გაი პრეტი
გაი პრეტი (დ. 3 იანვარი, 1962) — ინგლისელი სესიური ბას-გიტარისტი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და კომიკოსი. სხვადასხვა წლებში გამოდიოდა შემსრულებლებთან, რომელთა შორის იყვნენ ან არიან: დევიდ გილმორი, პინკ ფლოიდი, გერი მური, Roxy Music, მაიკლ ჯექსონი,[1] Echo & the Bunnymen, Coverdale Page, კირსტი მაკ-კოლი, The Smiths, Tears for Fears, Lemon Jelly, The Orb, All Saints, Icehouse, მადონა, სტივენ დაფი, რობი რობერტსონი, ბილი პილგრიმი, ალაჰ-რაკჰა რაჰმანი, Whitesnake, Womack & Womack და Toy Matinee. იგი არის The Transit Kings-ის წევრი (The Orb-ის ალექს პატერსონის გარდა). პრეტი აგრეთვე მონაწილეობდა მსახიობის სახით და მუშაობდა სხვადასხვა ფილმის საუნდტრეკზე.
გაი პრეტი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 3 იანვარი, 1962 |
დაბ. ადგილი | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1982–დღემდე |
მეუღლე | გალა რაიტი |
საიტი | guypratt.com |
გაი პრეტი ვიკისაწყობში |
გაი პრეტი ცნობილია პინკ ფლოიდის 1987–1989 და 1994 წლების ტურნეებში ბას-გიტარისტის/დამატებითი ვოკალისტის სახით მონაწილეობით. იგი დაქორწინებულია რიჩარდ რაიტის შვილ გალაზე.