Your Possible Pasts
„Your Possible Pasts“ — მეორე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომზე The Final Cut.[1][2]
„Your Possible Pasts“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Final Cut | ||||
გამოსვლის თარიღი | 1983 | |||
ჩაიწერა | ივლისი-დეკემბერი 1982 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 4:26 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest Records (ბრიტანეთი) Capitol Records (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი | |||
The Final Cut – სიმღერები | ||||
|
სიმღერა არასოდეს შესრულებულა ცოცხლად, მაგრამ მისი ნაწყვეტი ჟღერს ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, სცენაში, სადაც ფილმის გმირი, პინკი (ბობ გელდოფი) ზის საპირფარეშოში და კითხულობს ტექსტებს სიმღერებიდან Your Possible Pasts, 5:11 A.M.- The Moment of Clarity (როჯერ უოტერსის სოლო ალბომიდან „The Pros and Cons of Hitch Hiking“) და „Stop“.
სიმღერა ეფუძნება როჯერ უოტერსის მანამდე გამოუცემელ „Incarceration of a Flower Child“-ს, რომელიც 1968 წელს დაიწერა და 1999 წლის მერიან ფეითფულის მიერ ჩაიწერა.
სიმღერა რეგულარულად ჟღერდა აშშ FM რადიოსადგურების ეთერში, როდესაც იგი გამოიცა პრომო-სინგლის „Selections From the Final Cut“ სახით, 1983 წლის გაზაფხულზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.