების ქრონოლოგია
„Smile“
(2006)
Arnold Layne
(2006)
„Rattle That Lock“
(2015)

დეივიდ გილმორი, ტურნეს On an Island პერიოდში ასრულებდა ამ სიმღერას თავის კონცერტებზე - 2006 წლის 17 აპრილიდან. ვოკალურ პარტიებს კონცერტებზე ასრულებდა რიჩარდ რაიტი. 2006 წლის როიალ ალბერტ ჰოლის კონცერტზე მოწვეული სტუმრის სახით მსმენელის წინაშე წარდგა დეივიდ ბოუი, რომელმაც შეცვალა რაიტი. 2006 წლის ბოლოს მისი ორივე საკონცერტო ვერსია, სიდის სიმღერასთან „Dark Globe“ ერთად (რომელსაც დეივიდი ასევე ასრულებდა კონცერტებზე) გამოვიდა სინგლის სახით.

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი - სიდ ბარეტი.

  1. Arnold Layne (დეივიდ ბოუისთან ერთად) 3:30
  2. Arnold Layne (რიჩარდ რაიტთან ერთად) 3:23
  3. Dark Globe 2:23

პერსონალი

რედაქტირება
  • დეივიდ გილმორი - ელექტრონული გიტარა, დამატებითი ვოკალი (1,2), აკუსტიკური გიტარა და ვოკალი (3)
  • რიჩარდ რაიტი - ორგანი (1,2), წამყვანი ვოკალი (2), დამატებითი ვოკალი (1)
  • ჯონ კერინი - კლავიშებიანი საკრავები, დამატებითი ვოკალი (1,2)
  • ფილ მანზანერა - გიტარა, დამატებითი ვოკალი (1,2)
  • სტივ დისტანისლაო - დასარტყმელი საკრავები (1,2)
  • გაი პრეტი - ბას გიტარა / დამატებითი ვოკალი (1,2)

2007 წლის შესრულება

რედაქტირება

2007 წლის 10 მაისს დეივიდ გილმორი, ნიკ მეისონი და რიჩარდ რაიტი გამოვიდნენ დარბაზში The Barbican (ლონდონი) გამართულ კონცერტზე „The Madcaps Last Laugh“, რომელიც სიდ ბარეტის ხსოვნას ეძღვნებოდა. შოუს ორგანიზატორი იყო ჯო ბოიდი. მათი სცენაზე გამოსვლა მოულოდნელად გამოაცხადეს - თავდაპირველად ცალ-ცალკე სახელები, შემდეგ კი დაამატეს - „პინკ ფლოიდი“. რიჩარდ რაიტის წამყვანი ვოკალით მათ შეასრულეს „Arnold Layne“.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Arnold_Layne&oldid=4585550“-დან