Not Now John
„Not Now John“ (ქართ. ჯონ, ახლა არა) — მეთერთმეტე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის ალბომზე The Final Cut[1][2]. ის ერთადერთი სიმღერაა ალბომზე, რომელშიც ძირითად ვოკალს დეივიდ გილმორი ასრულებს და მთელ სიმღერას როჯერ უოტერსი არ მღერის. ის გამოიცა სინგლის სახით. ვიდეოში ნაჩვენებია იაპონელი ბავშვი, რომელიც დადის ქარხანაში. მას გზაზე ხვდებიან გოგონა გამოძახებით, მუშები, რომლებიც კარტს თამაშობენ, გეიშები. ის ეძებს ჯარისკაცს, სანამ დიდი სიმაღლიდან გადმოვარდება. დაცემულ ბავშვს პოულობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი (მას თამაშობს ალექს მაკ-ევოი, რომელიც ასრულებს მასწავლებლის როლს ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“).
„Not Now John“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Final Cut | ||||
B-მხარე | The Hero's Return (ნაწილები 1 და 2) | |||
გამოსვლის თარიღი | 3 მაისი 1983 | |||
ჩაიწერა | ივლისი-დეკემბერი, 1982 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, მძიმე როკი | |||
ხანგრძლივობა | 5:02 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest Records (ბრიტანეთი) Capitol (აშშ) | |||
პროდიუსერი | როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი | |||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
The Final Cut — სიმღერების სია | ||||
|
მნიშვნელობა
რედაქტირებაროჯერ უოტერსის მიერ დაწერილი ტექსტი ეხება ბევრ თემას, რომლებსაც ის განიხილავს ალბომის სხვა სიმღერებში. მათ შორის არის ომი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის კრიტიკა, ისევე როგორც სიხარბისა და კორუფციის ზოგადი კრიტიკა.
კომპოზიცია
რედაქტირებასიმღერა სიგრძით მესამეა ალბომზე, მისი ხანგრძლივობაა 5 წუთი და 2 წამი. ვოკალს ინაწილებენ გილმორი და უოტერსი, ისევე როგორც სიმღერაში Comfortably Numb ალბომიდან The Wall.წარმოადგენენ განსხვავებულ ”პერსონაჟებს” თუ შეხედულებებს - გილმორი არის უვიცი ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, უოტერსი კი - ინტელექტუალი, მსოფლიოს უბედურებათა გონიერი დამკვირვებელი. თუმცა, სიმღერის დასასრულისკენ, უოტერსი მღერის გილმორის პერსონაჟთან დაკავშირებულ სტროფებს.
სიმღერების სია
რედაქტირებაNot Now John გამოიცა სინგლის სახით 1983 წლის 3 მაისს. ფრაზა fuck all that შეიცვალა stuff all that-ით. B-მხარეზე შევიდა სიმღერა The Hero's Return, რომელსაც დაემატა ერთი სტროფი. სინგლმა დაიკავა მეშვიდე ადგილი მეინსტრიმული როკ სიმღერების ჩარტში.
- Not Now John - 4:56
- The Hero's Return, Parts I and II - 2:32
პერსონალი
რედაქტირება- როჯერ უოტერსი - წამყვანი ვოკალი, ფირის ეფექტები, სინთეზატორი
- დეივიდ გილმორი - წამყვანი ვოკალი, ბას-გიტარა, გიტარა
- ნიკ მეისონი - დასარტყმელი საკრავები
- ენდი ბაუნი - ჰემონდის ორგანი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.