გერი მური (ნამდვილი სახელი - რობერტ უილიამ გერი მური, ინგლ. Robert William Gary Moore, დ. 4 აპრილი, 1952 — გ. 6 თებერვალი, 2011[5]) — ჩრდილოეთ ირლანდიელი გიტარისტი და მომღერალი.

გერი მური

გერი მური 2008 წლის კონცერტზე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რობერტ უილიამ გერი მური
დაბ. თარიღი 4 აპრილი, 1952
ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია
დაბ. ადგილი ბელფასტი[1] [2]
გარდ. თარიღი 6 თებერვალი, 2011 (58 წლის ასაკში)
ესტეპონა, ესპანეთი
გარდ. ადგილი ესტეპონა[1] [3]
დასაფლავებულია St Margaret's Church[4]
ჟანრ(ებ)ი ბლუზ-როკი, მძიმე როკი, მძიმე მეტალი, ბლუზი, jazz fusion
საქმიანობა მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ბას-გიტარა, ვოკალი
აქტიური 1969–დღემდე
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Gary Moore Signature Les Paul
საიტი ოფიციალური საიტი
გერი მური ვიკისაწყობში

მისი კარიერა დაიწყო 1960 წელს, ჯგუფით Thin Lizzy და გაგრძელდა შემდეგ წლებში, სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობით. ესენი იყვნენ: ბი ბი კინგი, Colosseum II, გრეგ ლეიკი და Skid Row (ფოლკ როკ ჯგუფი).

გარდა ამისა, მურს ჰქონდა წარმატებული სოლო კარიერა. წლების განმავლობაში, იგი ჩნდებოდა მოწვეული სტუმრის სახით ჯგუფთან Traveling Wilburys. მას შესრულებული აქვს გიტარის სოლო ამ ჯგუფის კომპოზიციაში "She's My Baby", ალბომიდან Traveling Wilburys Vol. 3..

2011 წლის 6 თებერვალს გერი მური გარდაიცვალა გულის შეტევით[6]. ამ დროს იგი იმყოფებოდა დასასვენებლად ესპანეთში[7][8]

ბიოგრაფია

რედაქტირება

მური იზრდებოდა აღმოსავლეთ ბელფასტში. 8 წლის ასაკში მან დაიწყო გიტარაზე დაკვრის სწავლა, ხოლო 14 წლის ასაკში - პირველ ხარისხიან გიტარაზე დაკვრა, თანაც - მარჯვენა ხელით, მიუხედავად იმისა, რომ ცაცია იყო. ისევე როგორც ბევრ სხვაზე, მურის მუსიკაზეც გავლენა იქონია ელვის პრესლიმ და The Beatles-ს. მოგვიანებით, გერიმ გაიცნო ჯგუფის John Mayall's Bluesbreakersს წევრები და ჯიმი ჰენდრიქსი, რომელთა მუსიკამ მასზე არანაკლებ დიდი გავლენა იქონია. გერი მურმა საკუთარ სტილში ბლუზ - როკის ელემენტების გამოყენებაც დაიწყო, რაც დღემდე დომინირებს მის კარიერაში.

1969 წელს მური შეუერთდა ფოლკ როკ ჯგუფს Skid Row, ნოელ ბრაიდმანთან და ბრენდან შილსთან ერთად. ეს იყო ჯგუფი, რომელთანაც გერიმ მოიხვეჭა რეპუტაცია მუსიკალურ ინდუსტრიაში.

სოლო კარიერა

რედაქტირება

მურმა 1973 წელს გამოუშვა თავისი პირველი სოლო ალბომი, Grinding Stone. 1978 წელს სოლო კარიერა გააგრძელა ფილ ლაინეტთან ერთად. ამ თანამშრომლობისას მთავარ როლს თამაშობდნენ ლაინეტის ვოკალი და მურის გიტარა. ხოლო მათი ერთობლივი სინგლი "Parisienne Walkways" მოხვდა ბრიტანული სინგლების ჩარტების მოწინავე პოზიციებზე.

1979 წელს მურმა მონაწილეობა მიიღო ჯგუფის Thin Lizzy-ის მეცხრე სტუდიური ალბომის „Black Rose“ ჩაწერაში, რომელიც გახდა როკ-ჩარტების ლიდერი.

დისკოგრაფია

რედაქტირება

სტუდიური ალბომები წლების მიხედვით

რედაქტირება

საკონცერტო ალბომები

რედაქტირება

ალბომთა კრებული

რედაქტირება

რჩეული სინგლები (ბრიტანული ჩარტების 40 რჩეული ჰიტი)

რედაქტირება
  • "Parisienne Walkways" – 1979 – # 8
  • "Out in the Fields" – 1985 – # 5 α
  • "Empty Rooms" – 1985 re-issue – # 23
  • "Over the Hills and Far Away" – 1986 – # 20
  • "Wild Frontier" – 1987 – # 35
  • "Friday on My Mind" – 1987 – # 26 β
  • "After the War" – 1989 – # 37
  • "Still Got the Blues (For You)" – 1990 – # 31
  • "Cold Day in Hell" – 1992 – # 24
  • "Story of the Blues" – 1992 – # 40
  • "Parisienne Walkways" – 1993, ახალი ჩანაწერი– # 32

α გერი მური და ფილ ლაინეტი β ჯგუფის The Easybeats სიმღერის ქავერ-ვერსია, 1966, # 6 ადგილი ბრიტანეთში.

გერი მური რამდენიმე ხნის განმავლობაში უკრავდა ჯგუფში Thin Lizzy და მუშაობდა ფილ ლაინეტთან ერთად, რომელიც შემდგომში დაეხმარა მურის სოლო კარიერის განვითარებაში.

ალბომები ჯგუფში Thin Lizzy

რედაქტირება

Colosseum II არის ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ბრიტანული პროგრესული ჯაზ-როკ ჯგუფის Colosseum ლიდერისა და დრამერის ჯონ ჰაისმენის მიერ, სადაც ასევე შედიოდნენ დონ ეირი, ჯონ მოული, და გერი მური.

ალბომები ჯგუფში Colosseum II

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119065517 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Czech National Authority Database
  3. Prato G. Thin Lizzy Guitarist Gary Moore Dead at 58 — 2011.
  4. Gary Moore (1952-2011) - Find a Grave Memorial — 1996.
  5. R.I.P. Gary Moore (Thin Lizzy) (1952 – 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-11. ციტირების თარიღი: 2011-02-06.
  6. Thin Lizzy star Gary Moore died of natural causes. Retrieved 7 Feb 2011.
  7. „Rock guitarist Gary Moore dies“. BBC. 6 February 2011.
  8. Former Thin Lizzy guitarist Moore dies. IrishTimes.com (6 February 2011). ციტირების თარიღი: 6 February 2011.