Two Suns in the Sunset
„Two Suns in the Sunset“ — მეთორმეტე და საბოლოო სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის ალბომზე The Final Cut.[1][2]
„Two Suns in the Sunset“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Final Cut | ||||
გამომცემელი | Pink Floyd Music Publishers Ltd | |||
გამოსვლის თარიღი |
21 მარტი 1983 (ბრიტანეთი) 2 აპრილი 1983 (აშშ) | |||
ჩაიწერა | ივლისი-დეკემბერი 1982 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 5:23 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest Records (ბრიტანეთი) Capitol Records (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი | |||
The Final Cut – სიმღერები | ||||
|
სიუჟეტით, ალბომის გმირი მანქანის საჭესთან ზის და ხედავს ჩამავალ მზეს. მოულოდნელად მეორე მზეც ჩნდება. ეს ბირთვული აფეთქებაა.
სიმღერაში ჟღერს ბავშვების ხმები, რომლებიც როჯერ უოტერსის შვილებს, ჰარისა და ინდიას ეკუთვნის (ჰარი აგრეთვე შეუერთდა უოტერსის საკონცერტო ბენდს 2002 წლიდან). დასარტყმელი საკრავებზე ენდი ნიუმარკი უკრავს - ნიკ მეისონმა უცნობი მიზეზით, ვერ შეარჩია შესრულების იდეალური სტილი. სიმღერის დასასრულს ჟღერს სოლო საქსოფონზე რაფაელ რეივენსკროფტის შესრულებით.
ერთხელ შინ ვბრუნდებოდი და ვფიქრობდი - ვიკრიბებით და უბედურებების შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, ან, როგორც ამას სიმღერაში ავღწერ, ხალხი იმდენად განრისხებული ხდება, რომ ბოლოს ვიღაც ღილაკს აჭერს. სიმღერა სწორედ იმაზე, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი მოულოდნელად, შენ იცი, რომ ეს მოხდა და საბოლოოდ, შენ მკვდარი ხარ, სამყარო დასრულებულია და ვეღარ იხილავს ცოლს ან შვილებს, ან ყველას, ვინც გიყვარს და მორჩა. რა მარტივია, ადგე და თქვა 'ჰო, უბედური შემთხვევა მოხდება და შეიძლება, ჰოლოკოსტი მოხდეს', სინამდვილეში კი არც კი ვხვდებით, თუ როგორია ეს. და ამიტომაც სიმღერაში არის სტრიქონი - ახლა კი მივხვდი, რას გრძნობდა ის რამდენიმე - აქ იგულისხმება ის, ვინც ყუმბარა ჩამოაგდო, მსროლელი და ყველა ხალხი, მათ შორის, მამაჩემიც და ომში მოკლულები. ვფიქრობ, რაღაც მხრივ ეს სიმღერა უბრუნდება ალბომზე მეორეს, სადაც არის სტრიქონი „გაფრთხილება მათთვის, ვისაც ძალა შესწევს, იზრუნოს შესაძლო მომავალზე“.
ნიკ მეისონი:
უნდა დამეკრა, მერე კი დაახლოებით ასე ითქვა - 'მოდით, ამას ძალიან არ ჩავუღრმავდეთ - ენდი ნიუმარკმა დაუკრას ისე, როგორც საჭიროა - სანამ მე რამდენიმე კვირაში სტილისტურად სწორ ვარიანტს ვიპოვიდი. კვლავაც არ მაღელვებს ეს ფაქტი.
სიმღერა კონცერტებზე არასოდეს შესრულებულა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.