მთავარი მენიუს გახსნა

იგი პოპი ინგლ. Iggy Pop (ნამდვილი სახელი ჯეიმზ ნიუელ ოსტერბერგი უმცროსი ინგლ. James Newell Osterberg Jr.; დ. 21 აპრილი, 1947) — ამერიკელი როკ-მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. ზედმეტსახელი იგი შეიძინა კოლეჯში სწავლისას, როდესაც ადგილობრივ ჯგუფ The Iguanas-ში დასარტყმელი საკრავებზე უკრავდა. იგი არის 2003 წელს აღდგენილი გავლენიანი პროტოპანკ-ჯგუფ The Stooges-ის წამყვანი ვოკალისტი[3]. ცნობილია სცენაზე დროდადრო შეურაცხმყოფელი და მოულოდნელი ქცევით.[4][5]

იგი პოპი
IggyChesterRocks.jpg
იგი პოპი ფესტივალზე Chester Rocks, 2011 წლის ივლისი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯეიმზ ნიუელ ოსტერბერგი უმცროსი
დაბ. თარიღი 21 აპრილი, 1947 (1947-04-21) (72 წლის)
დაბ. ადგილი Muskegon
ჟანრ(ებ)ი როკი, პანკ-როკი, ბლუზ-როკი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, კლავიშებიანები, დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1960–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Virgin, RCA, Elektra, A&M
ასოციაციები The Stooges, The Trolls, The Nymphs, The Iguanas, სლეში, დევიდ ბოუი, დებორა ჰარი, Blondie, ტომ უეიტსი, ჰენრი როლინზი
ჯილდოები ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი[1] და ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი[2]
საიტი iggypop.com
იგი პოპი ვიკისაწყობში

იგის მუსიკა სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს მოიცავს. მათ შორის არის მძიმე როკი, ახალი ტალღა, პოპი, ჯაზი, არტ-როკი და ბლუზი.[6] მისი ცნობილი სიმღერებია „Lust for Life“, „The Passenger“, „Real Wild Child“, „Candy“ (The B-52's-ის კეტი პირსონის მონაწილეობით), „China Girl“, „Nightclubbing“, „Search and Destroy“ და „I Wanna Be Your Dog“. 2010 წელს, The Stooges-თან ერთად შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

დისკოგრაფიარედაქტირება

  მთავარი სტატია : იგი პოპის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები
The Stooges
ჯეიმზ უილიამსონთან
სოლო

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. https://next.liberation.fr/musique/2009/05/26/extension-du-domaine-d-iggy_560121
  2. http://www.lefigaro.fr/culture/2017/04/26/03004-20170426ARTFIG00304-iggy-pop-devient-commandeur-de-l-ordre-de-l-art-et-des-lettres-de-france.php
  3. The Stooges Reuinion at Coachella 2003. წაკითხვის თარიღი: 27 December 2014.
  4. Harness, Jill. (March 9, 2009) Music Tidbits: Iggy Pop – Neatorama. წაკითხვის თარიღი: December 27, 2014.
  5. Iggy Pop Biography | Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: December 27, 2014.
  6. Iggy Pop announces release date for 'jazz' album | News. NME (March 26, 2009). წაკითხვის თარიღი: 2011-09-30.