ტრანსვესტიზმი (ტრანსვესტიტი) — დამამცირებელი ტერმინი, (იხ. ქროს-დრესინგი - ქროს დრესერი) საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმისაკენ სწრაფვა. დიდი ხნის განმავლობაში მას უკავშირებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ჰომოსექსუალობას, ამასთან აქტიურს ქალებთან და პასიურს – მამაკაცებთან. ამიტომ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალობა კანონით იდევნებოდა, ტრანსვესტიზმი ითვლებოდა ამორალურ და დანაშაულებრივ მოვლენად. თანამედროვე თვალსაზრისით, ტრანსვესტიზმი – არაერთმნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ტარების მოტივები შეიძლება იყოს არსობრივად სხვადასხვა. ნამდვილი ტრანსვესტიზმი წარმოადგენს პერვერსიას, რომლის დროსაც საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმა იწვევს სექსუალური სიამოვნების განცდას, მაგალითად, მამაკაცებში ძლიერ სექსუალურ აღგზნებას ქალის თეთრეულის, კაბის, წინდების და ა.შ. ჩაცმის დროს. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს სარკის წინ საკუთარი სხეულის ფერება და ონანიზმი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34