The Pros and Cons of Hitch Hiking
The Pros and Cons of Hitch Hiking — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის 1984 წლის კონცეპტუალური, სადებიუტო სოლო ალბომი, რომელიც მან ჩაიწერა პინკ ფლოიდიდან წასვლის შემდეგ. 1995 წლის აპრილში RIAA-მ მას აშშ-ში ოქროს სტატუსი მიანიჭა.
The Pros and Cons of Hitch Hiking | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 30 აპრილი, 1984 | |||
ჩაიწერა | თებერვალი - დეკემბერი, 1983 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 42:07 | |||
ლეიბლი |
Harvest Records (ბრიტანეთი) Columbia Records (აშშ) | |||
პროდიუსერი | როჯერ უოტერსი, მაიკლ კემენი | |||
როჯერ უოტერსი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
როჯერ უოტერსის სტუდიური — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The Pros and Cons of Hitch Hiking | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Discogs | [2] |
Rolling Stone | [3] |
კონცეფცია
რედაქტირება1978 წელს უოტერსმა მიიტანა სტუდიაში ორი ალბომის დემო. ესენი იყო The Pros and Cons of Hitch Hiking და The Wall. პინკ ფლოიდის დანარჩენმა წევრებმა მოიწონეს The Wall და გადაწყვიტეს, რომ The Pros and Cons of Hitch Hiking დარჩებოდა ჯგუფის სტუდიურ არსენალში.
ალბომში მოთხრობილია შუა ხნის მამაკაცის ისტორია, რომელსაც ესიზმრება კოშმარები. მთლიანად ალბომის ხანგრძლივობაა 42 წუთი და 2 წამი - სწორედ ასეთია მთავარი გმირის სიზმრის ხანგრძლივობაც. მთელი ისტორიის მსვლელობისას მასთან ერთად მგზავრობს ავტოსტოპის მოყვარული ქალი, რომელიც გამოსახულია ალბომის გარეკანზე. სხვადასხვა ქვეყანაში გარეკანზე ქალის უკანა ნაწილი დაფარული იყო შავი ოთხკუთხედით.
ალბომისა და შემდგომი ტურნეს გრაფიკული გაფორმება ჯერალდ სკარფს ეკუთვნის, რომელმაც მანამდე უკვე იმუშავა The Wall-ის გაფორმებაზე, სასცენო პროექციებსა და ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ ანიმაციურ სეგმენტებზე. ტურნეს პროგრამისათვის ჯერალდმა აგრეთვე შექმნა უოტერსის ბენდის ყველა წევრის კარიკატურა, ისევე როგორც როჯერის - ეს იყო სასაცილო ძაღლი, რომელიც ძალიან ჰგავდა უოტერსს და ერქვა „როჯი“. სცენაზე პროეცირებული კადრებიდან ჩანდა, რომ როჯი ისტორიის მთავარ გმირს განასახიერებდა.
1984 წელს მოწყობილ საკონცერტო ტურნეზე როჯერ უოტერსის ჯგუფში უკრავდა ერიკ კლეპტონიც, რომელსაც ეკუთვნის ალბომზე რამდენიმე სოლო გიტარაზე. რამდენიმე მუსიკალურმა თემამ მანამდე უკვე გაიჟღერა პინკ ფლოიდის სიმღერებში „In the Flesh“ და „The Fletcher Memorial Home“. სიმღერის 5:11AM (The Moment of Clarity) რამდენიმე სტრიქონი მანამდე ჟღერდა ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, ისევე როგორც Your Possible Pasts-ის ნაწყვეტი, ალბომიდან „The Final Cut“.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი — როჯერ უოტერსი.
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „4:30 AM (Apparently They Were Travelling Abroad)“ | 3:12 |
2. | „4:33 AM (Running Shoes)“ | 4:08 |
3. | „4:37 AM (Arabs with Knives and West German Skies)“ | 2:17 |
4. | „4:39 AM (For the First Time Today, Part 2)“ | 2:02 |
5. | „4:41 AM (Sexual Revolution)“ | 4:49 |
6. | „4:47 AM (The Remains of Our Love)“ | 3:09 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „4:50 AM (Go Fishing)“ | 6:59 |
2. | „4:56 AM (For the First Time Today, Part 1)“ | 1:38 |
3. | „4:58 AM (Dunroamin, Duncarin, Dunlivin)“ | 3:03 |
4. | „5:01 AM (The Pros and Cons of Hitch Hiking, Part 10)“ | 4:36 |
5. | „5:06 AM (Every Stranger's Eyes)“ | 4:48 |
6. | „5:11 AM (The Moment of Clarity)“ | 1:28 |
პერსონალი
რედაქტირება- როჯერ უოტერსი – ბას გიტარა, რითმული გიტარა, ფირის ეფექტები, ვოკალი
- ერიკ კლეპტონი – წამყვანი გიტარა, დამატებითი ვოკალი, Roland-ის გიტარის სინთეზატორი
- რეი კუპერი – პერკუსია
- ენდი ნიუმარკი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- დევიდ სენბორნი – საქსოფონი
- მაიკლ კემენი – ფორტეპიანო
- ენდი ბაუნი – ჰემონდის ორგანი, 12 სიმიანი გიტარა
- მედელაინ ბელი, ქეიტი კისუნი, დორინ ჩენტერი - ვოკალები
- ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი, მაიკლ კემენის ხელმძღვანელობით
- სხვა
- პროდიუსერები - როჯერ უოტერსი, მაიკლ კემენი
- ჩაწერა, ხმის ინჟინერი - ენდი ჯექსონი
- თანაშემწე ინჟინერი - ლორა ბუზანი
- მასტერინგი - დაგ საქსი და მაიკ რიზი
ჩარტები
რედაქტირებაჩარტი (1984) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ახალი ზელანდია [4] | 14 |
ნორვეგია[5] | 4 |
შვედეთი[6] | 3 |
შვეიცარია[7] | 12 |
ბრიტანული ალბომები[8] | 13 |
აშშ ბილბორდი[9] | 31 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Allmusic review.
- ↑ Roger Waters - The Pros And Cons Of Hitch Hiking (LP) at Discogs. www.discogs.com. ციტირების თარიღი: 2009-10-26.
- ↑ The Pros & Cons Of Hitch Hiking : Roger Waters : Review : Rolling Stone. rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-25. ციტირების თარიღი: 2009-10-26.
- ↑ charts.org.nz - Roger Waters - The Pros And Cons Of Hitch Hiking. charts.org.nz. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-24. ციტირების თარიღი: 2010-09-16.
- ↑ norwegiancharts.com - Roger Waters - The Pros And Cons Of Hitch Hiking. norwegiancharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 2010-09-16.
- ↑ swedishcharts.com - Roger Waters - The Pros And Cons Of Hitch Hiking. swedishcharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 2010-09-16.
- ↑ Roger Waters - The Pros And Cons Of Hitch Hiking - swisscharts.com. swisscharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 2010-09-16.
- ↑ Chart Stats - Roger Waters - The Pros And Cons Of Hitch Hiking. Chart Stats. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-30. ციტირების თარიღი: 2010-09-16.
- ↑ allmusic ((( The Pros and Cons of Hitch Hiking > Charts & Awards > Billboard Albums ))). allmusic. Rovi Corporation. Retrieved 2010-09-16.