The Post War Dream
„The Post War Dream“ — პირველი სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომზე The Final Cut.[1][2]
„The Post War Dream“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Final Cut | ||||
გამოსვლის თარიღი |
21 მარტი 1983 (ბრიტანეთი) 2 აპრილი 1983 (აშშ) | |||
ჩაიწერა | ივლისი-დეკემბერი 1982 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:01 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest Records (ბრიტანეთი) Capitol Records (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი | |||
The Final Cut – სიმღერები | ||||
|
კომპოზიციური წყობა
რედაქტირებაეს სამწუთიანი სიმღერა, რომელიც ალბომის ერთგვარი პროლოგია, შედგება სხვადასხვა ხმოვანი ეფექტისგან. მათ შორის არის ყვირილი და მანქანის ხმაური. მუსიკალურად, სიმღერა იწყება მშვიდად, სინთეზატორის აკორდებით და როჯერ უოტერსის მშვიდი ვოკალური შესრულებით, რასაც ემატება ორკესტრული ინსტრუმენტები. ამას უერთდება უფრო ენერგიული და ხმაურიანი სექცია, სადაც დომინირებს დევიდ გილმორის ელექტრო-გიტარა. ამ სექციის მსვლელობისას უოტერსი პრაქტიკულად გაჰკივის.
სიმღერის პირველი ნაწილის მელოდია ახლოს არის ჯონ პრაინის 1971 წლის კომპოზიციასთან Sam Stone. საერთო მათ აქვთ თემაც - ომის ვეტერანის ისტორია. ორივე სიმღერაში გამოყენებულია აკორდების იდენტური პროგრესია, ინსტრუმენტული წყობა და მელოდიაც.
სიმღერაში ნახსენებ მეგიში იგულისხმება მარგარეტ ტეტჩერი.
პერსონალი
რედაქტირება- როჯერ უოტერსი - ვოკალი, ბასი
- მაიკლ კემენი - ჰარმონი
- დევიდ გილმორი - გიტარები
- ნიკ მეისონი - დასარტყმელი საკრავები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.