David Gilmour in Concert — ინგლისელი სიმღერების ავტორ და მუსიკოს დეივიდ გილმორის 2001 და 2002 წლის ივნისსა და იანვარში გადაღებული მელტდაუნის ფესტივალზე შესრულებული სიმღერების ვიდეოჩანაწერი. გამოიცა 2002 წელს, EMI-ს და Capitol Records-ის მიერ.

David Gilmour in Concert
ვიდეო
გამოცემის თარიღი ოქტომბერი, 2002 (ბრიტანეთი)
ნოემბერი, 2002(აშშ)
ჩაიწერა ლონდონი, ინგლისი, 22 ივნისი, 2001
იანვარი 2002
ჟანრი აკუსტიკური სოფტ-როკი, ფოლკ-როკი, პროგრესული როკი
ხანგრძლივობა
  • 92:00 (კონცერტი)
  • 2 საათი (კონცერტი და ბონუს მასალა)
ლეიბლი EMI (ბრიტანეთი)
Capitol Records (აშშ)
რეჟისორი დეივიდ მალეტი
პროდიუსერი დეივიდ გილმორი
დეივიდ გილმორი — ქრონოლოგია
David Gilmour Live 1984
(1984)
David Gilmour in Concert
(2002)
Remember That Night
(2007)

კონცერტებზე შესრულდა გილმორის სოლო-ნამუშევრები, პინკ ფლოიდის და სიდ ბარეტის სიმღერები და სხვადასხვა დამატებითი სიმღერა. აქ პირველად შესრულდა „Smile“, სიმღერა გილმორის ალბომიდან On an Island. სიმღერებს შორის ასევე არის „Breakthrough“, სიმღერა რიჩარდ რაიტის სოლო ალბომიდან Broken China. ეს არის მისი სოლო ალბომებიდან ცოცხლად შესრულებული ერთადერთი კომპოზიცია.

როგორ შეარჩიეთ ამ კონცერტის მასალა? გადავხედე პინკ ფლოიდის მთლიან კატალოგს და ავირჩიე სიმღერები, რომლებიც მომწონდა. შემდეგ მივხვდი, რომლები მოერგება ინსტრუმენტულ გადაწყვეტას, რომელზეც ვფიქრობდი. სამი თვე შინაურს სტუდიაში, არანჟირებებზე მუშაობაში გავატარე.

— დეივიდ გილმორი, 2003[1]

2012 წლის 19 ნოემბერს ვიდეო გამოიცა Android-ის ტიპის პორტატული სისტემებისთვის[2]. იგი აგრეთვე გამოქვეყნდა Apple-ის სისტემებისთვის[3].

სიმღერების სია

რედაქტირება
2001 წლის ივნისი, მელტდაუნის ფესტივალი
  1. „Shine On You Crazy Diamond“ (Parts 1-5) (დეივიდ გილმორი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი)
  2. „Terrapin“ (სიდ ბარეტი)
  3. „Fat Old Sun“ (გილმორი)
  4. „Coming Back to Life“ (გილმორი)
  5. „High Hopes“ (გილმორი, პოლი სემსონი)
  6. „Je crois entendre encore“ (ჟორჟ ბიზე)
  7. „Smile“ (გილმორი, სემსონი)
  8. „Wish You Were Here“ (გილმორი, უოტერსი)
  9. „Comfortably Numb“ (რობერტ უაიეტის მონაწილეობით) (გილმორი, უოტერსი)
  10. „Dimming of the Day“ (რიჩარდ თომპსონი)
  11. „Shine On You Crazy Diamond (Parts 6-8)“ (გილმორი, უოტერსი, რაიტი)
  12. „A Great Day for Freedom“ (გილმორი, სემსონი)
  13. „Hushabye Mountain“ (რობერტ შერმანი, რიჩარდ შერმანი)
დამატებითი სიმღერები 2002 წლის იანვრის კონცერტიდან
  1. „Dominoes“(ბარეტი)
  2. „Breakthrough“ (რიჩარდ რაიტის მონაწილეობით) (რაიტი, ენტონი მური)
  3. „Comfortably Numb“ (ბობ გელდოფის მონაწილეობით) (გილმორი, უოტერსი
დამატებითი მასალა
  • „I Put a Spell on You“ (მიშა პარისის შესრულებით, გილმორი უკრავს სოლოს გიტარაზე)
  • „Don't“ (ელვის პრესლის სიმღერა)
  • „Sonnet 18“ (მაიკლ კემენის მუსიკა, უილიამ შექსპირის სონეტი)
  • რეპეტიცია გილმორის სახლში
  • „Spare Digits“ - გილმორი უკრავს გიტარაზე (ახლო კადრები)
  • „High Hopes“ (გუნდური ვერსია, ჩაწერილი კონცერტის მსვლელობისას)

პერსონალი

რედაქტირება
მიწვეული შემსრულებლები

სერტიფიცირება

რედაქტირება
სერტიფიცირებები, David Gilmour in Concert
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[4] პლატინა 8 000x
საფრანგეთი (SNEP)[5] პლატინა 20 000*
გერმანია (BVMI)[6] ოქრო 25 000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[7] 3× პლატინა 15 000x
პოლონეთი (ZPAV)[8] ოქრო 5 000*
პორტუგალია (AFP)[9] პლატინა 8 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[10] პლატინა 50 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

  1. "A Saucerful of Strings" interview, Guitar Player, January 2003 დაარქივებული 2011-05-17 საიტზე Wayback Machine. , retrieved 28 July 2010
  2. მობილური ვერსიის აპლიკაციის ანონსის დეივიდ გილმორის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე
  3. David Gilmour concert to be released as iPhone, iPad app
  4. CAPIF – Discos de Oro y Platino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2023.
  5. French video certifications – David Gilmour – David Gilmour in Concert ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  6. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (David Gilmour; 'David Gilmour In Concert') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  7. Scapolo, Dean (2007). The Complete New Zealand Music Charts: 1966–2006. Maurienne House. ISBN 978-1-877443-00-8. 
  8. Polish video certifications – David Gilmour – David Gilmour in Concert პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
  9. Portuguese video certifications – David Gilmour – David Gilmour in Concert პორტუგალიურად. პორტუგალიის ფონოგრამების ასოციაცია.
  10. British video certifications – David Gilmour – In Concert. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ In Concert ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ DVD ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go