One of the Few“ — მესამე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის ალბომზე The Final Cut.[1][2]

„One of the Few“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Final Cut
გამომცემელი Pink Floyd Music Publishers Ltd
გამოსვლის თარიღი 21 მარტი 1983 (ბრიტანეთი)
2 აპრილი 1983 (აშშ)
ჩაიწერა ივლისი-დეკემბერი 1982
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 1:12
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Capitol Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი
The Final Cutსიმღერები

ამ და შემდეგი სიმღერის, „The Hero's Return“ მოქმედი გმირია მასწავლებელი The Wall-იდან, რომელიც დაბრუნდა ომიდან, მაგრამ საკუთარ ცოლს ომის კოშმარებს უმალავს (რისი განხილვაც ასევე გრძელდება „The Hero's Return“-ში).

სავარაუდოდ, პერსონაჟი ძალაუნებურად, საკუთარ დაძაბულობას გამოხატავს სკოლის ბავშვებზე. სიმღერის სამუშაო სახელწოდება იყო „Teach“ - „ასწავლო“, ფრაზის „Make em“ მიხედვით - ვინაიდან ტექსტში ყურადღება გამახვილებულია პრობლემაზე, რომელიც პირდაპირ ხსნის The Wall-ის იმ სიმღერების თემატიკას, რომლებიც ამ მასწავლებელს უკავშირდება. უკანა ფონზე ასევე ჟღერს როჯერ უოტერსის მოჩურჩულე ხმა - teach...

კონცერტებზე სიმღერა არასოდეს შესრულებულა.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.