Sheep (სიმღერა)

პინკ ფლოიდის სიმღერა

Sheep“ — რიგით მეოთხე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან Animals. მისი ავტორია როჯერ უოტერსი. სიმღერის თავდაპირველი სახელწოდება იყო „Raving and Drooling“.

„Sheep“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან Animals
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 23 იანვარი, 1977 (ინგლისი)
2 თებერვალი, 1977 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-მაისი, ივლისი 1976
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 10:20
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest / Capitol
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
Animalsსიმღერები
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

სიმღერაში საუბარია ცხვრებზე, როგორც საზოგადოებრივი იერარქიის ყველაზე დაბალ ფენაზე, რომელიც განწირულია უსამართლობისათვის. 6:27-ზე ჟღერს პაროდია 23-ე ფსალმუნზე, სადაც ტექსტი ოდნავ შეცვლილია ისე, რომ მსმენელი მიხვდეს, რომ საუბარია ცხვრებზე. ამ შეცვლილ ვერსიაში ასევე არის აღნიშნული, რომ ცხვრები ყოველთვის იტანჯებიან, მაგრამ ერთ დღეს დაბრუნდებიან და უსამართლობის წინააღმდეგ გაილაშქრებენ.[1]

ადრეული ვერსიის ერთ-ერთი სამუშაო სახელწოდება იყო I Fell On His Neck With A Scream. კომპოზიციის სტუდიური ჩანაწერების შესახებ არაფერი არის ცნობილი. არაოფიციალური ცოცხალი ჩანაწერები ვრცელდებოდა ბუტლეგურ დისკებზე, თუმცა 2011 წელს ეს ჩანაწერი გამოიცა ალბომის Wish You Were Here Immersion და Experience ვერსიებთან ერთად.

საკონცერტო ვერსიები

რედაქტირება

1977 წელს ტურნეში ამ სიმღერის შესრულებისას ბას-გიტარაზე უკრავდა დამატებითი გიტარისტი სნოუი უაიტი, ხოლო როჯერი ეხმარებოდა დევიდ გილმორს.

1987 წელს სიმღერის შეტანას ჯგუფი საკუთარ საკონცერტო პროგრამაში აპირებდა, მაგრამ დევიდ გილმორმა გადაიფიქრა, რადგან თვლიდა.

უოტერსი სიმღერას თავის 2006-2008 წლების ტურნეში ასრულებდა და სიმღერის შესავალში ხოლმე ცხვრის ხმას განასახიერებდა.

  1. What were the original lyrics to Animals?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2013-09-02.