პერვერსია (ლათ. perversiō — ამობრუნება) — უკიდურესად არაბუნებრივი ქცევა, სრული დამახინჯება, ნორმიდან გადახრა, გაუკუღმართება, გარყვნილება. სოციალურ კონტექსტში პერვერსიად საზოგადოებაში მიღებული ნორმებიდან გადახვევა იგულისხმება (მაგ. ინცესტი). სექსოლოგიაში კი ეს ტერმინი სექსუალობის გარკვეულ მარგინალურ ფორმებს, პარაფილიებს აღნიშნავს, როგორებიცაა, მაგალითად, ზოოფილია, ანუ სექსუალური ლტოლვა ცხოველების მიმართ, ან ნეკროფილია — გვამების სიყვარული და ა. შ. პერვერსიათა ყველაზე გავრცელებულ ფორმებად კი სადიზმი, ანუ პარტნიორისათვის სექსუალური აქტის დროს ტკივილის მიყენება და მისი საპირისპირო ფორმა — მაზოხიზმი, ანუ სასიყვარულო გრძნობის ტკივილთან და ტანჯვასთან გაიგივება მიიჩნევა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Jean Clavreul, "The Perverse Couple", in Stuart Schneiderman ed., Returning to Freud (New York 1980) გვ. 227–8
  • Sigmund Freud, On Psychopathology (PFL 10) გვ. 169 და გვ. 193